თიბისის მხარდაჭერით პაბი კრეატორია სტუმრებს დამატებით სივრცეს შესთავაზებს
ფოტო: თიბისი
სპორტის, კარგი ლუდისა და მეგობრულ გარემოში გართობის მოყვარული ბათუმის მაცხოვრებლები თუ მისი სტუმრები უკვე კარგად იცნობენ პაბ კერატორიას, რომელიც მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ფონზე განსაკუთრებით აქტუალური და პოპულარულია მათთვის, ვინც თავის საყვარელ სპორტსმენებს ტელევიზიით გულშემატკივრობს.
ლუდის უამრავი სახეობის, ლუდთან შეთავსებული კრეატიული მენიუს, უნიკალური დიზაინის და ცოცხალი მუსიკის გარდა, რაც აქაურობას მართლაც გამორჩეულ სივრცედ აქცევს, პაბის მფლობელებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მეგობრული, შინაურული, მყუდრო და ამავდროულად ცოცხალი, მხიარული განწყობის შექმნას, რომელიც მომხმარებელსა და მომსახურე პერსონალს შორის ურთიერთობით, კეთილგანწყობით და იმ ყველაფრის სიყვარულით მიიღწევა, რისთვისაც ეს სივრცე თავის დროზე დაარსდა.
"თავდაპირველად ეს სივრცე ბიზნესის მიზნით არ შექმნილა. რაგბის და ზოგადად სპორტის მოყვარულმა რამდენიმე ადამიანმა გადავწყვიტეთ, ვიწრო წრისთვის მოგვეწყო ადგილი, სადაც შევიკრიბებოდით და ლუდის თანხლებით ვუყურებდით ხოლმე თამაშებს. შემდეგ, დროთა განმავლობაში, აღმოჩნდა, რომ ჩვენ გარდა კიდევ უამრავ ადამიანს ჰქონდა ასეთი სივრცის მოთხოვნილება. ასე გადაიქცა აქაურობა ბარად, რომელიც უდიდესი სისწრაფით დაიხვეწა, გაფართოვდა და ახლა კიდევ უფრო გაფართოებასაც ვგეგმავთ, რადგან მოთხოვნა და სტუმრების რიცხვი იზრდება და არსებულ სივრცეში ვეღარ ვეტევით", — ამბობს კრეატორიას დამფუძნებელი.
ალკოჰოლური თუ უალკოჰოლო სასმელის მრავალფეროვან არჩევანთან საგულდაგულოდაა მისადაგებული ქართული თუ უცხოური კერძების მენიუ. სნექი, პიცა, ბურგერი, სენდვიჩი და განსაკუთრებული, საფირმო ხორცის დაფები ის პროდუქტებია, რომელიც კრეატორიაში მისული ნებისმიერი გემოვნების სტუმრის გულს ადვილად დაიპყრობს.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია "კანჭის" მენიუ — ტრადიციულ რეცეპტებზე დაყრდნობით შექმნილი ახლებური, ექსკლუზიური კერძი — შებოლილი ხორცის, ბეკონის, მოცარელას, ჩედარისა და სხვადასხვა სანელებლების კომბინაციით შექმნილი კანჭის გუდა, რომლის ჭამაც მხოლოდ კრეატორიაში შეგიძლიათ. ასევე, ქათმის კოტლეტი ბარდის პიურეთი თუ სოსისი ყველითა და ლობიოს მუსით, მჟავე სოუსთან ერთად, რომელიც შეგიძლიათ მიირთვათ სპეციალურად და მხოლოდ კრეატორიისთვის დამზადებულ, ჩამოსასხმელ შავ ლუდთან ერთად.
"ეს ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ და თანმიმდევრულად შეიქმნა. მთავარი ჩვენთვის იყო და არის ურთიერთობებზე დაფუძნებული საქმე. ადამიანი არის ჩვენთვის მთავარი ღირებულება და ვცდილობთ, ყველა გადაწყვეტილება აქედან გამომდინარე მივიღოთ. ვცდილობთ, ადამიანებთან გავუშვათ მთავარი გზავნილი — ეს სივრცე ეკუთვნის ყველას თანაბრად, როგორც ჩვენ, დამფუძნებლებს, ასევე გუნდს და ასევე ყველა სტუმარს. მთავარი ყველა საქმეში კეთილსინდისიერებაა და ბიზნესის კეთებაშიც სწორედ ესაა მთავარი ამოსავალი წერტილი — კეთილსინდისიერად აკეთო საქმე. ასე მიიღწევა წარმატება".
სულ მალე კი კრეატორიას გუნდი საყვარელ სტუმრებს დიდი სიახლით გაახარებს — თიბისის მხარდაჭერით ბარის სივრცე გაფართოვდება და კიდევ უფრო მეტ სტუმარს დაიტევს. ერთ ჭერქვეშ მოქცეულ ორ განსხვავებულ სივრცეში თავის მოყრა შეეძლებათ როგორც სასადილოდ თუ სავახშმოდ მისულ სტუმრებს, ასევე ბარის სივრცეში, ურთიერთობისთვისა თუ გასართობად მისულ ადამიანებს, რომელთათვისაც კრეატორია კვირაში ორჯერ, ტრადიციულად, ცოცხალ მუსიკა დაუკრავს.
