რა არის ChatGPT, რომელზეც ყველა საუბრობს, და შეუძლია თუ არა მას Google-ის ჩანაცვლება?
რატომ გამოიწვია აურზაური რევოლუციურმა ჩეთბოტმა და ზუსტად რა შეუძლია მას?
ხელოვნური ინტელექტის მქონე ახალმა ჩეთბოტმა, ChatGPT-მ, მთელი ინტერნეტ-საზოგადოება აალაპარაკა. ადამიანები მას კითხვებს უსვამენ, ესაუბრებიან და ეს პროცესი იმდენად ბუნებრივი, იუმორნარევი და საინტერესოა, რომ მომხმარებლებს ადამიანთან კომუნიკაციის განცდა უჩნდებათ. ტექნოლოგია გასულ კვირას გამოვიდა და უკვე მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.
ChatGPT launched on wednesday. today it crossed 1 million users!
— Sam Altman (@sama) December 5, 2022
ChatGPT-ს პოპულარობის მიუხედავად, ჩეთბოტის შემქმნელი და ილონ მასკისა და სხვა პირების მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია OpenAI გვაფრთხილებს, რომ ჩეთბოტი ჯერ სრულყოფილი არ არის და ზოგჯერ, შეიძლება, შეურაცხმყოფელი ან არასწორი პასუხები გაგვცეს. თუმცა გაფრთხილებას ხელი არ შეუშლია სოციალური მედიის მომხმარებლებისთვის, დაესვათ მისთვის კრეატიული კითხვები და შედეგები ინტერნეტში გამოექვეყნებინათ.
და მაინც, ზუსტად რა არის ChatGPT და როგორ მუშაობს ის?
რა არის ChatGPT?
ChatGPT ორგანიზაცია OpenAI-ის პროექტია, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ მცდელობას, რომ ხელოვნურ ინტელექტთან საუბარი ბუნებრივი, უფრო ზუსტად კი — ადამიანური გახდეს.
მომხმარებლებს შეუძლიათ, მყისიერი შეტყობინებების სახით, ბოტს სხვადასხვა კითხვა დაუსვან, ხოლო იგი სრული წინადადებებით უპასუხებს კითხვებს და ეცდება, საუბრის რიტმს მიბაძოს. თუმცა, არ გეგონოთ, რომ ChatGPT-ს ხასიათი ან რაიმე პიროვნული თვისებები აქვს; ის ადამიანებთან კომუნიკაციისთვის მრავალი წყაროდან შეგროვებულ ინფორმაციას იყენებს. შესაბამისად, თუკი ბოტს ჰკითხავთ, თავს როგორ გრძნობთ იგი გიპასუხებთ, რომ როგორც მანქანური სწავლების მოდელს, მას გრძნობები არ გააჩნია და შექმნილია მხოლოდ და მხოლოდ ტექსტის დამუშავებისა და გენერირებისთვის.
ასევე იხილეთ: რომელი 3 თვისება უნდა ჰქონდეს ხელოვნურ ინტელექტს, რომ ის მგრძნობიარედ მივიჩნიოთ?
როგორც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, ბოტის გაშვება "თვალსაჩინო" თანხა ჯდება, თანაც, იმის გათვალისწინებით, რომ იგი, შეიძლება, გაიჭედოს გარკვეულ ფრაზებზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოდელი საკმაოდ "ენაწყლიანია" და ხშირად იმეორებს ერთსა და იმავეს.
we will have to monetize it somehow at some point; the compute costs are eye-watering
— Sam Altman (@sama) December 5, 2022
შეიძლება, გაგიკვირდეთ, რატომ ჩაუშვა კომპანიამ ბაზარზე ხარვეზიანი მოდელი, თუმცა ამის მარტივი მიზეზი ისაა, რომ მომხმარებლების შეფასება მათ ბოტის დახვეწაში დაეხმარება.
ვინ შექმნა ChatGPT?
