კანის კინოფესტივალი: მერაბ ნინიძე და ქართულ კინოზე შეყვარებული ამერიკელი ჟურნალისტი
ფოტო: On.ge
18 მაისი კანში არც თუ ისე სახარბიელოდ დაიწყო, მზისა და ვარდების ქალაქში მოღრუბლული ამინდი დაგვიდგა, თუმცა ამას ხელი არავისთვის შეუშლია, რომ დილის შვიდი საათიდან კინოთეატრთან მისულიყო და გრძელ, დამქანცველ რიგში ჩამდგარიყო.
არ გეგონოთ, რომ ეს რიგი ცუდია, პირიქით, ჩემთვის ფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილი გახდა. გავიცანი ფრანგი, ამერიკელი, შვედი, იტალიელი, უკრაინელი და ინდოელი ჟურნალისტები.
რებეკა ფორდი გავლენიანი ამერიკული გამოცემა Hollywood Reporter-ის ჟურნალისტია, რომელიც საქართველოში არ ყოფილა, თუმცა გვითხრა, რომ ჩვენი ფილმები ძალიან უყვარს. ისევე როგორც ნახევარი მსოფლიო, რებეკაც აღფრთოვანებული ყოფილა ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმით ჩემი ბედნიერი ოჯახი და თქვა, რომ იმ შემთხვევაში თუ ფილმი საქართველოს სახელით ოსკარზე გაიგზავნება, დიდი შანსი ექნება ოქროს ქანდაკებით დაბრუნდეს სახლში. ვნახოთ, იმედი ვიქონიოთ რომ რებეკა კარგი წინასწარმეტყველური უნარით არის დაჯილდოებული.
ჩემს ფეტიშს ოთხასკილომეტრიან რიგში დგომასთან დაკავშირებით ისიც ამართლებს, რომ თუ გამომლაპარაკებელი ვერ ნახე, მსოფლიოს თითქმის ყველა გავლენიანი გამოცემა შენზე ზრუნავს, პრომო გოგოები და ბიჭები დადიან და Hollywood Reporter-ის, Variety-სა და სხვა ცნობილი კინოგამოცემების ახალ ნომრებს გთავაზობენ. რაც, მართალია, შენს ჩანთას ძალიან ამძიმებს, მაგრამ უკმაყოფილო სახე მაინც არ გაქვს.
დღეს პირველი ტოდ ჰაინესის ფილმი Wonderstruck ვნახე, თუმცა ზვიაგინცევის გუშინდელი არაჩვეულებრივი ფილმის შემდეგ ფესტივალი თუ ასეთ კრახს განიცდიდა არ მეგონა.
ტოდ ჰაინესის ფილმი ორი მოზარდის ცხოვრებაზე მოგვითხრობს. ერთ-ერთი დაბადებიდან სმენადაქვეითებულია, მეორეს კი სმენა უბედური შემთხვევის შემდეგ აქვს დაკარგული. როგორც წესი, რეჟისორები ნიუ-იორკს ახალი ცხოვრების დაწყებისთვის ყველაზე იდეალურ ადგილად გვიხატავენ ხოლმე, თუმცა ამ შემთხვევაში ოცნების ქალაქი წარსულის ძებნისა და ორი მისტიკური ისტორიის თვითმხილველი ხდება, რომლებიც სხვადასხვა ეპოქაში ხდებოდა, თუმცა ისინი ერთმანეთის განუყოფელი ნაწილია.
არ მიყვარს როცა ევროპული ფილმი ცდილობს ამერიკულს დაემსგავსოს და პირიქით. ზემოთ ხსენებული კინოსურათი კი სადღაც შუაშია გაჭედილი და ვერ გაურკვევია რა უნდა. სიუჟეტი ერთმანეთში ისეა აზელილი, რომ ჯულიანა მურის კარგი თამაშიც კი ვერ წონის რეჟისორის მცდელობას გადაიღოს ფილმი პრინციპით - "ამერიკული ფილმი, ოღონდ ძაან მინდა რო ევროპულს ჰგავდეს".
სამაგიეროდ სეანსის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჯულიანა მურისა და მიშელ უილიამსის ხილვა ერთი სიამოვნება იყო. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ არც ერთი მათგანი გაჩერდა ჟურნალისტებთან და თვალის დახამხამებაში გაქრნენ.
სეანსიდან სეანსამდე ამოსუნთქვისთვის დაახლოებით 2-3 საათი გაქვს. რისი გაკეთება შეგიძლია ამ დროის განმავლობაში? უამრავი რამის. მაგალითად შეგიძლია ლაჟვარდოვან სანაპიროზე ჩახვიდე, მზეს მიეფიცხო და ქვიშიან პლიაჟზე ინებივრო. შემდეგ ადგე, ბულვარს გაუყვე და ზღვის ულამაზესი ხედებით დატკბე.
