ღარიბაშვილი სააკაშვილზე:

7 Dec. 2022, 18:36

ჩამოსვლის დღიდან ამ ადამიანმა გადაწყვიტა, რომ აქ რევოლუცია, სისხლისღვრა მოეწყო. ციხეში ჩასმის დღიდან ემუქრებოდა ყველას, უკრაინის ომი დაწყებული არ იყო ჯერ, სისხლისღვრა დაიწყება, აქ უბედურება მოხდება, ამის მუქარებს აგრძელებდა ბატონი სააკაშვილი. შემდეგ იცით, რომ 60 დღე იშიმშილა და ყველა რეკორდი მოხსნა მსოფლიო ისტორიაში, შიმშილობის ყველა ისტორია მოხსნა და კადრებიც გავრცელდა, რომ თურმე ჭამდა კიდეც ფარულად საკვებს. აღარ მინდა ამაზე საუბარი, ერთი რამ მინდა ვთქვა. [...]

მთავარი მინდა ვთქვა, რომ სააკაშვილის ციხეში ჩასმის დღიდან მისი ილუზიები იყო, რომ ჯერ ერთ კვირაში უნდა გამოსულიყო გარეთ, ერთ თვეში, ორ თვეში, სამ თვეში და თავის თავს აჯერებდა, რომ ისე კარგად "თამაშობდა" და ატყუებდა ყველას, რომ ყველა დაიჯერებდა, რომ ის ან შიმშილობს, ცუდად არის და გაუშვებდა ციხის გარეთ. ეს, რა თქმა უნდა, არ და ვერ მოხდება. ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო და არავის მივცემთ საშუალებას, ვინც არ უნდა იყოს, რომ კანონზე მაღლა დააყენოს თავი. 

[კონსილიუმის დასკვნა] არ ვიცი, არ მაინტერესებს. მე დეტალებში ვერ შევალ. მოვისმინე, რომ ბატონი სააკაშვილი თურმე დეპრესიაშია და არ მოსწონს გარემო. რომელ პატიმარს მოსწონს ციხის გარემო?


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ტროტუარზე გამვლელ ქალს მანქანა დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა, მძღოლი დააკავეს
  2. ტროტუარზე მანქანის დაჯახებისას მოკლული ქალი ვეტერანი გვარდიელი იყო — რა დეტალებია ცნობილი?
  3. "ტვ პირველი": გიგა ავალიანის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი დააკავეს
  4. EU-ის ლიდერები აზერბაიჯანს და სომხეთს ეწვევიან — რეგიონში ვიზიტების ფარგლებში საქართველოში სტუმრობა არ იგეგმება
  5. რუსი წყვილი, რომელიც Empire State Building-ზე ნიშნობისთვის ავიდა, დააკავეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