მარსზე უცნაური მწვანე კლდეები აღმოაჩინეს — რას ნიშნავს ეს
მარსის Perseverance-მა წითელ პლანეტაზე აღმოაჩინა კლდეები, რომლებიც ჰავაის პლაჟებისას ჰგავს. მომწვანო ქანები შენიშნეს ჯეზეროში, 45 კმ სიგანის კრატერში, რომელიც ითვლება რომ უძველესი ტბა უნდა ყოფილიყო. ასობით მკვლევარმა გააანალიზა Perseverance-ის მიერ შეგროვებული მონაცემები და ახლა ისინი ამტკიცებენ, რომ შესაძლოა წითელი პლანეტა არ იყოს ისეთი წითელი, როგორც ჩვენ აქამდე გვეგონა.
მარსს წითელ პლანეტას ვეძახით, რადგან მისი ქანების უმეტესი ნაწილი წითელი ფერისაა. ქანები შეიცავენ რკინას, რომელიც ჟანგდება და მოწითალო ფერის ხდება, ისევე, როგორც დედამიწაზე ნებისმიერი რკინის ობიექტის შემთხვევაში თუ ის ჟანგდება და დიდხანს იქნება გარეთ. გასაკვირია, რომ ჯეზეროს კრატერში ნაპოვნი ქანების მნიშვნელოვანი ნაწილი განსხვავდება მარსის ზედაპირზე აღმოჩენილი სხვა ქანებისგან.
Perseverance-მა კრატერში დიდი ზომის ოლივინის მარცვლებისგან შემდგარი ვულკანური ქანების არსებობა დაადასტურა. დედამიწის ბევრ პლაჟს მომწვანო ფერი აქვს და ეს ოლივინის არსებობის გამო — მინერალი, რომელიც უხვად გვხვდება დედამიწის მანტიაში და მონაწილეობს ძვირფასი ქვების ფორმირებაში. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? მარსზე ოლივინით მდიდარი ქანების არსებობამ შეიძლება გვითხრას პასუხი ისეთ კითხვებზე, როგორიცაა იყო თუ არა მარსზე ოდესმე სიცოცხლე.
მწვანე კლდეები ბევრ რამეს გვთავაზობს
მკვლევრები თვლიან, რომ წითელ პლანეტაზე აღმოჩენილი ვულკანური ქანები დაახლოებით ოთხი მილიარდი წლის წინ ჩამოყალიბდა. საინტერესოა, რომ კონკრეტულ კლდეებს აქვთ ისეთივე თვისებები, როგორიც იყო ცეცხლოვანი ქანების თვისებები, რომლებიც არსებობდა დედამიწაზე ადრეულ დღეებში. პლანეტის უძველესი გარემოს შესასწავლად მეცნიერებს სჭირდებათ კლდის ნიმუშები პლანეტის ჩამოყალიბების დროიდან.
"ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ არ გვაქვს კარგად გააზრებული, სად და როდის გაჩნდა სიცოცხლე დედამიწაზე, არის ის, რომ ეს კლდეები ძირითადად უკვე აღარ არსებობს. ამიტომ ძნელია აღადგინო როგორი იყო უძველესი გარემო დედამიწაზე", — თქვა დოქტორმა ბრიონი ჰორგანმა, პერდუს უნივერსიტეტის დედამიწის, ატმოსფერული და პლანეტარული მეცნიერებების დეპარტამენტის ერთ-ერთმა ავტორმა და ასოცირებულმა პროფესორმა.
ითვლება, რომ მარსი 4,6 მილიარდი წლისაა და ოლივინით მდიდარი ცეცხლოვანი ქანების სახით, Perseverance-მა დააფიქსირა უძველესი ლავის ნიმუშების მდებარეობა, რომელიც საჭიროა პლანეტის უძველესი გარემოს შესასწავლად.
თუმცა, მინერალი განიხილებოდა მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით. აქამდე მკვლევრები არ იყვნენ დარწმუნებული ჯეზეროს კრატერში ოლივინის არსებობაში.
არსებობს დიდი შესაძლებლობა, რომ როვერის მონაცემების შესწავლითა და დედამიწაზე კლდეების შედარებით, მეცნიერებმა საბოლოოდ გაარკვიონ, არსებობდა თუ არა სიცოცხლე წითელ პლანეტაზე. უფრო მეტიც, რადგან უძველესი ვულკანური ქანები ისეთივე ძველია, როგორც ჩვენი მზის სისტემა, მათ ასევე შეუძლიათ ნათელი მოჰფინონ დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობას და იმას, თუ როგორ უნდა განვაგრძოთ სხვა პლანეტებზე სიცოცხლის ნიშნების ძიება.
Perseverance-ის დაკვირვებების ანალიზი გამოქვეყნებულია ჟურნალებში Science Advances-სა და Science-ზე.
კომენტარები