ეს ენობრივი მოდელი შეიქმნა OpenAI-მ, სან-ფრანცისკოს კვლევითმა ლაბორატორიამ, რომელიც დაარსდა 2015 წელს აღმასრულებელი დირექტორი სემ ალტმანის, ილონ მასკის, მილიარდერი პიტერ ტილისა და სხვა პირების მიერ.
OpenAI-ის ტექნოლოგია ვირუსულად გავრცელდა ამ წლის დასაწყისში, როდესაც კომპანიამ გამოსახულების გენერატორი DALL-E მოხმარებაში ჩაუშვა. DALL-E-ის მიერ გენერირებულმა რეალისტურმა სურათებმა ბევრი გააოცა AI-ის ტექნოლოგიების აშკარა წინსვლის ჩვენებით.
OpenAI იყენებს მის მიერ შემუშავებულ მოდელს, რომელიც ცნობილია როგორც GPT-3 და, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში მოდელის მემკვიდრესაც ვიხილავთ (თუმცა, უცნობია ზუსტად როდის).
როგორ მუშაობს ჩეთბოტი?
ChatGPT, თავისი არსით, არის დიდი ენობრივი მოდელი, რომელიც იყენებს ალგორითმებს ტექსტის მასიური კორპუსის გასაანალიზებლად, რათა უპასუხოს მომხმარებლების კითხვებს მაქსიმალურად ადამიანურ ენაზე.
ბოტის სწავლის მეთოდს წარმოადგენს განმამტკიცებელი დასწავლა, რომელიც დაფუძნებულია მომხმარებლების შეფასებებზე. კომპანიამ მისთვის ასევე დაიქირავა ადამიანი ტრენერები, რომლებმაც შეადარეს ChatGPT-სა და ადამიანების მიერ დაწერილი პასუხები, რათა ბოტს ადამიანის მსგავსი საუბრის სტილის განმტკიცებაში დაეხმარონ.
ჩეთბოტი OpenAI-მ ნოემბერში გამოუშვა, რათა ეჩვენებინა და გამოეცადა, თუ რისი მიღწევა შეუძლია ძალიან დიდ და ძლიერ AI-ის სისტემას. შეგიძლიათ, მას დაუსვათ ნებისმიერი კითხვა და, ხშირ შემთხვევაში, სასარგებლო პასუხსაც მიიღებთ.
თუმცა, ირონიულია, რომ ჩეთბოტმა, რეალურად, არაფერი იცის. ის უბრალოდ ხელოვნური ინეტელექტია, რომელიც გაწვრთნილია ინტერნეტიდან ამოკრეფილი ტექსტის უზარმაზარ მონაკვეთებში შაბლონების ამოცნობა-გაანალიზებასა და ადამიანებისთვის პასუხების გენერირებაში.
ასევე იხილეთ: ფრანკენშტაინი AI: მატყუარა ხელოვნური ინტელექტი და ეთიკური დილემები
რა შეგვიძლია, ვკითხოთ ChatGPT-ს?
როგორც სოციალურ ქსელებში გავრცელებული სურათებითა და ვიდეოებით ვიგებთ, ადამიანები ჩეთბოტს მრავალი დანიშნულებით იყენებენ. მაგალითად, ერთ-ერთმა მომხმარებელმა ბოტს სთხოვა, რეპერი ემინემის სტილში დაეწერა სიმღერის ტექსტი AI-ის მიერ სამსახურების დაკავებაზე. აღსანიშნავია, რომ ჩეთბოტმა დავალებას თავი კარგად გაართვა და საკმაოდ ორიგინალური ტექსტი შემოგვთავაზა, რომლის ერთ-ერთი მონაკვეთიც, დაახლოებით, ასე ჟღერს: "AI ძალაუფლებაში მოვიდა, ადამიანი კი მოხმარებიდან გავიდა".
