როგორ ამოვიცნოთ ბრონქიტი და როგორ ვუმკურნალოთ მას? – ინტერვიუ თოდუას კლინიკის ექიმთან
ფოტო: თოდუას კლინიკა
ბრონქიტი სასუნთქი გზების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ავადობის სიხშირე განსაკუთრებით მაღალია წელიწადის ცივ პერიოდში, ამიტომ ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ბრონქიტის სიმპტომების ამოცნობა, რათა დროული და სწორი მკურნალობით თავიდან ავიცილოთ დაავადების გართულება.
ბრონქიტის რა ფორმები არსებობს? როგორია მისი კლინიკური ნიშნები? როგორ ვუმკურნალოთ დაავადებას? – ამ და სხვა მნიშვნელოვანი კითხვებზე თოდუას კლინიკის ვერის ფილიალის თერაპევტი, მაკა ღუჭაშვილი ისაუბრებს.
რა არის ბრონქიტი და რა იწვევს მას?
ბრონქიტი არის ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთება. ბრონქები არის ჰაერგამტარი გზა ფილტვებამდე. ანთების დროს მათი შიგნითა ლორწოვანი გარსი გამოიმუშავებს ჭარბი რაოდენობით ლოწოს და წარმოიქმნენება ნახველი. ბრონქიტის რამდენიმე ფორმა არსებობს, თუმცა, შეგვიძლია ორი ძირითადი ჯგუფი გამოვყოთ – მწვავე და ქრონიკული. მწვავე ბრონქიტის ხანგრძლივობა, როგორც წესი, 7-10 დღეა. თუ ჩივილები ხანგრძლივდება და თვეობით და წლობით გრძელდება, მაშინ შეიძლება პაციენტს ქრონიკული ბრონქიტის დიაგნოზი დაესვას.
ბრონქიტის გამომწვევი მიზეზებია: რესპირატორული ვირუსული ინფექციები, ბაქტერიები, ტოქსინები, ალერგენები და ა.შ. მისი პროვოცირება, ასევე, შეიძლება მოახდინოს ჰაერში არსებულმა მტვერმა და თამბაქომ. ეს განსაკუთრებით ეხებათ მათ, ვისაც ქრონიკული ბრონქიტი აქვთ, ამიტომ ისინი მუდმივად უნდა ცდილობდნენ, ამ ტიპის გამღიზიანებლების თავიდან არიდებას.
ვინ მიეკუთვნება ბრონქიტის განვითარების რისკ-ჯგუფს?
მწვავე ბრონქიტი ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეიძლება დაემართოს, მაგრამ საყურადღებოა ძირითადად 3 წლამდე ასაკის ბავშვები და 65-70 წელს გადაცილებული პაციენტები. ქრონიკული ბრონქიტის განვითარების რისკ-ჯგუფში შედიან ადამიანები, რომლებსაც გადატანილი აქვთ სასუნთქი გზების მრავლობითი ინფექციები, აქვთ მაღალი მგრძნობელობა ალერგენებზე, ქიმიურ ნივთიერებებზე, მტვერზე და რომლებიც დაავადებული არიან ბრონქული ასთმით, არიან მწეველები, აქვთ რეფლუქს- ეზოფაგიტი, იმუნოდეფიციტური მდგომარეობები და ა.შ.
როგორია ბრონქიტის სიმპტომები და როდის უნდა მიმართოს პაციენტმა ექიმს?
ბრონქიტის სიმპტომებია ზოგადი სისუსტე, ყელის ტკივილი, ცხვირის გაჭედილობა, გამონადენი ცხვირიდან, მშრალი ხველა, რომელიც რამდენიმე დღეში შეიძლება გახდეს სველი და ინტენსიური. თუ ხველა ძლიერია და სპაზმური ანუ შეტევითი ხასიათის, შეიძლება დაიძაბოს გულმკერდის კუნთები და პაციენტს ჰქონდეს ტკივილი გულმკერდის არეში. ბრონქიტს, ასევე, ახასიათებს ტემპერატურის მომატება, სუნთქვის გაძნელება, ხმაურიანი ან მსტვინავი ხასიათის სუნთქვა და სხვა.
ექიმთან ვიზიტი აუცილებელი ხდება მაშინ, როცა ტემპერატურის მატება არის 38 და მეტი და გრძელდება სამ დღეზე მეტხანს ან არ ექვემდებარება სიცხის დამწევ საშუალებებს. ასევე, თუ მკვეთრადაა გამოხატული სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, გულმკერდის არეში ტკივილი არის ძლიერი და შემაწუხებელი, ნახველი არის უხვი, მომწვანო, მოყვითალო ან სისხლის მინარევიანი და თუ ხველა 3 კვირაზე მეტხანს გრძელდება.
როგორ ხდება ბრონქიტის დიაგნოზის დასმა და მისი მკურნალობა?
დაავადების დიაგნოსტიკა ტარდება კლინიკური ნიშნების საფუძველზე, პირველ რიგში, ექიმი პაციენტის ჩივილებს ისმენს და ხდება პაციენტის გასინჯვა, ფილტვების აუსკულტაცია. შემდეგ კი, საჭიროების მიხედვით, ნიშნავს ლაბორატორიულ და ინსტრუმენტული კვლევებს, რათა ბრონქიტის ტიპი და ხასიათი განსაზღვროს.
მკურნალობა კი გამღიზიანებელი ფაქტორების თავიდან არიდებით იწყება, აუცილებელია, პაციენტი იყოს სუფთა, ჟანგბადით გამდიდრებულ ჰაერზე და მიიღოს ბევრი სითხე. თუ ხველა მშრალი და შემაწუხებელია, ინიშნება ხველის საწინააღმდეგო საშუალებები, თუმცა, აუცილებლად ხველის ტიპის გათვალისწინებით. მაღალი სიცხის დროს კი ინიშნება სიცხის დამწევები. გასათვალისწინებელია, რომ პაციენტმა მედიკამენტები თვითნებურად არ მიიღოს და დანიშნულებისთვის ექიმს მიმართოს.
პაციენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ბრონქიტის დროული მკურნალობა აუცილებელია, რადგან ის შეიძლება გართულდეს და დაერთოს ბაქტერიული ინფექცია, ფილტვების ანთება ანუ პნევმონია, ქრონიკული დაავადების მატარებლებს კი გაუმწვავდეთ ძირითადი დაავადება. ამიტომ, უნდა გვახსოვდეს, რომ დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა ჩვენი ჯანმრთელობის საწინდარია.
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ნაურუს პრეზიდენტს, დევიდ ადეანგის ტელეფონით ესაუბრა ირაკლი კობახიძე ნაურუს პრეზიდენტს, დევიდ ადეანგის ტელეფონით ესაუბრა
გადახედვა
-
ცხელი სასმლის მიღება მართლა გვაგრილებს? — რას ამბობს მეცნიერება ცხელი სასმლის მიღება მართლა გვაგრილებს? — რას ამბობს მეცნიერება
-
მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
გადახედვა
-
როგორ ვისიამოვნოთ შოკოლადით ისე, რომ ენერგიის მკვეთრი ვარდნა არ გამოვიწვიოთ როგორ ვისიამოვნოთ შოკოლადით ისე, რომ ენერგიის მკვეთრი ვარდნა არ გამოვიწვიოთ
კომენტარები