Tegeta Truck & Bus საქართველოში MAN-ის სრულიად ახალი თაობის სატვირთოებს წარადგენს
ფოტო: თეგეტა
- თბილისში წარმოდგენილი ახალი მოდელები MAN-ის ყველაზე ამბიციური პროექტის ნაწილია, რომელიც გერმანულმა მწარმოებელმა ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში განახორციელა;
- პრემიუმ ბრენდის ტექნიკა საწვავის ეკონომიური მოხმარებით გამოირჩევა — გაუმჯობესებული აეროდინამიკა საწვავისა და გამონაბოლქვის შემცირებას უზრუნველყოფს;
- ახალი MAN TGX Inernaional Truck of the Year სტატუსის მფლობელია. ეს არის სატრანსპორტო ინდუსტრიაში ყველაზე პრესტიჟული ჯილდო, რომელიც გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან გაიცემა.
Tegeta Truck & Bus-მა თბილისში MAN-ის უახლესი თაობის სატვირთოები წარადგინა. სრულიად ახალი სტანდარტის სატვირთო ავტომობილების პრეზენტაცია საქართველოს დედაქალაქში, ინდუსტრიულ საექსპოზიციო სივრცეში გაიმართა. მომხმარებელსა და პარტნიორებს MAN TGS და MAN TGX მოდელები წარუდგინეს. ეს სატვირთო ავტომობილები გერმანული მწარმოებლის ამბიციური პროექტის ფარგლებში შეიქმნა, რომელზედაც MAN-ის 2100 თანამშრომელი მუშაობდა.
ფოტო: თეგეტა
ბექა ბერიძე, Tegeta Truck & Bus-ის დირექტორი: "გვიხარია, რომ უკვე გვაქვს შესაძლებლობა, ქართულ ბაზარზე MAN- ის უახლესი სატვირთო ავტომობილები წარვადგინოთ. სატრანსპორტო საშუალებები განსაკუთრებული შესაძლებლობებით გამოირჩევა და ინდუსტრიაში სრულიად ახალ სტანდარტს ამკვიდრებს. უკვე 16 წელია Tegeta Truck & Bus გერმანული პრემიუმ ბრენდის ოფიციალური დილერია საქართველოში. თეგეტა პირველი იყო რეგიონში, ვინც სატვირთო ტექნიკის მიმართულებით მსოფლიოში ცნობილი, უმსხვილესი კონცერნის ნდობის მოპოვება შეძლო და ოფიციალური იმპორტიორი გახდა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ვიყოთ პირველები, ვინც მომხმარებელს MAN-ის ახალი თაობის პროდუქციას წარუდგენს. ამასთანავე, გერმანული ბრენდის სტანდარტით აღჭურვილ სერვისცენტრში ჩვენს მომხმარებელს გაყიდვების შემდგომ სრულ მომსახურებას ვუწევთ".
ახალი თაობის ავტომობილებით MAN-მა საკუთარი სტანდარტი კიდევ უფრო გააუმჯობესა. კომფორტული და უსაფრთხოების უპრეცედენტო სისტემებით აღჭურვილი სატვირთოების შექმნამდე 700-ზე მეტი მძღოლი გამოიკითხა. სამუშაო შეხვედრას მომხმარებლებიც ესწრებოდნენ 16 სხვადასხვა ქვეყნიდან. სატესტო მანქანებმა კი 4 000 000 კილომეტრი გაიარეს.
ფოტო: თეგეტა
სერგეი ხავკინი, MAN-ის რეგიონული გაყიდვების მენეჯერი: "საქართველო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეგიონია ჩვენი კომპანიისათვის. ადგილობრივ ბაზარზე MAN-ის ბრენდის განვითარებაში ჩვენს პარტნიორს საქართველოში Tegeta Truck & Bus-ს განსაკუთრებული როლი აქვს. მოხარულები ვართ, რომ ახლა საქართველოს გზებზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთოებიც გამოჩნდებიან. ვცდილობთ, ჩვენს პარტნიორებსა და მომხმარებლებს საქმე გავუმარტივოთ, რათა მათ უფრო ეფექტიანად და წარმატებულად შეძლონ ბიზნესსაქმიანობა. ამ დანაპირების შესრულებაში MAN-ის ახალი წარმოების ის სატრანსპორტო საშუალებებიც დაგვეხმარება, რომლებიც დღევანდელ პრეზენტაციაზეა წარმოდგენილი. სიამოვნებით ვესწრები ღონისძიებას, სადაც MAN-ის ცენტრალურ ოფისს წარმოვადგენ".
საქართველოს დედაქალაქში გამართულ პრეზენტაციას, გერმანული ბრენდის წარმომადგენლებთან ერთად, 250-ამდე სტუმარი ესწრებოდა.
ინდუსტრიული საექსპოზიციო სივრცე რამდენიმე ნაწილად გაიყო. შეიქმნა კონცეპტუალური ზონა, სადაც გერმანული ბრენდის ორსაუკუნოვანი ისტორია და MAN-ის სატვირთოების განვითარების ეტაპები სპეციალური პროექციის დახმარებით აჩვენეს.
