თეგეტა მოტორსი Groupauto International-ის გლობალური ჯილდოს მფლობელი გახდა
- თეგეტა მოტორსის სატვირთოების ცენტრალური ფილიალი საუკეთესო სერვისცენტრად დასახელდა;
- საერთაშორისო კონკურსში 70-ზე მეტი ქვეყნის 2 000-მდე წევრი კომპანია მონაწილეობდა;
- World Class Workshop 2022-ის ჯილდო თეგეტა მოტორსის წარმომადგენლებს ტენერიფეზე გამართულ ღონისძიებაზე გადასცეს.
თეგეტა მოტორსი World Class Workshop 2022-ის გამარჯვებულია. ავტოინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო კომპანიამ სატვირთო ავტომობილის საუკეთესო სერვისცენტრისთვის მიიღო. თეგეტას Groupauto International-ის 2 000-მდე წევრი კომპანია უწევდა კონკურენციას. ქართულმა კომპანიამ საუკეთესოს ტიტულის მოპოვება შეძლო. ჯილდო თეგეტას მოტორსის სატვირთო მიმართულების ცენტრალურ ფილიალს გადაეცა.
"მოხარულები ვართ, რომ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების კომპანიებს შორის გამარჯვება სწორედ თეგეტას ერგო. კონკურენცია საკმაოდ დიდი იყო, თუმცა მოვახერხეთ, ისეთი ევროპული ქვეყნების საავტომობილო კომპანიების წარმომადგენლებზე უკეთესი შეფასება მიგვეღო, როგორებიც, მაგალითად, გერმანია და ნიდერლანდები არიან. ვფიქრობთ, ეს კიდევ ერთი აღიარებაა თეგეტასათვის, რათა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საავტომობილო სფეროს მსოფლიო რუკაზეც ღირსეული ადგილი დაიკავოს. ეს წარმატება, ერთი მხრივ — მეტი მოტივაცია, მეორე მხრივ კი უფრო დიდი პასუხისმგებლობაა, შევინარჩუნოთ მაღალი სტანდარტი და ამასთანავე, მომხმარებლისა და ჩვენი პარტნიორების ნდობა," — აცხადებს არჩილ ძიძიგური, თეგეტა მოტორსის ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
დაჯილდოება, სახელწოდებით World Class Workshop 2022, მსოფლიოს უმსხვილესი სადისტრიბუციო ქსელის, Groupauto International-ის ორგანიზებით გაიმართა. კონკურსში საერთაშორისო ქსელში ჩართული 70 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. გამარჯვებულები მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების მიმართულებით დასახელდნენ.
მომსახურება, ავტოსერვისი, ბრენდინგი და მარკეტინგი — ამ კრიტერიუმებით გამოავლინეს საუკეთესოები, რომელთა შორის თეგეტა მოტორსმა მსოფლიო წარმატება მოიპოვა. ამიერკავკასიის მასშტაბით ავტოინდუსტრიის ლიდერმა კომპანიამ სატვირთოების მიმართულებით ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო. საერთაშორისო ჟიურიმ თეგეტას ცენტრალურ ფილიალს პირველი ადგილი მიანიჭა. მეორე და მესამე ადგილები კი გერმანულმა Michel Truckservice-მა და ჰოლანდიურმა Lumas Bodegraven-მა მოიპოვეს. გამარჯვებულები Groupauto-ს მიერ კუნძულ ტენერიფეზე გამართულ ღონისძიებაზე გამოვლინდნენ.
თეგეტა ჰოლდინგის ცენტრალურ ფილიალში ჩადებული ინვესტიცია 25 მილიონ დოლარს შეადგენს. ტერიტორია 27 000 კვ.მ. ფართობს მოიცავს. საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი თეგეტას მულტიფუნქციური სერვისცენტრი მომხმარებელს 2008 წლიდან ემსახურება და ყველაზე დიდი ცენტრია რეგიონში. კომპანიის მექანიკოსები, რომლებიც წელიწადში ორჯერ გადამზადების სპეციალურ კურსს გადიან, დღის განმავლობაში 100-მდე სატვირთო ავტომობილის მფლობელს ემსახურებიან. სარემონტო სამუშაოებისათვის აუცილებელი ტექნოლოგიური აღჭურვილობა თანამედროვე ტენდენციების მიხედვით იცვლება და ისინი მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მიერ წარმოებული ხელსაწყოებითა და დანადგარებით ახლდება, მათ შორის, BOSCH, HOFMANN, TEXA, TOPTUL, OMCN, KOCH, FLEXBIMEC.
თეგეტა მოტორსის ულტრათანამედროვე მოწყობილობა-დანადგარებით აღჭურვილ ფილიალებში მომხმარებლებს კვალიფიციური მექანიკოსები ემსახურებიან. კავკასიის რეგიონის მასშტაბით კომპანიას 32 სერვისცენტრი აქვს, სადაც მომსახურების მიღება შესაძლებელია როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებებით.
თეგეტა მოტორსის შესახებ: ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია თეგეტა მოტორსი ქართულ ბაზარზე 1995 წლიდან საქმიანობს და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსების და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომლებიც 400 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არიან Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
-
გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება
-
საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა
გადახედვა
-
OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა
გადახედვა
-
EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება
გადახედვა
-
"თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა "თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა
გადახედვა
-
საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების 36 საათით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების 36 საათით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ნახეთ: ილონ მასკზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ტრეილერი გამოვიდა ნახეთ: ილონ მასკზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ტრეილერი გამოვიდა
-
2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა $555.6 მლნ-ს შეადგინა 2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა $555.6 მლნ-ს შეადგინა
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმამ, ვასილ მხეიძემ და ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ ციხე დატოვეს ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმამ, ვასილ მხეიძემ და ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ ციხე დატოვეს
გადახედვა
-
ამოღებულია ₾19 000-ის 3 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი - 2 პირი დააკავეს ამოღებულია ₾19 000-ის 3 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი - 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
ტეილორ სვიფტის მუსიკალურ ვიდეოში დაკოტა ჯონსონი და კოლინ ფარელი მონაწილეობენ — ნახეთ თიზერი ტეილორ სვიფტის მუსიკალურ ვიდეოში დაკოტა ჯონსონი და კოლინ ფარელი მონაწილეობენ — ნახეთ თიზერი
გადახედვა

კომენტარები