ალეკო ელისაშვილი

22 Sep. 2022, 17:48

მეც და ალბათ მთელ საქართველოს გვაქვს ასეთი კითხვა — თქვენ ხომ არ იცით, ვინ არის ის ადამიანი, ვინ გადაწყვიტა, რომ ის სპორტის სასახლე მაინცდამაინც იმ ადგილას უნდა აშენებულიყო? ვინ არის ის უგუნური ადამიანი, ჩემი აზრით?! იმიტომ, რომ 360° არის სასაფლაოების გარემოცვაში ის სპორტის სასახლე. ევრობასკეტის მატჩები ქუჩის მარცხენა მხარეს რომ მიმდინარეობდა, მარჯვენა მხარეს მიცვალებულებს კრძალავდნენ და სამგლოვიარო პროცესიები დადიოდა.

იმას რომ თავი დავანებოთ, რომ ეს იყო აბსოლუტური ოროსნობა ურბანული თვალსაზრისით — ერთი ვიწრო სატრანსპორტო არტერია აკავშირებს ამ სპორტის სასახლეს ქალაქთან, ეს არის უნივერსიტეტის ქუჩა, რომელიც, რა თქმა უნდა, გადაიტვირთებოდა, როგორც კი მატჩი იქნებოდა და გადაიტვირთა კიდეც და ჯოჯოხეთი იყო მატჩზე მისვლა. იმას რომ თავი დავანებოთ, რომ ვენტილაციის სისტემა არ არსებობდა და ზედა იარუსებზე კინაღამ დაიხრჩო ხალხი უჰაერობით. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
  2. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  3. შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
  4. გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
  5. თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს

ჩვენ მიერ დღის განმავლობაში მიღებული კალორიების გადამუშავება და გამოყენება გენებზე იმაზე მეტადაა დამოკიდებული, ვიდრე…