-
სააკაშვილი: ელიზბარაშვილი "ციხის კადრების" საიდუმლოს გათქმისთვის დააკავეს სააკაშვილი: ელიზბარაშვილი "ციხის კადრების" საიდუმლოს გათქმისთვის დააკავეს
გადახედვა
-
ტრამპმა თეთრ სახლში სომეხი რელიგიური ლიდერები მიიღო ტრამპმა თეთრ სახლში სომეხი რელიგიური ლიდერები მიიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი "ნამახვანჰესის" პროექტის ჩაშლაში NGO-ებს ადანაშაულებს შალვა პაპუაშვილი "ნამახვანჰესის" პროექტის ჩაშლაში NGO-ებს ადანაშაულებს
გადახედვა
-
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავა შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავა
გადახედვა
-
"ნებართვა არ ჰქონდათ" — მგფ ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს "ნებართვა არ ჰქონდათ" — მგფ ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის": ანექსიასთან დაკავშირებით, "ოცნების" ხელისუფლება აგრძელებს დანაშაულებრივ დუმილს და უმოქმედობას "გახარია საქართველოსთვის": ანექსიასთან დაკავშირებით, "ოცნების" ხელისუფლება აგრძელებს დანაშაულებრივ დუმილს და უმოქმედობას
გადახედვა
-
ე.წ. მეორად ჩარიცხვებზე რეგისტრაცია დღეს სრულდება — NAEC-ის განცხადება ე.წ. მეორად ჩარიცხვებზე რეგისტრაცია დღეს სრულდება — NAEC-ის განცხადება
გადახედვა
-
ფაშინიანი ყოფილ პრეზიდენტ ქოჩარიანს დაემუქრა, რომ უკანონოდ შეძენილ "ფეხსაცმელსაც კი" ჩამოართევს ფაშინიანი ყოფილ პრეზიდენტ ქოჩარიანს დაემუქრა, რომ უკანონოდ შეძენილ "ფეხსაცმელსაც კი" ჩამოართევს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: უსამშობლოების მიზანია, ევროკავშირის "მენიუში" აღმოვჩნდეთ და დავაკვირდეთ, ვინ როგორ შეგვახრამუნებს შალვა პაპუაშვილი: უსამშობლოების მიზანია, ევროკავშირის "მენიუში" აღმოვჩნდეთ და დავაკვირდეთ, ვინ როგორ შეგვახრამუნებს
გადახედვა
-
მეორე კვარტალში მშენებლობასა და სოფლის მეურნეობის სექტორებში კლება დაფიქსირდა მეორე კვარტალში მშენებლობასა და სოფლის მეურნეობის სექტორებში კლება დაფიქსირდა
გადახედვა
-
სომხეთის ყოფილი პრემიერმინისტრის, ჰოვიკ აბრამიანის ძმა დააკავეს სომხეთის ყოფილი პრემიერმინისტრის, ჰოვიკ აბრამიანის ძმა დააკავეს
გადახედვა
-
სულხან თამაზაშვილმა მედლებისა და სამკერდე ნიშნების ტარების წესი შეცვალა — რა წერია ბრძანებაში? სულხან თამაზაშვილმა მედლებისა და სამკერდე ნიშნების ტარების წესი შეცვალა — რა წერია ბრძანებაში?
გადახედვა
-
აშშ-მა ირანელ მაღალჩინოსნებს გაეროს ასამბლეაზე დასასწრებად ვიზები მისცა აშშ-მა ირანელ მაღალჩინოსნებს გაეროს ასამბლეაზე დასასწრებად ვიზები მისცა
გადახედვა
-
ბაგა-ბაღებში ბავშვების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო ბაგა-ბაღებში ბავშვების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო
გადახედვა
-
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
პოლონეთის საზღვართან დრონი ჩამოვარდა — საჰაერო ძალებმა საგანგებო ოპერაცია ჩაატარა პოლონეთის საზღვართან დრონი ჩამოვარდა — საჰაერო ძალებმა საგანგებო ოპერაცია ჩაატარა
გადახედვა
-
მართე გზავნილი შენი წესებით — მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი მართე გზავნილი შენი წესებით — მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი
-
18 სექტემბრიდან Bolt მგზავრობის ტარიფებს ყველა კატეგორიაში 12%-ით ზრდის 18 სექტემბრიდან Bolt მგზავრობის ტარიფებს ყველა კატეგორიაში 12%-ით ზრდის
გადახედვა
-
რუსეთში სახელმწიფო დუმის დეპუტატების არჩევნები დაიწყო რუსეთში სახელმწიფო დუმის დეპუტატების არჩევნები დაიწყო
გადახედვა
-
მაია ჩხაიძე: ბაგა-ბაღებში გასტროენტერიტის მიზეზის დასადგენად ნიმუშებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი გამოიკვლევს მაია ჩხაიძე: ბაგა-ბაღებში გასტროენტერიტის მიზეზის დასადგენად ნიმუშებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი გამოიკვლევს
გადახედვა
-
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო
გადახედვა
კომენტარები