ნეანდერტალელები როგორც მზარეულები?! — უახლესი აღმოჩენა მათ კვების კულტურაზე მიანიშნებს
თუ ფიქრობთ, რომ ნეანდერტალელები საკვებს არ ამზადებდნენ ამაზე კიდევ ერთხელ დაფიქრდით. ჩრდილოეთ ერაყის გამოქვაბულების კომპლექსში აღმოჩენილია მსოფლიოში უძველესი მოხარშული კერძის ნახშირის ნარჩენები, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ნეანდერტალელები საკვებს ამზადებდნენ. ეს კი მკვლევრების თქმით, ნიშნავს, რომ ისინი :მზარეულებიც" იყვნენ.
"ჩვენი აღმოჩენები პირველი რეალური დამადასტურებელია ნეანდერტალელებში საკვების დამზადების. ეს კი კვების კულტურაზე მიანიშნებს", — თქვა კრის ჰანტმა, ლივერპულის ჯონ მურსის უნივერსიტეტის კულტურული პალეოეკოლოგიის პროფესორმა, რომელიც კოორდინაციას უწევდა გათხრებს.
ჰანტმა და მისმა კოლეგებმა ერთ-ერთი ასეთი რეცეპტის გამეორებაც სცადეს. მათ ეს ახლომდებარე გამოქვაბულებიდან შეგროვებული თესლის გამოყენებით ქნეს.
"ეს ერთგვარ ბლინებს ჰგავდა, რომელიც მართლაც ძალიან გემრიელი იყო — თხილის გემოთი", — თქვა ჰანტმა.
შემწვარი საკვების ნარჩენები — ყველაზე ძველი რაც კი ოდესმე აღმოჩენნიათ — შანიდარის გამოქვაბულთან მოიპოვეს. ითვლება, რომ ნარჩენები დაახლოებით 70 000 წლისაა. ისინი აღმოაჩინეს გამოქვაბულებში არსებულ უძველეს კერაში.
ჯგუფმა ასევე გამოიყენა სკანირების ელექტრონული მიკროსკოპი, რათა გაეანალიზებინა უძველესი საკვების ფრაგმენტები, რომლებიც აღმოჩენილია სამხრეთ საბერძნეთში მდებარე ფრანჩის გამოქვაბულში. ეს ადგილი უძველესი ადამიანებით იყო დასახლებული დაახლოებით 12 000 წლის წინ.
ერთად აღებული, ეს აღმოჩენები მიუთითებს, რომ პალეოლითური დიეტა იყო მრავალფეროვანი და პრეისტორიული სამზარეულო საკმაოდ კომპლექსური. ეს მოიცავდა საკვების მომზადების რამდენიმე საფეხურს.
"ჩვენ წარმოვადგინეთ ნეანდერტალელებისა და ადრეული თანამედროვე ადამიანების (Homo sapiens) მიერ საკვების თესლის დაფქვისა და მომზადების მტკიცებულებები. ჩვენ ასევე მოვიპოვეთ მტკიცებულებები საკვებ პროდუქტებში შემავალი თესლების ნარევების შესახებ და ვამტკიცებთ, რომ არსებობდა უნიკალური პრეფერენციები მცენარის სპეციფიკურ გემოს მიმართ", — თქვა დოქტორმა სერენ კაბუკუმ, არქეობოტანიკოსმა ლივერპულის უნივერსიტეტიდან, რომელიც ხელმძღვანელობდა კვლევას.
კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა Antiquity-ში, ემატება მზარდ მტკიცებულებებს მცენარეთა მოხმარების შესახებ როგორც ადრეული თანამედროვე ადამიანების, ასევე ნეანდერტალელების მიერ. ველური თხილი და ბალახი ხშირად შერწყმული იყო პარკოვან საკვებთან, როგორიცაა ოსპი და ველური მდოგვი.
"რადგან ნეანდერტალელებს ქოთნები არ ჰქონდათ, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ისინი საკვების თესლს ცხოველის ტყავის ნაკეცში ამზადებდნენ", — ნათქვამია განცხადებაში.
შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ისინი თესლს ადგილობრივი ქანების გამოყენებით იღებდნენ. საბოლოო პროდუქტი შესაძლოა გარკვეულწილად დაბინძურებულიც ყოფილიყო.
კომენტარები