ინდოეთში 4 ხელისა და 4 ფეხის მქონე ბავშვი დაიბადა
რამდენიმე დღის წინ ჰარდოიში, ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ბავშვი დაიბადა, რომელსაც მუცელზე ხელებისა და ფეხების დამატებითი წყვილი აქვს შეზრდილი. დედა-შვილი ამჟამად თავს კარგად გრძნობს.
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ამბის გახმაურების შემდეგ ხალხმა ახალშობილი "ბუნების სასწაულად" შერაცხა. მან რელიგიური მიმდევრებიც კი შეიძინა — ინდოეთში იგი ოთხი ხელისა და ოთხი ფეხის მქონე ე.წ. ღვთაების, ლაქშმის, რეინკარნაციად მიიჩნიეს.
თავისთავად, ამას სასწაულებთან საერთო არაფერი აქვს — სამედიცინო მდგომარეობას, რომელიც მსგავს შემთხვევებზე აგებს პასუხს, პოლიმელია, იგივე კიდურმეტობა, ეწოდება. იგი უაღრესად იშვიათი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც ფეხებისა და ხელების დეფორმაციითა და ერთგვარი დანაოჭებით გამოიხატება, შედეგად კი ბავშვისათვის კიდურები გამოუსადეგარი ხდება.
ზოგჯერ მდგომარეობა პარაზიტული ტყუპიდან იჩენს თავს მაშინ, როცა ემბრიონები ერთმანეთს ბოლომდე ვერ გამოეყოფიან. გამომდინარე იქიდან, რომ ტყუპისცალი განუვითარებელი რჩება, შედეგად ანომალიური ნაყოფი მიიღება. გადარჩენილი ბავშვი მეორეს "შთანთქავს" და მისგან მხოლოდ რამდენიმე კიდური რჩება.
გამოცემაში National Library of Medicine გამოქვეყნებულ კვლევას თუ დავეყრდნობით, ზემოხსენებული ფენომენი ადამიანებში ძალიან იშვიათია, თუმცა ცხოველებში ხშირად გვხვდება.
კომენტარები