ჩინეთი-საქართველო: ახლოს, როგორც არასდროს
ფოტო: Citizen Journalist
შვეიცარიის შემდეგ, საქართველო მეორე ევროპული ქვეყანა გახდა, რომელთანაც ჩინეთმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ (FTA) ხელშეკრულება გააფორმა.
მოლაპარაკება ორ ქვეყანას შორის 2015 წლის მარტში დაიწყო და ბოლო, 7 თვიანი ინტენსიური დიალოგის შემდეგ, საბოლოო შეთანხმება 13 მაისს პეკინში გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი ჩინეთის კომერციის მინისტრმა, ჟონგ შანგმა და საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი გახარიამ მოაწერეს.
საქართველოს მთავრობის განცხადებით, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ჩინეთთან (მოიცავს ასევე ჰონგკონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რაიონს) ქართული ექსპორტისთვის მსოფლიოს უმსხვილეს ბაზარს ხსნის, რომელიც 1 373 მილიარდ მომხმარებელს აერთიანებს. საბაჟო გადასახადისგან, ქართული საექსპორტო პროდუქციის, დაახლოებით 94 პროცენტი თავისუფლდება.
მათ შორის: ღვინო, ლუდი, მინერალური წყლები, წვენები, თხილი, თაფლი, ჯემები, ჩაი, თევზი და ზღვის პროდუქტები, ხილი, ბოსტნეული, შოკოლადის ნაწარმი, მარცვლეული, სამკურნალო საშუალებები, აზოტოვანი და მინერალური სასუქები, ფეროსილიკომანგანუმი, ლოკომოტივები, კაბელები, პლასტმასის პროდუქცია და სხვა. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) აღმასრულებელი დირექტორი ნინო ევგენიძე ამბობს:
ეს იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა კიდევ უფრო კონკურენტიანი გახდეს, ასევე იძლევა, სექტორების მიხედვით, ეკონომიკის დივერსიფიცირების საშუალებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ექსპორტის ზრდისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის
„ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერა. ეს იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა კიდევ უფრო კონკურენტიანი გახდეს, ასევე იძლევა, სექტორების მიხედვით, ეკონომიკის დივერსიფიცირების საშუალებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ექსპორტის ზრდისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის.“
საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის, 2017 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით, ჩინეთი ექსპორტის მიხედვით მესამე ადგილზეა, რუსეთისა და თურქეთის შემდეგ; ხოლო, იმპორტის მიხედვით, მეოთხე ადგილზე, თურქეთი-რუსეთი-აზერბაიჯანის ტრიოს უკან.
თუ 2012 წელს, ჩინეთში მხოლოდ 25 მილიონ 674 ათასი აშშ დოლარის ქართული საექსპორტო პროდუქცია შევიდა, უკვე 2016 წელს, ამ რიცხვმა 169 მილიონ 586 ათასი დოლარი შეადგინა, ანუ ექსპორტი თითქმის, შვიდჯერ გაიზარდა.
საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ აქცენტს ღვინოზე აკეთებს, 2017 წლის იანვარ აპრილში, ჩინეთში 2 391 981 ბოთლი ქართული ღვინო გაიყიდა, რაც 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით - 207 პროცენტით მეტია.
ამ მაჩვენებლით ჩინურმა ბაზარმა უკვე გადაასწრო ისეთ ტრადიციულ ღვინის ბაზრებს, როგორებიც უკრაინა-პოლონეთია და რუსეთის შემდეგ (11 076 015 ბოთლი) მეორე ადგილზეა.
ჩინური იმპორტის ბუმი კი საქართველოში 2011 წლიდან - 527 მილიონიდან დაიწყო, პიკს 2014 წელს მიაღწია - 733 მილიონი და 2016 წელს - 547 მილიონ დოლარამდე შემცირდა.
რაც შეეხება პირდაპირ ინვესტიციებს ჩინეთიდან: აქაც საუკეთესო მაჩვენებელი 2014 წელს დაფიქსირდა - 218 მილიონი დოლარი, რასაც მომდევნო წლებში მკვეთრი კლება მოჰყვა და 2016 წელს - სულ 27 მილიონი დოლარი შეადგინა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორის, გიორგი ღაღანიძის აზრით, საქართველოს საექსპორტო პოტენციალის შეზღუდულობიდან და ერთგვაროვნებიდან გამომდინარე, ჩინეთის ბაზრისკენ გარღვევის მოლოდინი არასწორია:
„ევროკავშირთან სანამ გავაფორმებდით DCFTA-ს შედგა სერიოზული კვლევები, რომლებმაც აჩვენა, რომ უცებ ევროკავშირის ბაზარზე ჩვენ ექსპორტს ვერ გავზრდით. ეს ასეც მოხდა. მაშინაც, როგორც ახლა საუბარი იყო, რომ ეს პოტენციალი უნდა გამოგვეყენებინა.
ის, რომ ჩინეთს საქართველოსთან FTA-ს გაფორმების სურვილი გაუჩნდა აიხსნება სწორედ პოტენციალით, პეკინი საქართველოს უყურებს როგორც პლატფორმას, დიდ მოთამაშეებთან ვაჭრობისთვის. ჩვენი პრობლემა ბაზრებზე წვდომაში არ გახლავთ, პრობლემა არის საექსპორტო პროდუქციის მოცულობასა და ხარისხში
ის, რომ ჩინეთს საქართველოსთან FTA-ს გაფორმების სურვილი გაუჩნდა აიხსნება სწორედ პოტენციალით, პეკინი საქართველოს უყურებს როგორც პლატფორმას, დიდ მოთამაშეებთან ვაჭრობისთვის. ჩვენი პრობლემა ბაზრებზე წვდომაში არ გახლავთ, პრობლემაა არის საექსპორტო პროდუქციის მოცულობასა და ხარისხში.“
ჩინეთისთვის საქართველოსთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება რიგით მეთხუთმეტეა.
წინა 14 პეკინს გაფორმებული აქვს: აზიის (პაკისტანი, სინგაპური, ტაილანდი, ტაივანი, სამხრეთ კორეა), ევროპის (შვეიცარია), ამერიკის (ჩილე, პერუ, კოსტა-რიკა) და ოკეანეთის (ავსტრალია, ახალი ზელანდია) 11 ქვეყანასთან;
ორ სპეციალურ ადმინისტრაციულ რაიონთან (ჰონკონგი, მაკაო) და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციაში (ASEAN) შემავალ (ფილიპინები, მალაიზია, ვიეტნამი, ბრუნეი, კამბოჯა, ლაოსი, ინდონეზია, მიანმარი, ტაილანდი, სინგაპური, აღმოსავლეთ ტიმორი) 11 სახელმწიფოსთან.
საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება აქვს ევროკავშირთან (DCFTA) თავისუფალი ვაჭრობის ევროპის ასოციაციის (EFTA) ოთხ ქვეყანასთან (ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია, შვეიცარია), თურქეთთან და დსთ-ს რვა (სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ბელარუსი, მოლდოვა, ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი) სახელმწიფოსთან.
-
აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე
გადახედვა
-
POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს
გადახედვა
-
პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ
გადახედვა
-
როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
-
ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი
გადახედვა
-
მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა
გადახედვა
-
დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს
გადახედვა
-
Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს
-
ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი? ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი?
გადახედვა
-
5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი 5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი
გადახედვა
-
ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა
-
2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა
გადახედვა
-
ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა
გადახედვა
-
ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
გადახედვა
-
დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას
გადახედვა
-
2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით
გადახედვა


კომენტარები