Glenfiddich-ის განსაკუთრებული ჩამოსხმა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილის აღსანიშნავად
GD Alco საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს განსაკუთრებულად აღნიშნავს: კომპანიის დამფუძნებელმა გოჩა დარჩიაშვილმა გადაწყვიტა, 26-წლიანი Glenfiddich-ის ქართული ჩამოსხმით ის გამორჩეული ქართველები დაასაჩუქროს, რომლებმაც ქვეყნის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს. დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ჩამოსხმა 2018 წლის 26 მაისისთვის იქნება მზად.
გოჩა დარჩიაშვილმა ვისკის 6 ექსპერტი — აკა მორჩილაძე, აჩი არველაძე, ლევან წულაძე, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და დავით ბეჟუაშვილი შოტლანდიაში, დაფთაუნში მდებარე Glenfiddich-ის დისტილერიაში განსაკუთრებული მისიით მიიწვია: ვიზიტის მიზანი Glenfiddich-ის ქართული ჩამოსხმისთვის საუკეთესო ვერსიის შერჩევა იყო. დეგუსტაციის პროცესს მოლტმასტერი ბრაიან კინსმანი უძღვებოდა და სტუმრებს Glenfiddich-ის სხვადასხვა ვერსიის უნიკალური თვისებების შესახებ უამბობდა.
Glenfiddich-ის სახელი „მავერიკებთან“ — თავისუფალ მოაზროვნეებთან ასოცირდება, რადგან სწორედ ასეთი ადამიანი იყო მისი დამფუძნებელი — უილიამ გრანტი: წარმოება საკუთარი ძალებით, 9 შვილთან ერთად დაიწყო და მსოფლიოში ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელი ერთი ალაოს ვისკი შექმნა. Glenfiddich-ის ქართული ჩამოსხმითაც სწორედ ასეთი ადამიანები დაჯილდოვდებიან — ქართველი მავერიკები, რომლებმაც სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობით საქართველოს განვითარებასა და მთელ მსოფლიოში პოპულარიზაციას მნიშვნელოვნად შეუწყვეს ხელი.
აჩი არველაძე: „პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო კომპანია GD Alco-ს და მის ხელმძღვანელს — გოჩა დარჩიაშვილს ამ არაჩვეულებრივი შესაძლებლობისთვის. შოტლანდიაში მართლაც დაუვიწყარი დღეები გავატარე, არაჩვეულებრივ ხალხთან ერთად, არაჩვეულებრივ გარემოში. მინდა გითხრათ, რომ Glenfiddich-ის დისტილერიის დათვალიერების შანსი აქამდე არასოდეს მქონია. რაც შეეხება უშუალოდ დეგუსტაციის პროცესს, საინტერესოა, რომ ყველა მონაწილემ ერთსა და იმავე ჩამოსხმას მივანიჭეთ უპირატესობა: ჩემდა გასაკვირად, მეც ზუსტად ის ჩამოსმხა მომეწონა, რომელიც დანარჩენმა ექსპერტებმა აირჩიეს“.
აკა მორჩილაძე: „სქოთების ქვეყანაში ყოფნა ყოველთვის საინტერესოა. მის ჩრდილოეთში ჰაილენდებში მოხვედრა, მით უფრო. ასე ამბობენ ხოლმე, რომ ჰაილენდები არის მთები, ცხვრები და ვისკიო. იქ ისტორიაც, ხალხიც, ბუნებაც, ამინდიც განსხვავებულია, იქაური ვისკის სახდელები კი მთელს მსოფლიოს ამარაგებს. სოფელ დაფთაუნში, სადაც Glenfiddich-ის ძველი სახდელია, შუა აპრილში სეტყვა და თოვლი ერთად მოდიოდა, კასრების შემკეთებელ სახელოსნოში შეუსვენებლად მუშაობდნენ, ბეღელში, იატაკებზე ქერი შრებოდა, ბუხრებს კი ტორფს უკეთებდნენ. მარნებში ვისკის გვასინჯებდნენ და თითოეული სახეობის რაობას გვიხსნიდნენ. ყველაზე კარგი კი ის იყო, რომ ყველაფერი ბუნებრივად და უბრალოდ ეხამებოდა ერთმანეთს და ლამის ყველაფერს მოგვითხრობდა იქაურობის ხასიათსა და სულზე“.
Glenfiddich-ის ქართული ჩამოსხმა უნიკალური საკოლექციო თვისებებით იქნება გამორჩეული: ის 1991 წლის კასრის, 26-წლიანი დაძველების, 53.8%-იან ვისკის წარმოადგენს, რომელიც ცივი ფილტრაციის გარეშეა დისტილირებული.
კომენტარები