This is pretty damn crazy! ChatGPT just wrote a rap lyrics in the style of Eminem. pic.twitter.com/6QDjvbhcz9
— Anton Franzen (@antondevv) December 4, 2022
კიდევ ერთმა მომხმარებელმა ChatGPT-ს, არც მეტი, არც ნაკლები, სცენარის დაწერა სთხოვა. ეს უკანასკნელი NBC-ის სიტკომ "ოფისს" შეეხებოდა და მორგებულია მიმდინარე სიუჟეტურ ხაზებს, როგორიცაა ჯიმ ჰალპერტისა და დუაით შრუტის ოინების ომი.
I can't believe how good ChatGPT is at generating scripts.
— Wes Wagner ☕️ (@caffeinatedwes) December 4, 2022
I present two new scenes from the office—first attempts.
The first where Jim quickly pranks Dwight
The second where Jim prepares a more elaborate prank pic.twitter.com/lOo3Q2YZSR
ბევრმა ასევე სთხოვა მას, დაეწერა კომპიუტერული კოდი პროგრამირების ენებზე, როგორიცაა პითონი.
Ok this is scary. @OpenAI’s ChatGPT can generate hundreds of lines of Python code to do multipart uploads of 100 GB files to an AWS S3 bucket from the phrase “Write Python code to upload a file to an AWS S3 bucket”. pic.twitter.com/fYB3JSZKMN
— Jason DeBolt ⚡️ (@jasondebolt) December 1, 2022
ზოგიერთმა ზარმაცმა, მაგრამ მოხერხებულმა სტუდენტმა კი იგი უნივერსიტეტის ესეების დასაწერად გამოიყენა.
ასევე იხილეთ: ჩაანაცვლებს ხელოვნური ინტელექტი მასწავლებლებს? — AI-მ, შესაძლოა, განათლების კონცეფცია ძირეულად შეცვალოს
I guess GPT-3 is old news, but playing with OpenAI’s new chatbot is mindblowing. https://t.co/so1TuXMQB0
— Corry Wang (@corry_wang) December 1, 2022
We’re witnessing the death of the college essay in realtime. Here’s the response to a prompt from one of my 200-level history classes at Amherst
Solid A- work in 10 seconds pic.twitter.com/z1KPxiAc1O
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი სამუშაოებისა, ჩეთბოტს, როგორც ჩანს, კრეატიული სათაურების მოფიქრებაც შეუძლია. მაგალითად, როდესაც ჟურნალ Washington Post-ის რეპორტიორმა ChatGPT-ს მის შესახებ დაწერილი სტატიის სათაურის მოფიქრება სთხოვა, ჩეთბოტმა რამდენიმე ვარიანტი შესთავაზა: "GPT-3 ჩეთბოტი ხელოვნურ ინტელექტთან კომუნიკაციის გზაზე რევოლუციას ახდენს", "გაიცანით GPT-3 ჩეთბოტი: ყველაზე ჭკვიანი AI დედამიწის ზურგზე" და "GPT-3-მა თავისი დახვეწილი საკომუნიკაციო უნარებით ადამიანები უკან ჩამოიტოვა"..
რამდენად ზუსტია ChatGPT-ს მიერ გენერირებული პასუხები?
კომპანიამ უკვე აღნიშნა, რომ ბოტმა, შესაძლოა, ზოგიერთ კითხვაზე არასწორად გიპასუხოთ.
მოდელს შეუძლია, შემოგთავაზოთ დამაჯერებელი ტყუილები, რომლებსაც იგი ზოგჯერ ფაქტებისგან ვერ არჩევს. სიცრუის, უაზრო პასუხების ან მცირე შეცდომების სიხშირემ გააძლიერა ეჭვები იმის შესახებ, თუ რამდენად მალე შეიძლება დავეყრდნოთ ამ ტიპის AI-ის ღირებული ინფორმაციის მისაღებად.
No one should be using ChatGPT to get factually accurate information yet (ChatGPT does offer up this disclaimer before you use it).
— ¯\_(ツ)_/¯ (@PranavDixit) December 5, 2022
For example: Gandhi was assassinated the year after India became independent. This is a basic fact that most school kids in India would know. pic.twitter.com/L18OAMQwOt
შეცდომებთან ერთად, ზოგიერთი ჩეთბოტს მიკერძოებასა და რასიზმში ადანაშაულებს.
