ხარვეზები დეკლარაციაში, კითხვები კორუფციასა და ნეპოტიზმზე — რა წერია TI-ის ანგარიშში ჯაფარიძეზე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო ქართული ოცნების ყოფილ დეპუტატისა და ახლა უკვე ანტიდასავლური მოძრაობის წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის საქმიანობასთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ჯაფარიძემ მმართველი პარტია გუშინ, 4 ოქტომბერს დატოვა და ანტიდასავლურ მოძრაობას შეუერთდა.
- იმავე დღეს მან POSTV-ის 52%-იანი წილი იყიდა.
- ორგანიზაცია მიუთითებს, რომ ჯაფარიძის საქმიანობა არაერთ კითხვას აჩენს კორუფციის რისკებთან, ნეპოტიზმთან თუ დეპუტატის მანდატის არაკეთილსინდისიერ გამოყენებასთან დაკავშირებით.
ოჯახის ქონება: ანგარიშში, როგორც თავად ჯაფარიძის, ასევე, მისი ოჯახის წევრების ბიზნესსაქმიანობებია მიმოხილული.
- ნათქვამია, რომ ყოფილი დეპუტატი და მისი ოჯახის წევრები მთლიანობაში 11 სხვადასხვა კომპანიის მეწილეები არიან და არაერთ ქონებას ფლობენ მესტიასა და თბილისში — მათ შორის ორ სასტუმროს.
- მათი თქმით, ჯაფარიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 7 775 565 ლარი მიიღეს.
პოლიტიკური შეწირულობები: დოკუმენტის თანახმად, 2012-2017 წლებში ყოფილმა დეპუტატმა ქართულ ოცნებას ოთხჯერ, ჯამში 120 ათასი ლარი შესწირა.
- მისმა ცოლმა, ნათია ხვისტანმა 2017 წელს 55 ათასი ლარი ქართულ ოცნებას, 2018 წელს კი 50 ათასი ლარი პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს შესწირა.
- TI-ში, ასევე, ამბობენ, რომ ჯაფარიძის, ხვისტანისა და ყოფილი დეპუტატის შვილის, ოთახ ჯაფარიძის ბიზნესპარტნიორებიც მსხვილი შემომწირველები არიან და მათ 2012 წლიდან დღემდე ქართულ ოცნებას 468 ათასი, ხოლო 2018 წელს სალომე ზურაბიშვილს 65 ათასი შესწირეს.
ხარვეზები დეკლარაციაში: ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ 2021 წლის დეკემბერში შევსებულ დეკლარაციაში ჯაფარიძემ მხოლოდ ცოლი და ერთი შვილი მიუთითა.
- TI-ის განმარტებით, მან კანონი ორ ნაწილში დაარღვია — კერძო, არ ასახა, რომ ის შპს სეტის პლუსის (სასტუმრო Posta Hotel) 33,3%-იან წილს ფლობს.
- არადა, ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშგებით დგინდება, რომ შპს-მ 2019-21 წლებში ჯამში 2 623 751 ლარის შემოსავალი მიიღო, საიდანაც სრული მოგება 768 759 ლარი იყო.
- "სავარაუდოა, რომ ვიქტორ ჯაფარიძეს შემოსავალი აქვს სასტუმროდანაც, თუმცა მას არც ეს ინფორმაცია აქვს დეკლარირებული. სეტი პლუსიდან მიღებული შემოსავალი არც წინა, 2020 წლის დეკლარაციაში არ აუსახავს".
- ასევე, ანგარიშში ნათქვამია, რომ ჯაფარიძისა და მისი ცოლის საკუთრებაში არსებული 10 სხვადასხვა უძრავი ქონებიდან დეკლარაციაში მხოლოდ ორი ასახა.
ნათესავები საჯარო სამსახურში: ორგანიზაციაში ამბობენ, რომ საჯარო სამსახურში ჯაფარიძის არაერთი ნათესავია დასაქმებული.
- მათი ცნობით, ეკატერინე ჯაფარიძე, "ოცნების" ყოფილი წევრის შვილი, მთავრობის ადმინისტრაციის პროტოკოლის სამსახურის თანამშრომელია;
- ნელი ნავერიანი, ჯაფარიძის ბიძაშვილის ცოლი მესტიის მერიის მოადგილეა;
- მაიზერ ჯაფარიძე, მისი ძმის შვილი, მესტიის საკრებულოს თავმჯდომარეა;
- სოფიო ჩხვიმიანი, ჯაფარიძის ბიძაშვილის ცოლი მესტიის მერიის სოციალური სამსახურის უფროსია;
- ჯაფარიძის ბიძაშვილის შვილი, დისშვილი მესტიის საკრებულოს თავმჯდომარეა;
TI სუს-ის ანტიკორუფციული დეპარტამენტს და გენერალურ პროკურატურას მოუწოდებს, შეისწავლონ ჯაფარიძესთან დაკავშირებული კომპანიების სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის პროცესი და დაადგინონ, შეიცავს თუ არა ეს კორუფციის შესაძლო ნიშნებს.
- ასევე, მიმართავენ საჯარო სამსახურის ბიუროს, საგანგებოდ შეამოწმოს ჯაფარიძის ქონებრივი დეკლარაციებში მითითებული მონაცემები, არასრული ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში, იმოქმედოს კანონით დადგენილი ნორმებით.
-
"მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ" — რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი მე-3 წერილში? "მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ" — რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი მე-3 წერილში?
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა საბოლოოდ დაადასტურეს, რომ "ცარიელი" სივრცე ცარიელი არ არის შესაძლოა, მეცნიერებმა საბოლოოდ დაადასტურეს, რომ "ცარიელი" სივრცე ცარიელი არ არის
გადახედვა
-
ლევან ხაბეიშვილი: "ამოდენა შეტლიკინებას" ნუ დაუკარგავთ, ირაკლი ღარიბაშვილი უპირისპირდება ბიძინას და ჩვენ რას ველოდებით? ლევან ხაბეიშვილი: "ამოდენა შეტლიკინებას" ნუ დაუკარგავთ, ირაკლი ღარიბაშვილი უპირისპირდება ბიძინას და ჩვენ რას ველოდებით?
გადახედვა
-
კინოცენტრი რეჟისორ უტა ბერიას ბრალდებებს განცხადებით ეხმაურება — დეტალები კინოცენტრი რეჟისორ უტა ბერიას ბრალდებებს განცხადებით ეხმაურება — დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
-
ცენტრალურ აფრიკაში, კამერუნის საზღვართან ოქროს მაღაროს ჩამონგრევას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა ცენტრალურ აფრიკაში, კამერუნის საზღვართან ოქროს მაღაროს ჩამონგრევას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
-
OpenAI-მ მოზარდებისთვის სპეციალური ChatGPT გამოუშვა OpenAI-მ მოზარდებისთვის სპეციალური ChatGPT გამოუშვა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა CNN-ს აშშ-ის სასამართლოში უჩივლა აზერბაიჯანმა CNN-ს აშშ-ის სასამართლოში უჩივლა
გადახედვა
-
დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა
გადახედვა
-
ასტრონომებმა უსწრაფესი ვარსკვლავი დააფიქსირეს — 25 000 კილომეტრი წამში ასტრონომებმა უსწრაფესი ვარსკვლავი დააფიქსირეს — 25 000 კილომეტრი წამში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
-
3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს 3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს
გადახედვა
-
4 ლემური ადამიანის ჰერპესვირუსით მოკვდა — ერთ-ერთი იოგის გაკვეთილებში მონაწილეობდა 4 ლემური ადამიანის ჰერპესვირუსით მოკვდა — ერთ-ერთი იოგის გაკვეთილებში მონაწილეობდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს
გადახედვა
-
რომელი პროფესიის ადამიანებშია რადიაციით გამოწვეული სიმსივნე ყველაზე ხშირი? — კვლევა რომელი პროფესიის ადამიანებშია რადიაციით გამოწვეული სიმსივნე ყველაზე ხშირი? — კვლევა
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი საზაფხულო სასმელი ხარ? ქვიზი: რომელი საზაფხულო სასმელი ხარ?
-
როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია
-
"მიწა, რომელიც მე შევიძინე, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა" — განათლების მინისტრი "გურიის მოამბეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს "მიწა, რომელიც მე შევიძინე, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა" — განათლების მინისტრი "გურიის მოამბეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
სუხიშვილების კონცერტი ქუთაისში — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი სუხიშვილების კონცერტი ქუთაისში — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
მათიკაშვილი: ერეკლე II-მ გააფორმა ის ჭკვიანური ტრაქტატი, რომლითაც, საქართველომ ფიზიკური გადარჩენა შეძლო მათიკაშვილი: ერეკლე II-მ გააფორმა ის ჭკვიანური ტრაქტატი, რომლითაც, საქართველომ ფიზიკური გადარჩენა შეძლო
გადახედვა
კომენტარები