რა ასაკიდან უნდა მიიღოს ბავშვმა მაწონი? — პედიატრ თამარ ობგაიძის რეცეპტი მშობლებს
იცით თუ არა, რა ასაკიდან უნდა მიიღოს ბავშვმა მაწონი?
ბავშვთა კვებაში რძისა და მის პროდუქტებზე რეკომენდაცია ერთი წლიდან გაიცემა, თუმცა, პედიატრთა ნაწილი, რძისგან განსხვავებით, მაწონს რეკომენდაციას 8 თვიდან უწევს.
მაწონი ტრადიციული, კავკასიური რძემჟავა პროდუქტია. სხვანაირად მას ენდემურ პროდუქტსაც უწოდებენ. "საიდუმლო" მიზეზი, რომელიც ჩვენს, განსაკუთრებით კი ბავშვების ჯანმრთელობას განაპირობებს, სწორედ ენდემურ დედოშია.
მაწვნის დედო მაწონს მსუბუქ მომჟავო გემოს აძლევს. ეს რძემჟავა პროდუქტები განსაკუთრებით სასარგებლოა მათში შემავალი ბაქტერიების პრობიოტიკების გამო. აღმოჩნდა, რომ ყველა ბაქტერია სულაც არაა მავნებელი — პირიქით პრობიოტიკებს სხვაგვარად მეგობარ ბაქტერიებსაც უწოდებენ. ისინი ცოცხალი მიკროორგანიზმებია, რომლებიც დადებით გავლენას ახდენენ კუჭ-ნაწლავის ფუნქციონირებაზე და აძლიერებენ საჭმლის მომნელებელ სისტემას.
კეთილი პრობიოტიკები, ორგანიზმში მოხვედრილ სხვა ცუდ ბაქტერიებსაც ეფექტურად ებრძვიან. ისინი ერთგვარი ბარიერის ეფექტს ქმნიან და ასე იცავენ ნაწლავებს ცუდი ბაქტერიების ზემოქმედებისგან. შესაბამისად ამცირებენ ანთების განვითარების რისკს და ხელს უშლიან ორგანიზმში პარაზიტების გავრცელებას. შეიძლება ითქვას, რომ პრობიოტიკების წყალობით ბავშვის იმუნური სისტემაც ვირუსების წინააღმდეგ გაცილებით მდგრადი ხდება.
რადგან პატარები ხშირად უარს ამბობენ რძემჟავა პროდუქტის მიღებაზე, დედებს უამრავი ხრიკის მოფიქრება უწევთ.
პედიატრი თამარ ობგაიძე მათ გემრიელ და სასარგებლო რეცეპტს სთავაზობს.
საჭირო მასალა ცომისათვის:
- 5-6%-იანი ხაჭო 180 გრამი
- ფქვილი — დაახლოებით, 30 გრამი
- 1 კვერცხის გული
- 1 პაკეტი ვანილი
- შაქრის პუდრა — დაახლოებით, 5-10 გრამი
- კარაქი საცხობი ფორმისათვის — 10 გრამი
მოზრდილი ასაკის ბავშვებისთვის შეგიძლიათ დაამატოთ მწიკვი მარილი და 20 გრამი შაქრის პუდრა.
სოუსისათვის:
- მაწონი 50-100 მლ
- 1/2 ბანანი
მომზადება:
- თასში ერთმანეთს შეურიეთ ხაჭო, კვერცხის გული, ვანილი, დაუმატეთ გაცრილი პურის ფქვილი ისე, რომ ნაზი ცომი მოიზილოს.
- ცომს მიეცით ძეხვის ფორმა და დაჭერით დაახლოებით 3-4 სანტიმეტრის რგოლებად. რგოლები ოდნავ გააბრტყელეთ და დაამრგვალეთ.
- საცხობ ფორმას წაუსვით ცოტა კარაქი. დაალაგეთ მაჭკატები, ზემოდან გადაუსვით მდნარი კარაქის მცირე რაოდენობა ოქროსფერი ქერქის მისაღებად.
- გამოაცხვეთ ღუმელში 180 გრადუსზე 15-20 წუთის განმავლობაში. შეგიძლიათ გამოაცხოთ ტაფაზეც.
- გაგრილებულ მაჭკატებს მოაყარეთ შაქრის პუდრა.
- სოუსისათვის ბლენდერით შეურიეთ ერთმანეთს მაწონი და ბანანი.
ეს კერძი პრაქტიკულად სუპერპროდუქტების ნარევია, რომელშიც ვიტამინების გარდა არის ბევრი კალციუმი, ფოსფორი, ასევე შეიცავს მეგობარ ბაქტერიებს, რაც მნიშვნელოვანია ბავშვის ნაწლავის მიკრობიოტას ფორმისებისა და ნაწლავების მოტორიკის გაუმჯობესებისათვის.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
კომენტარები