Yes, ChatGPT is amazing and impressive. No, @OpenAI has not come close to addressing the problem of bias. Filters appear to be bypassed with simple tricks, and superficially masked.
— steven t. piantadosi (@spiantado) December 4, 2022
And what is lurking inside is egregious. @Abebab @sama
tw racism, sexism. pic.twitter.com/V4fw1fY9dY
უფასოა თუ არა ჩეთბოტი?
ჯერჯერობით, ჩეთბოტის გამოყენება უფასოა, თუმცა, როგორც OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორის ზემოხსენებული ტვიტიდან ჩანს, მალე მის მონეტიზაციას უნდა ველოდოთ.
როგორ შეგვიძლია ჩეთბოტის გამოყენება?
ChatGPT-ს გამოყენება OpenAI-ის ვებგვერდზე დარეგისტრირებით შეგიძლიათ.
ტექნოლოგია მომხმარებლებს უხსნის, რომ მან შეიძლება გამოიყენოს გენერირებული შედეგები ტექნოლოგიის უკეთ მომზადებისთვის და აფრთხილებს მათ, არ შეიყვანონ პირადი ინფორმაცია.
არის თუ არა ChatGPT Google-ზე უკეთესი?
ახალი ჩეთბოტის უნარებიდან გამომდინარე, ბევრმა დაიწყო ფიქრი იმის შესახებ, რომ გუგლს, შეიძლება, მალე საძიებო სისტემებზე მონოპოლიის დათმობა მოუწიოს.
"გუგლს, შესაძლოა, ერთი ან ორი წელიღა დარჩა სრულ განადგურებამდე. AI აღმოფხვრის საძიებო სისტემის შედეგების გვერდს, რომლითაც ისინი ყველაზე მეტ ფულს გამოიმუშავებენ", — წერს Gmail-ის დეველოპერი პოლ ბუხეიტი. "იმ შემთხვევაშიც კი, თუკი AI-ის დაეწევიან, მას სრულად მაინც ვერ დანერგავენ თავიანთი ბიზნესის ყველაზე ღირებული ნაწილის განადგურების გარეშე!"
Google may be only a year or two away from total disruption. AI will eliminate the Search Engine Result Page, which is where they make most of their money.
— Paul Buchheit (@paultoo) December 1, 2022
Even if they catch up on AI, they can't fully deploy it without destroying the most valuable part of their business! https://t.co/jtq25LXdkj
გამომდინარე იქიდან, რომ გუგლი დასმულ შეკითხვებს მხოლოდ რელევანტური საიტების, ვიდეოებისა თუ ფოტოების შემოთავაზებით პასუხობს, ადვილი წარმოსადგენია, მის კონკურენტად განვიხილოთ ახალი ენობრივი მოდელი, რომელსაც კოდის, სიმღერის ტექსტების, სცენარების, ლექსებისა და ესეების წერა შეუძლია.
თუმცა, მეორე მხრივ, ჩეთბოტს დახვეწამდე ბევრი აკლია, რადგან, როგორც არაერთხელ აღინიშნა, მის მიერ შემოთავაზებული პასუხების სანდოობა სათუოა. თანაც, პასუხების შემოწმებას დრო სჭირდება, რადგან ბოტი მხოლოდ "ნედლ" ტექსტს გვთავაზობს, ციტირებისა და ბმულების გარეშე. ამიტომ, ვიდრე მას უნივერსიტეტის ესეის დასაწერად გამოიყენებდეთ, ორჯერ დაფიქრება არ გაწყენდათ.
და მაინც, შეუძლია ChatGPT-ს გუგლის ჩაძირვა? ჯერჯერობით, ზუსტად არ ვიცით, თუმცა, ერთი რამ ცხადია — იგი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი ტექნოლოგიური მომავლისკენ.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.
კომენტარები