ჩაანაცვლებს ხელოვნური ინტელექტი მასწავლებლებს? — AI-მ, შესაძლოა, განათლების კონცეფცია ძირეულად შეცვალოს
"შეგვიძლია, განათლების კონცეფცია ხელახლა გამოვიგონოთ და უნივერსიტეტი, იმ ფორმით, როგორითაც ჩვენ მას ვიცნობთ, შეწყვეტს არსებობას."
საიდუმლოს არ წარმოადგენს ფაქტი, რომ ხელოვნური ინტელექტი ტექსტის გენერირებაში ძალიან გაიწაფა. მისი შემუშავებული ტექსტები სულ უფრო ემსგავსება ადამიანისას.
ჯერჯერობით, ყველაზე შთამბეჭდავი OpenAI-ის მიერ გამოშვებული ChatGPT-ია. ალგორითმი კომპანიის ინოვაციური GPT-3 AI-ის განშტოებაა და მისი გამოყენება ნებისმიერს შეუძლია. მის მიერ მიღებული შედეგები, დაწყებული ინტელექტუალური პოეზიითა და დასრულებული კოდში შეცდომების გასწორებით, ნამდვილად გასაოცარია.
ასევე იხილეთ: როგორ მოიპარა ხელოვნურმა ინტელექტმა შობა: ახალი AI ბავშვებს ეუბნება, რომ სანტა კლაუსი რეალური არ არის
ამ ახალ AI-ის ასევე შეუძლია, დაწეროს უნივერსიტეტის ესეები და დამაჯერებლად უპასუხოს საგამოცდო კითხვებს. დენ გილმორმა, არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის პროფესორმა, ChatGPT-ს მისცა დავალება, რომელიც, მისი თქმით, AI-იმ კარგ ნიშანზე შეასრულა.
ChatGPT უკვე რამდენიმე დღეა ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის და, აღსანიშნავია, რომ ის ჯერ კიდევ არ გადაქცეულა მისინფორმაციულ მანქანად, რომელიც ავრცელებს სიძულვილს ან კონსპირაციულ თეორიებს — რაც იყო მის წინამორბედი AI-ის რამდენიმე ჩეთბოტის ბედი. ამის ნაცვლად, OpenAI-მ, შესაძლოა, შექმნა რაღაც, რაც შეიძლება, რეალურად სასარგებლო აღმოჩნდეს. ზოგი იმასაც კი ამბობს, რომ ამან შეიძლება, საფუძველი ჩაუყაროს ღირებული საგანმანათლებლო სისტემის ფორმირებას.
"ჰმ... მე მხოლოდ 20-წუთიანი საუბარი მქონდა ChatGPT-თან თანამედროვე ფიზიკის ისტორიის შესახებ", — წერს პიტერ ვანგი, მანქანური სწავლების კომპანია Anaconda-ს აღმასრულებელი დირექტორი. "ეს სიგიჟე რომ მყოლოდა მასწავლებლად საშუალო სკოლისა და კოლეჯის დროს... ღმერთო ჩემო."
პიტერმა ისიც დასძინა, რომ შეგვიძლია, განათლების კონცეფცია ხელახლა გამოვიგონოთ და რომ უნივერსიტეტი, იმ ფორმით, როგორითაც ჩვენ მას ვიცნობთ, შეწყვეტს არსებობას.
თუმცა, მიუხედავად იმ შთამბეჭდავი ტექსტებისა, რომლების შექმნაც ChatGPT-ს შეუძლია, იგი ჯერ კიდევ ვერ არჩევს ფაქტებს ფიქციისგან. ასევე, არსებობს მისი ბოროტად გამოყენების შანსიც — მაგალითად, მაღაზიის გაქურდვის ან მანქანის მოპარვის სასწავლად.
მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ ChatGPT, ჯერჯერობით, თქვენს ლექტორს ვერ ჩაანაცვლებს, მას უკვე აქვს პოტენციალი, რომ ძირეულად შეცვალოს განათლების ფორმა (უკეთესობისკენ ან პირიქით).
კომენტარები