რა ეტაპზეა უკრაინის კონტრშეტევა და რა ხდება ხერსონში
ფოტო: Gleb Garanich/Reuters
სამხრეთით ბრძოლა გრძელდება — უკრაინული მედიის ცნობით, 2 სექტემბრის დილას ოკუპირებულ ხერსონში, სულ მცირე, 6 აფეთქების ხმა იყო.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 29 აგვისტოს სამხრეთის მიმართულებით უკრაინა შეტევაზე გადავიდა და ხერსონის რეგიონში შეიარაღებულმა ძალებმა რუსების თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს.
- ხერსონი რუსეთისთვის მნიშვნელოვანი რეგიონია, რადგან სწორედ ამ ტერიტორიის დახმარებით ოკუპირებული ყირიმიდან საბრძოლო იარაღისა და პერსონალის მიწოდებას ახდენს.
- რუსეთი ომის დაწყებიდან აქტიურად უტევდა ხერსონის რეგიონს. მტრის ჯარები ქალაქში პირველ მარტს შეიჭრნენ, თუმცა საკრებულოს დაკავება 25 აპრილამდე ვერ შეძლეს.
- ხერსონის მოსახლეობა მასობრივ აქციებს აწყობდა და ოკუპაციას აპროტესტებდა. ხელისუფლების ინფორმაციით, რეგიონში ახლა მოსახლეობის 40-50%-ია დარჩენილი.
- დიდი ბრიტანეთის დაზვერვა აცხადებს, რომ ხერსონის დაკარგვა ძირს უთხრის რუსეთის მცდელობებს, ომი წარმატებულად წარმოაჩინოს.
რა ხდება ამ დროისთვის: უკრაინა აცხადებს, რომ მათი კონტრშეტევის დაწყების შემდეგ, ხერსონში ოკუპანტებმა "მნიშვნელოვანი დანაკარგები" განიცადეს.
- "ადამიანური ძალის დანაკარგი ათეულიდან ასეულამდე გაიზარდა. დამწვარია აღჭურვილობაც", — განაცხადა სამხრეთში უკრაინის ჯარის სპიკერმა.
- "შესაბამისად, ჩვენი წარმატებები საკმაოდ დამაჯერებელია. ვფიქრობ, ძალიან მალე პოზიტიური ინფორმაციის გავავრცელებთ", — თქვა მან.
- სამხრეთის ოპერატიული სარდლობის თანახმად, მიმდინარე სამიზნეებს შორისაა მდინარე დნიპროსთან სამი მნიშვნელოვანი ხიდი, ანტონივსკი, კახოვსკი და დარიივკსი.
თავდასხმებს არ წყვეტს რუსეთი — უკრაინული ძალები ცდილობენ ოკუპანტებს მდინარის ჩრდილოეთით მათი ქვედანაყოფების მომარაგებაში ხელი შეუშალონ.
- თუმცა, საოკუპაციო ძალები, ფრონტის ხაზის მიღმა, რომელიც, დაახლოებით, ხერსონის ჩრდილოეთ საზღვარზე გადის, უკრაინული დასახლებების დაბომბვას აგრძელებენ.
- უკრაინსკა პრავდა წერს, რომ ოკუპანტებს კვლავ აქვთ ხერსონის რეგიონში ფსევდო რეფერენდუმის ჩატარების გეგმა და აგრძელებენ ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებზე თავდასხმას.
- მათი ცნობით, ხერსონში მთელი ღამე იყო აფეთქებები — მძიმე ბრძოლები გრძელდება კახოვკასა და ბერისლავის რაიონებში, მათ შორის, რამდენიმე დასახლება განადგურების პირასაა.
ბოლო ორი დღე: პირველ სექტემბერს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კახოვკას ხიდს დაარტყეს და ოკუპანტებს ახალი გადასასვლელის გაკეთების საშუალება არ მისცეს.
-
მხოლოდ ერთ დღეში უკრაინელმა დამცველებმა 33 რუსი მოკლეს, გაანადგურეს 4 ტანკი, 3 ჰაუბიცა, 4 ჯავშანმანქანა და საბრძოლო მასალის საწყობი;
- უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, ოპერაცია გეგმის მიხედვით მიდის — მისი თქმით, მართალია უკრაინას ხერსონი ჯერ არ დაუბრუნებია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სამხრეთის მიმართულებით შეტევა შეჩერდა ან ჩავარდა;
- მისი თქმით, უკრაინელი სამხედროები სისტემატურად ანადგურებენ საწყობებსა და იარაღებს.
რას ამბობენ ექსპერტები: აშშ-ის საჰაერო ძალების წარმომადგენლის, ჯასტინ კონელის შეფასებით, ამ კონტრშეტევით დროთა განმავლობაში ისეთი ოპერაცია ფორმირდება, რომელიც მიმართული იქნება რუსული ძალებისა შესუსტებაზე.
- უკრაინის ყოფილი თავდაცვის მინისტრი ანდრეი ზაგოროდნიუკი The Washington Post-თან ამბობს, რომ კონტრშეტევას იმდენი დრო უნდა დასჭირდეს, რამდენიც საჭიროა;
- "არავის არ დააჩქარებს მას მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხი რაღაც დრამატულსა და ამაღელვებელს ელოდება. ისინი ამას ფრთხილად გააკეთებენ, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება".
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო? ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო?
გადახედვა
-
სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა
გადახედვა
-
უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო
გადახედვა
-
მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, კლუნების ფონდ მიმართოს, რომ ლონდონის სანქციებისგან დაიცვან მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, კლუნების ფონდ მიმართოს, რომ ლონდონის სანქციებისგან დაიცვან
გადახედვა
-
იოსებ სიგუა: ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ იოსებ სიგუა: ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ
გადახედვა
-
ტვინის კონფიდენციალურობა შეიძლება წარსულს ჩაბარდეს — AI "აზრების წაკითხვას" სწავლობს ტვინის კონფიდენციალურობა შეიძლება წარსულს ჩაბარდეს — AI "აზრების წაკითხვას" სწავლობს
გადახედვა
-
10 ფილმი, რომლებსაც ოქტომბერში უნდა უყურო 10 ფილმი, რომლებსაც ოქტომბერში უნდა უყურო
გადახედვა
-
მასწავლებლის ეროვნული პრემია — რამდენს დახარჯავს განათლების სამინისტრო მასწავლებლის დღის ღონისძიებისთვის? მასწავლებლის ეროვნული პრემია — რამდენს დახარჯავს განათლების სამინისტრო მასწავლებლის დღის ღონისძიებისთვის?
გადახედვა
-
მარია ზახაროვა: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ყელში ძვალივით ეჩხირება ბევრ არარეგიონულ მოთამაშეს მარია ზახაროვა: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ყელში ძვალივით ეჩხირება ბევრ არარეგიონულ მოთამაშეს
გადახედვა
კომენტარები