დაბრუნდება თუ არა ნეთანიაჰუ?
ფოტო: Getty Images
არჩევნებში ათობით პარტია მონაწილეობს, თუმცა წინასწარი შედეგებით, გამარჯვებასთან ყველაზე ახლოს ყოფილი პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია ლიკუდი და მისი ულტრამემარჯვენე მოკავშირეები არიან.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ბენიამინ ნეთანიაჰუ 2021 წლის ივნისში პრემიერმინისტრობიდან 12-წლიანი მმართველობის შემდეგ გადააყენეს.
- ამავე პერიოდში დაიშალა რვა პარტიისგან შემდგარი სამთავრობო კოალიცია, რომელმაც მხოლოდ ერთი წელი იარსება.
- მაშინ მთავრობას სათავეში საგარეო საქმეთა მინისტრი ლაპიდი ჩაუდგა, რომელიც ახლა მოქმედი პრემიერმინისტრია.
- ბოლო, თითქმის ოთხ წელიწადში, ეს ისრაელში ჩატარებული უკვე მეხუთე საპარლამენტო არჩევნებია.
ნეთანიაჰუ ისრაელის პოლიტიკურ ცხოვრებაში 1988 წლიდან ჩაერთო. იმავე წელს ადგილი პარლამენტში მოიპოვა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გახდა.
- ისრაელის მთავრობას კი 1996-1999 და 2009-2021 წლებში ხელმძღვანელობდა.
- 2021-ში წასვლისას მან პირობა დადო, რომ აუცილებლად დაბრუნდებოდა და სავარაუდოდ, ასეც მოხდება.
- ამ შემთხვევაში ის მეექვსედ დაიკავებს თანამდებობას და მოხსნის რეკორდს ისრაელის სხვა პრემიერმინისტრებთან შედარებით.
საპარლამენტო არჩევნებში ლიკუდის ძირითად მოწინააღმდეგედ ცენტრისტული პარტია ეშ ატიდი მიიჩნევა, რომელსაც მოქმედი პრემიერი იაირ ლაპიდი ხელმძღვანელობს.
- 1999 წლის შემდეგ ამ არჩევნებზე ყველაზე მაღალი აქტივობაა — საბოლოო შედეგები ხვალ გახდება ცნობილი.
- "თუ შედეგები მნიშვნელოვნად არ შეიცვალა, ეს იქნება განსაცვიფრებელი დაბრუნება ნეთანიაჰუსთვის, რომელსაც ამჟამად სასამართლოში სამ კორუფციულ საქმეზე ასამართლებენ და დაასრულებს ოთხწლიან პოლიტიკურ ჩიხს, რამაც ქვეყანა გადაიყვანა არჩევნების სერიაში", — წერს The times of Israel.
- თუმცა კრიტიკოსები ამბობენ, რომ მოსალოდნელია ამან გამოიწვიოს ულტრანაციონალისტების ძალაუფლების გაძლიერება, რომლებმაც შეიძლება ჩამოართვან არაბ მოქალაქეებს უფლებები, შეურაცხყოფა მიაყენონ უზენაეს სასამართლოს და მიიღონ კანონმდებლობა, რომელიც აღმოფხვრის ნეთანიაჰუს სამართლებრივ პრობლემებს.
- მაშინაც კი, თუ ნეთანიაჰუ და მისი მოკავშირეები მოიგებენ, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას, შესაძლოა, კვირები დასჭირდეს.
-
3 წლის ბიჭის მეტასტაზური სიმსივნე ექსპერიმენტული თერაპიის ორმა დოზამ გააქრო — რა ვიცით 3 წლის ბიჭის მეტასტაზური სიმსივნე ექსპერიმენტული თერაპიის ორმა დოზამ გააქრო — რა ვიცით
გადახედვა
-
CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს
გადახედვა
-
რუსთავის სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს 16 წლის ბიჭი, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ რუსთავის სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს 16 წლის ბიჭი, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ
გადახედვა
-
რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა
გადახედვა
-
საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა — ეკონომისტის განმარტება საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა — ეკონომისტის განმარტება
გადახედვა
-
მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ
გადახედვა
-
რიმა ბერაძე: მთავრობის გუნდმა კოლოსალური სამუშაო გასწია, რათა სახელმძღვანელოები ბავშვების საჭიროებებს მორგებოდა რიმა ბერაძე: მთავრობის გუნდმა კოლოსალური სამუშაო გასწია, რათა სახელმძღვანელოები ბავშვების საჭიროებებს მორგებოდა
გადახედვა
-
პალესტინის გათავისუფლების მოთხოვნის გამო Macklemore ედ შირანის ტურნედან მოხსნეს პალესტინის გათავისუფლების მოთხოვნის გამო Macklemore ედ შირანის ტურნედან მოხსნეს
გადახედვა
-
რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას? რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას?
გადახედვა
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026-ის ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026-ის ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო
გადახედვა
-
POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა
გადახედვა
-
რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას
გადახედვა
-
ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს
გადახედვა
-
პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე
გადახედვა
-
პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო
გადახედვა
-
განათლების მხარდაჭერა უკეთესი გარემოს შექმნას ნიშნავს | Forbes Under 30-ის 2024 წლის გამარჯვებული, მარიამ მაღლაკელიძე განათლების მხარდაჭერა უკეთესი გარემოს შექმნას ნიშნავს | Forbes Under 30-ის 2024 წლის გამარჯვებული, მარიამ მაღლაკელიძე
-
ათლეტი ქალები სიდნი სვინის სპორტში ქალების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ ათლეტი ქალები სიდნი სვინის სპორტში ქალების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ
-
ტესტი: გამოიცანი, რომელი რეგიონი უფრო დიდია და გეტყვი, მოგატყუა თუ არა რუკამ ტესტი: გამოიცანი, რომელი რეგიონი უფრო დიდია და გეტყვი, მოგატყუა თუ არა რუკამ
-
ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნეს — მან ქვეყანა დატოვა ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნეს — მან ქვეყანა დატოვა
გადახედვა
-
თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 ქალი დააკავეს თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 ქალი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები