ლგბტ პირების პრობლემები საქართველოსა და სომხეთში
ფოტო: Getty Images
დისკრიმინაცია სამსახურში, ქუჩაში, ოჯახში და საპატიმროშიც კი, შეზღუდული გამოხატვის თავისუფლება და პრობლემები დოკუმენტაციის აღებისას - ეს არის ის ძირითადი პრობლემები, რასაც ლგბტ (ლესბი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი) პირები საქართველოში აწყდებიან. მსგავსი პრობლემები აქვთ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს მეზობელ სომხეთშიც.
აღნიშნული პრობლემები თავმოყრილია რამდენიმე ორგანიზაციის მიერ მომზადებულ კვლევაში, რომელიც 2 ივნისს გამოქვეყნდა.
ჰაინრიხ ბიოლის ფონდმა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით 3 წლიანი პროექტი დაიწყო, რომელიც საქართველოსა და სომხეთში ჰომოფობიური განწყობების გაქრობას, მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებასა და ლგბტ ადამიანების საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვან ჩართვას ისახავს მიზნად.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა არაერთი კვლევა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა სექსუალური ორიენტაციის ნიშნით განსხვავებული ადამიანების თანასწორ უფლებებს არ აღიარებს.
ერთ-ერთი კვლევის ავტორია ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი(WISG). კვლევის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 2 000 ადამიანი გამოიკითხა.
ამ კვლევის გამოყენებით მთავრობას ვეტყვით, რომ ქვეყანაში ჰომოფობიის პრობლემა მართლაც გვაქვს
გამოკითხულთა 66,4%-ს სურს, რომ ლგბტ ადამიანებს საჯარო შეკრების და გამოხატვის უფლება კანონით შეეზღუდოს;
ხშირ შემთხვევებში ლგბტ პირებს იძულებულს ხდიან, სამსახური საკუთარი ნებით დატოვონ;
საქართველოში გამოკითხული მოქალაქეების 67,3% თვლის, რომ ჰომოსექსუალებს ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობის უფლება არ უნდა ჰქონდეთ, რის მიზეზადაც ხშირად გეების და პედოფილების ერთმანეთთან ასოციაცია სახელდება.
გამოკითხული მოქალაქეების ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ ლგბტ პირების უფლებები დაცული უნდა იყოს, თუმცა მათსავე უფლებების განხორციელებას პროპაგანდად აღიქვამს.
პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოში გამოკითხულთა 70% ამაზრზენად მიიჩნევს ლგბტ ადამიანებს, სომხეთში კი მოსახლეობის 90% მიიჩნევს რომ მათი ურთიერთობა კანონით უნდა აიკრძალოს.
"საქართველოსა და სომხეთს, ისეთ უარყოფით კონტექსტში, როგორიცაა ჰომოფობია, ბევრი საერთო აქვს" - ამ სიტყვებით დაიწყო პროექტის ლგბტ სოლიდარობის ქსელი სომხეთსა და საქართველოში პრეზენტაცია მამიკონ ოვსეპიანმა, რომელიც სომხეთში არასამთავრობო ორგანიზაციის საჯარო ინფორმირება და ცოდნის აუცილებლობის (PINK) წარმომადგენელია.
ოვსეპიანის თქმით, სომხურ მედიაში სიძულვილის ენა ყოველდღიურად იზრდება, მათ შორის სოციალურ მედიაში:
"10-მა ადამიანმა ცისარტყელას ფერების დროშასთან ფოტო გადავიღეთ და დავაწერეთ, რომ სრულფასოვანი საზოგადოების წევრები ვართ, რის შემდეგაც ფეისბუქსა და სხვა საიტებზე გვლანძღეს, ჩვენს მიმართ სიძულვილის ენა გამოიყენა ერთ-ერთმა ადგილობრივმა გაზეთმაც, რომელმაც მოგვიანებით სომხეთის პრეზიდენტისგან ჯილდო მიიღო".
ოვსეპიანის თქმით, მას შემდეგ რაც ევროკავშირმა მათ მხარდამჭერა გამოუცხადა, სომხეთში პრორუსი ძალები გამოვიდნენ და საჯაროდ დაწვეს მათი დროშა.
ორგანიზაცია ლგბტ საქართველოს წარმომადგენელმა ბექა გაბადაძემ On.ge-ს უთხრა, რომ აღნიშნული კვლევა მათ მთავრობის მიმართ საკითხების წამოჭრისა და მათ გადაწყვეტაში დაეხმარებათ:
"საქართველოში ეს არის პირველი კვლევა, რომელიც ასეთი სრულმასშტაბიანია, მისი მიგნებები უპრეცედენტოა და ჩემთვის მართლაც უმნიშვნელოვანესია. პირველ რიგში იმიტომ, რომ მთავრობის წარმომადგენელთან ან ჩვეულებრივ ადამიანთან საუბრისას, შემიძლია ვთქვა, რომ აი არის კვლევა და აი არის ჰომოფობია. ამ კვლევის გამოყენებით მთავრობას ვეტყვით, რომ პრობლემა მართლაც გვაქვს. სიტუაციის შეფასების შემდეგ კი შემიძლია მას რაღაც პოლიტიკა შევაცვლევინო. ამიტომ არის ჩემთვის ეს კვლევა მნიშვნელოვანი.აქამდე ერთი კვლევა იყო კავკასიის ბარომეტრის მიერ ჩატარებული და იქ ძალიან ზერელედ იყო რაღაცეები მიმოხილული და ახლა არის სრული მონაცემები".
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძემ პროექტისა და კვლევის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ იგეგმება პროკურატურის თანამშრომლებისა და მოსამართლეების გადამზადება სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის გამოძიებისას ან ამავე თემაზე გადაწყვეტილების მიღების თაობაზე.
სოფო ჯაფარიძემ On.ge-ს კითხვებსაც უპასუხა იმის თაობაზე, თუ რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს მთავრობა პრობლემის მოსაგვარებლად:
"ამ კვლევის საფუძველზე ძირითადად 3 რეკომენდაცია იყო ჩვენი მისამართით გაჟღერებული:
- პირველი რეკომენდაცია მოითხოვს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმაში ცალკე თავი იყოს დათმობილი ლგბტ ადამიანების უფლებათა დაცვის მდგომარეობის თვალსაზრისით, თუმცა მე არ ვთვლი რომ ამ მხრივ პრობლემა არსებობს, რადგან სამოქმედო გეგმა ამ მიმართულებით კონკრეტულ დებულებებს შეიცავს;
- მეორე რეკომენდაცია ისაა, რომ საჯარო პირების მხრიდან საჯარო სივრცეში აღმოიფხვრას ჰომოფობიური განცხადებები და სიძულვილის ენა, ამ მიმართულებითაც ჩვენ გვაქვს სამოქმედო გეგმა, რომელიც 2016-2017 წლებში განხორციელდება. გეგმა გულისხმობს კანონში ცვლილებებსა და საჯარო უწყებებში ეთიკის კოდექსის შემოტანას;
- მესამე იყო ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელება, ამ თვალსაზრისით კი მნიშვნელოვანია რომ პარლამენტმა კანონში დაგეგმილი ცვლილებები დროულად მიიღოს".
პროექტის პარტნიორები არიან ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) საქართველოში და საზოგადოება ძალადობის გარეშე (SWV) და საჯარო ინფორმირება და ცოდნის აუცილებლობა (PINK) სომხეთში. პროექტი 3-წლიანია და 2017 წელს დასრულდება.
კვლევის ერთ-ერთი ავტორის ანა ნემსიწვერიძე-დანიელსის თქმით, საქართველოში ჰომოფობიის დასამარცხებლად იგეგმება სოციალური კამპანიები, იქნება რეკლამები, დისკუსიები და დოკუმენტური ფილმი, რომელიც საქართველოს და სომხეთს შეადარებს ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვის მიხედვით, ამის გარდა იგეგმება ჟურნალისტებისთვის ტრენინგი სომხეთში, რომელიც მედიის წარმომადგენლებს ლგბტ საკითხების ეფექტიანად გაშუქებაში დაეხმარება.
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
-
რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება
გადახედვა
-
სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები
გადახედვა
-
გიორგი კაკაურიძე განმარტავს, ხელფასის რამდენლარიან მატებას უნდა ელოდონ მასწავლებლები გიორგი კაკაურიძე განმარტავს, ხელფასის რამდენლარიან მატებას უნდა ელოდონ მასწავლებლები
გადახედვა
-
რა უპირატესობები აქვს მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას? რა უპირატესობები აქვს მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას?
-
Victoria’s Secret-ის შოუ ახლოვდება — ყველაფერი, რაც ვიცით Victoria’s Secret-ის შოუ ახლოვდება — ყველაფერი, რაც ვიცით
გადახედვა
-
Gemini-ს ალტერნატივა გამოუჩნდა? — Claude-ს ამიერიდან უშუალოდ Google-ის სერვისებშიც გამოიყენებთ Gemini-ს ალტერნატივა გამოუჩნდა? — Claude-ს ამიერიდან უშუალოდ Google-ის სერვისებშიც გამოიყენებთ
გადახედვა
-
Anthropic-ს 10 000-ზე მეტი ინჟინრის გადამზადება სურს — ამისათვის იგი $100 მილიონს გამოყოფს Anthropic-ს 10 000-ზე მეტი ინჟინრის გადამზადება სურს — ამისათვის იგი $100 მილიონს გამოყოფს
გადახედვა
-
გომბორის გზაზე კლდის ჩამოშლის გამო ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა გომბორის გზაზე კლდის ჩამოშლის გამო ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
გადახედვა
-
გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს
გადახედვა

კომენტარები