ChatGPT — რევოლუციური ჩეთბოტი, რომელიც Google-ის კონკურენტად გვევლინება
OpenAI, ხელოვნური ინტელექტის კვლევითი კომპანია, მუშაობს iOS აპლიკაციაზე, რომელიც აღჭურვილია პოპულარული ჩეთბოტით ChatGPT. ჩეთბოტი მომხმარებლებს დაეხმარება მოიძიონ პასუხები iMessage-ის მსგავსი ინტერფეისის გამოყენებით. ამჟამად, მიმდინარეობს აპლიკაციის ბეტა ვერსიის ტესტირება, ხოლო დემო ვერსია შეგიძლიათ ნახოთ LinkedIn-ზე.
გასული წლის ნოემბერში ჩაშვებული ChatGPT გახდა გლობალურად ცნობილი, რადგან მარტივად შეეძლო მომხმარებლებთან საუბარი. მეტიც, მას შეუძლია ესეების წერა, ტექსტის გენერირება და კოდის შექმნაც კი. ალგორითმი, რომელიც ამუშავებს ჩეთბოტს, GPT3.5, შექმნილია Open AI-ის მიერ.
ალგორითმი იყენებს ენის მოდელებს, რათა განსაზღვროს რა სიტყვები იქნება შემდეგი და ეყრდნობა ადამიანთან უკუკავშირს. ამით ჩეთბოტი იცავს მიმართულებებს და უზრუნველყოფს დამაკმაყოფილებელ პასუხებს. ChatGPT-ის მსგავსი უნარი Google-ის საძიებო სისტემას საფრთხეს უქმნის. მომავალში ეს ჩეთბოტი გუგლის კონკურენტადაც შეიძლება მოგვევლინოს.
ჯეისონ კალაკანისის, მეწარმის, ინვესტორის და ილონ მასკთან დააახლობული პირის თქმით, OpenAI-ის მომავალ აპლიკაციას ამჟამად აქვს საძიებო ფუნქცია, მაგრამ ეს ჯერ საწყის ეტაპზეა.
შესაბამისად, მომავალში შეიძლება გქონდეთ ინდექსირებული ძიების ისტორია და ეს ChatGPT-სთან განხორციელებული კომუნიკაციის ხარჯზე. რაც მთავარია, ეს სმარტფონზე აპლიკაციის საშუალებით იქნება. ასე რომ, აღარ მოგიწევთ დაიმახსოვროთ რა საკვანძო სიტყვები გამოიყენეთ კონკრეტული შედეგების მისაღებად.
OpenAI Google-ისთვის კონკურენციის გაწევას გეგმავს და როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში ის კიდევ უფრო მოთხოვნადი გახდება.
შემდეგი პოდკასტი: ChatGPT — რევოლუციური ჩეთბოტი თუ Google-ის შემცვლელი
მხარდაჭერილია Microsoft-ის მიერ
OpenAI-ს, რომელმაც დაიწყო როგორც არაკომერციულმა ორგანიზაციამ, ასევე აქვს მომგებიანი მიმართულება სახელწოდებით OpenAI LP. ახალი მიმართულება მუშაობს როგორც პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია და შეუძლია გაყიდოს პროდუქცია, ან მომსახურება.
Reuters-ის ანგარიშის თანახმად, Microsoft Open AI-ში 10 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს. ეს კომპანიის ღირებულებას 29 მილიარდ დოლარამდე გაზრდის.
Microsoft-მა, რომელმაც ადრე მილიარდი დოლარის ინვესტიცია მოახდინა OpenAI-ში, შეიძლება საბოლოოდ 75 პროცენტიანი მოგება ნახოს. ეს მას შემდეგ რაც AI კომპანია გაერკვევა, თუ როგორ გამოიმუშაოს ფული თავისი ტექნოლოგიით.
ექსპერტების ვარაუდით, Microsoft აქციების 49 პროცენტს დაეუფლება. მეორე 49 პროცენტი სხვა ინვესტორებზე იქნება, ხოლო დარჩენილი ორი პროცენტი არაკომერციული ორგანიზაციების მფლობელობაში დარჩება.
მთლიანობაში, Microsoft-ს იმედი აქვს, რომ ChatGPT-ის გამოყენებით საძიებო სისტემას სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანს. ვნახოთ რა იქნება შემდეგი.
კომენტარები