რაც არ უნდა მოხდეს, ხელს არაფერი შეგიშლის – ალფა დაზღვევას ბრენდის ახალი სტრატეგია და ვიზუალური იდენტობა აქვს
ფოტო: ალფა
ალფა უმსხვილესი სამედიცინო ჰოლდინგი ავერსის შვილობილი კომპანიაა და ქართულ ბაზარზე 2009 წლიდან ოპერირებს როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით. ალფა მომხმარებელს სადაზღვევო პროდუქტების სრულ სპექტრს სთავაზობს და ბაზარზე მისი ინდივიდუალური და მოქნილი პირობებით გამოირჩევა.
''ტოპ მენეჯმენტის ცვლილების შემდეგ, ალფაში სტრუქტურული და საოპერაციო რეორგანიზაცია დაიწყო. ალფას გუნდის დიდ გამოცდილებას დაემატა განსხვავებული და თანამედროვე მიდგომები, გადახალისდა კომპანიის ხედვები და მიზნები. სწორედ ამიტომ საჭირო გახდა ალფას ბრენდის სტრატეგიისა თუ ვიზუალური იდენტობის გადახედვა და ახალი აღმოჩენების გაკეთება,'' – ალფა დაზღვევის CEO აკაკი ლომაური.
რა არის ბრენდის ახალი სტრატეგია?!
''სტრატეგიაზე მუშაობისას აღმოვაჩინეთ, რომ ალფას მომხმარებლებს ერთი მთავარი ღირებულება აერთიანებთ – ისინი ბევრს შრომობენ, ისახავენ დიდ და პატარა მიზნებს და ყოველდღიურად იღწვიან ამ მიზნის მისაღწევად.
სამყარო მუდმივად გვთავაზობს არასასიამოვნო სურპრიზებს, რაც ხანდახან ადამიანებში უსამართლობისა და უსუსურობის განცდას იწვევს. ჩვენი რწმენით კი გვჯერა, რომ ადამიანების მიზნების ასრულება მხოლოდ მათზე უნდა იყოს დამოკიდებული.
ალფას ხედვით სამყაროში მოულოდნელობები არ უნდა გვაბრკოლებდეს, შესაბამისად ჩვენი მისიაა მივცეთ ადამიანებს კონტროლის მექანიზმები, რათა არ დაკარგონ საკუთარი თავის რწმენა.
სწორედ ამ ფუნდამენტური ღირებულებებიდან გამომდინარე ფორმირდა ალფას ბრენდის დაპირება – რაც არ უნდა მოხდეს, ხელს არაფერი შეგიშლის'', – ალფა დაზღვევის CMO მარიკა ომანიძე.
როგორია ალფას ახალი ვიზუალური იდენტობა?!
ბრენდის პლატფორმის შექმნის შემდეგ, ალფას გუნდმა ბრენდის ახალი ვიზუალური იდენტობის ჩამოყალიბება დაიწყო. ლოგოსა და ბრენდბუქზე არტ დირექტორმა მაკო ბერგმანმა და გრაფიკულმა დიზაინერმა აბო მენაბდემ იმუშავეს.
ალფას ახალ ლოგოში გამოყენებული ნიშანი, ერთდროულად რამდენიმე სიმბოლური შინაარსის მატარებელია. ნიშანში გამოხატულია ლათინური ასობგერა A–სა და ქართული ა–ს სინთეზი, ასევე აღიქმება წინ მიმავალი ადამიანი – როგორც ალფას ბრენდის ერთ–ერთი მთავარი ღირებულება. ნიშანი ეფუძნება ლეონარდო და ვინჩის Vitruvian Man–ის კონცეფციას, სადაც იდეალურად და იდეალისტურადაა გამოყვანილი ადამიანის სხეული. რაც შეეხება ფონტს, სპეციალურად ალფას ლოგოს ქართული და ინგლისური ვერსიისთვის შეიქმნა უნიკალური ფონტები.
ბრენდის ახალი ლოგოტიპის პარალელურად, სხვადასხვა პროდუქტებისთვის შეიქმნა ლოგოს განსხავებული ვარიაციები. შესაბამისად ალფას თითოეულ სადაზღვევო პროდუქტსა და მიმართულებას შესაბამისი ვიზუალური სტილისტიკა და ფერთა პალიტრა აქვს.
როგორია ალფას სამომავლო გეგმები?
''ჩვენ ყოველდღიურად ვცდილობთ მაქსიმალური რესური ჩავდოთ ჩვენი პროდუქტების, სერვისისა თუ მომსახურების გაუმჯობესებაში. ჩვენი მთავარი ღირებულება მომხმარებლისთვის კომფორტული გარემოს შექმნა და სამართლიანობაა. სწორედ ამ ღირებულებებზეა დაფუძნებული ალფას თითოეული გადაწყეტილება. სამომავლოდ ვგეგმავთ მომხმარებლებს ახალი, საინტერესო და მნიშვნელოვანი სადაზღვევო პროდუქტები შევთავაზოთ. პარალელურად ვაპირებთ მომხმარებელთან ახლებურ და თანამედროვე კომუნიკაციას. ჩვენი მთავარი მიზანი, ჩვენი დაზღვეულებისთის სადაზღვევო კომპანიასთან ურთიერთობის სრულიად ახალი, სასიამოვნო და კომფორტული გამოცდილების შექმნაა'', – აკაკი ლომაური, ალფა დაზღვევა CEO.
-
აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე
გადახედვა
-
საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა? საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა?
გადახედვა
-
POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს
გადახედვა
-
ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს
გადახედვა
-
პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან
გადახედვა
-
ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ
გადახედვა
-
როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
-
რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი
გადახედვა
-
მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა
გადახედვა
-
დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს
გადახედვა
-
Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს
-
ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი? ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი?
გადახედვა
-
ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა
გადახედვა
-
2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა
გადახედვა
-
ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა
გადახედვა
-
ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
გადახედვა
-
დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას
გადახედვა
კომენტარები