ფოტო: თეგეტა
საპრეზენტაციო ზონაში კი მულტიმედიური შოუ მოეწყო, სადაც ვიდეო და აუდიო შთამბეჭდავი ეფექტების ფონზე სტუმრებს MAN-ის ახალი სატვირთო ავტომობილების განსაკუთრებული შესაძლებლობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
ცალკე სივრცე დაეთმო უშუალოდ სატრანსპორტო საშუალებებს. საგამოფენო ნაწილში ღონისძიების დამსწრეებმა MAN-ის სრულიად ახალი თაობის სატვირთოები და MAN TopUsed ხაზის მოდელები დაათვალიერეს.
ფოტო: თეგე
Simply my truck — მეტი უსაფრთხოება და კომფორტი
MAN-ის ახალი თაობის ავტომობილები უსაფრთხოების თანამედროვე სისტემით არის აღჭურვილი. სატვირთოების სეგმენტში პირველად ავტომობილებზე გვერდითა ხედვის სარკეების ნაცვლად კამერებია დამონტაჟებული. შედეგად მძღოლს შეუძლია, სატრანსპორტო საშუალების ირგვლივ პერიმეტრი სალონში განთავსებულ ეკრანზე გააკონტროლოს.
ასევე შესაბამისი ფუნქციონალის დახმარებით მძღოლი დისტანციისა და სამოძრაო ზოლის დაცვას და, შესაბამისად, ავტოსაგზაო შემთხვევების თავიდან არიდებას შეძლებს. თანამედროვე სისტემები, როგორებიცაა მოხვევის, საცობის ასისტენტი და ზოლის შეცვლის დამხმარე სისტემა, მძღოლს ზედმეტი დატვირთვისგან ათავისუფლებს.
უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებთან ერთად, მკვეთრად გაუმჯობესდა და მძღოლის საჭიროებების გათვალისწინებით მოეწყო ავტომობილის ინტერიერიც. შიდა სივრცე ციფრული სერვისებით აღიჭურვა.
მრავალფეროვან ფუნქციონალს, რაც სატრანსპორტო საშუალების მართვას მნიშვნელოვნად ამარტივებს, მძღოლის კომფორტზე მორგებული სალონიც ემატება.
უფრო მოსახერხებელია ავტომობილში არსებული მოსასვენებელი სივრცეც. მძღოლებისათვის, რომლებსაც დიდი დისტანციის დაფარვა უწევთ, ამ საკითხს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს.
უახლესი სტანდარტის სატვირთოების ძარა შემსუბუქებული, თუმცა უფრო მყარია, რაც მეტი ტვირთის გადატანის საშუალებას იძლევა.
MAN Truck-ის ახალი თაობა — პროექტი ციფრებში
პროექტს MAN-ის 2 100 თანამშრომელი ამუშავებდა.
პროექტზე მუშაობის დრო: 12 000 000 სამუშაო საათი.
პროგრამული უზრუნველყოფისთვის დაიწერა: 2 800 000 კოდი.
დიზაინზე მუშაობის დრო: 167 000 სამუშაო საათი.
4 000 000 კილომეტრი ტესტდრაივზე.
MAN-ის ახალი თაობის სატვირთოებში ხელმისაწვდომია 8 სხვადასხვა ზომის კაბინა.
კონფიგურატორის მეშვეობით შესაძლებელია ახალი MAN TGX-ის, TGS-ის, TGM-ის ან TGL-ის ზუსტად ისეთი კომპლექტაციით შეკვეთა, როგორიც მომხმარებელ კომპანიას სურს, მის ჩამოყვანას კი საქართველოში კომპანია Tegeta Truck & Bus უზრუნველყოფს.
Tegeta Truck and Bus: თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია 2006 წელს დაარსდა და ის საქართველოში სატვირთო ავტომობილებისა და ავტობუსების მწარმოებელ უმსხვილეს გერმანულ ბრენდს, MAN-ს, წარმოადგენს. Tegeta Truck and Bus-ის სერვისცენტრი MAN-ის მიერ არის ავტორიზებული, თანამედროვე დანადგარებითაა აღჭურვილი და მთლიანად გერმანულ სტანდარტებზეა მორგებული.
კომპანიამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დედაქალაქში გამართულად მომუშავე საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარკის განახლებაში.
-
მართე გზავნილი შენი წესებით — მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი მართე გზავნილი შენი წესებით — მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი
-
მაია ჩხაიძე: ბაგა-ბაღებში გასტროენტერიტის მიზეზის დასადგენად ნიმუშებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი გამოიკვლევს მაია ჩხაიძე: ბაგა-ბაღებში გასტროენტერიტის მიზეზის დასადგენად ნიმუშებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი გამოიკვლევს
გადახედვა
-
რატომ არის თქვენი ავტომობილის VIN კოდის შემოწმება მნიშვნელოვანი თქვენი უსაფრთხოებისთვის რატომ არის თქვენი ავტომობილის VIN კოდის შემოწმება მნიშვნელოვანი თქვენი უსაფრთხოებისთვის
-
თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტო ბაღებში აღსაზრდელების მოწამვლის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტო ბაღებში აღსაზრდელების მოწამვლის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის ახალ დროებით რწმუნებულს კორტნი ოსტრიანს შეხვდა — რა პროექტებზე ისაუბრეს? მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის ახალ დროებით რწმუნებულს კორტნი ოსტრიანს შეხვდა — რა პროექტებზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები? ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები?
გადახედვა
-
ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა
-
ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან" ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან"
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
კომენტარები