თუ გასვლა არსად გინდა და დასვენება ფესტივალის ტერიტორიაზე გირჩევნია, კანში არც ამის პრობლემა შეგექმნება, იმ შემთხვევაში თუ აკრედიტაცია გავლილი გაქვს, ვერანდაზე გასვლა, მოწევა და უფასო ყავის მირთმევა შეგიძლია. თუმცა ყველაზე დიდი ქოთქოთი მაინც პრესის ოთახშია, სადაც რამდენიმე ათეული ჟურნალისტი რედაქციაში მასალას აგზავნის.
ჰეინესის შემდეგ დებიუსის დარბაზში უნგრელი რეჟისორის, კორნელი მუნდრუცუს ფილმი იუპიტერის მთვარე აჩვენეს. ფილმში მთავარ როლს ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე ასრულებს.
უნგრული ფილმი საკმაოდ მნიშვნელოვან და პრობლემურ, სირიელი მიგრანტების თემას ეხებოდა. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ვერ ვიტან როდესაც ევროპელი რეჟისორი ცდილობს საკუთარი ფილმი ამერიკულ ბლოკბასტერს დაამსგავსოს. ეს ყველაფერი საბოლოოდ იწვევს იმას, რაც მუნდრუცუს დაემართა, არასდროს არაფერი მინახავს მისი გადაღებული და ძალიან ვწუხვარ, რომ ამ ფილმით გავიცანი, რადგან მომავალში ახლოსაც არ გავეკარები.
სპეცეფექტებისა და ერთმანეთში არეული ხუთასოცდაჩვიდმეტი თემით, უნგრული ფილმი ჯერ-ჯერობით საკონკურსო სექციის ყველაზე სუსტი ნამუშევარია.
იუპიტერის მთვარეში ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი დაფრინავს და სასწაულებს სჩადის, შესაძლოა ფრენა, როგორც თავისუფლების სიმბოლო, რეჟისორმა სირიელი ლტოლვილების ერთადერთ ოცნებად წარმოაჩინა, რომლებსაც საზღვარზე გადასვლა და ერთადერთი სურვილი აქვთ - ფრის გასინჯვა. თუმცა მიგრანტების თემას ფილმში სხვა ყველაფერი წონის და საბოლოოდ ვიღებთ პროდუქტს, რომლის გასაკეთებლადაც კარგი მასალა გვაქვს, მაგრამ მარილის მოყრა დაგვავიწყდა. სამწუხაროდ სეანსიდან გამოსვლის შემდეგ ყველაფერი გახსოვს გარდა ფილმის იდეისა, თუ მსგავსი რამ საერთოდ გააჩნდა მას. ამას მოწმობს ისიც, რომ ტიტრების დროს დებიუსის დარბაზში უარყოფითი შეძახილები გაისმა.
მართალია ფილმი ცუდი გამოვიდა, მაგრამ ქართველებს ნამდვილად საამაყოდ გვაქვს საქმე, მერაბ ნინიძე თავის როლს შეუდარებლად ასრულებდა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს მუნდრუცუს ახალი ფილმის ერთადერთი პლიუსია.
რაც შეეხება 19 მაისს, დღეს ბევრი გეგმა მაქვს შესასრულებელი - დილის 07:30 საათზე უკვე კინოთეატრში ვიყავი, შემდეგ ტილდა სუინტონისა და ჯეიკ ჯილენჰოლის პრესკონფერენციას დავესწარი, ამის შემდეგ მერაბ ნინიძე უნდა ვნახო, შუალედში შევეცდები მოვასწრო ჭამა, მზეზე ნებივრობა, კრუაზეტეს ბულვარში მუხლის გაშლა, კოლეგა ჟურნალისტებთან ჭორაობა და მომდევნო სეანსზე შესასვლელად რიგის დაკავება. კანის კინოფესტივალი გლეხი ჟურნალისტებისთვის ხომ რიგიდან რიგამდე გრძელდება.
-
NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე
გადახედვა
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით
გადახედვა
-
იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა
გადახედვა
-
ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
გადახედვა
-
მაკო არაბული აცხადებს, რომ 7-წლიანი სამსახურის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს მაკო არაბული აცხადებს, რომ 7-წლიანი სამსახურის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს
გადახედვა
-
აბიტურიენტების "მეორად ჩარიცხვებზე" მიღება კიდევ ერთხელ გამოცხადდა აბიტურიენტების "მეორად ჩარიცხვებზე" მიღება კიდევ ერთხელ გამოცხადდა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია
-
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს




კომენტარები