8 ფაქტი ტყუპი უისლების შესახებ, რომელიც ალბათ არ იცოდი
ფოტო: Warner Bros.
ტყუპი უისლები — ფრედი და ჯორჯი — პოტერიადის ყველაზე დასამახსოვრებელ გმირებს შორის არიან. ზოგიერთმა შეიძლება იფიქროს კიდეც, რომ ისინი ამბავში მეორეხარისხოვან პერსონაჟებს წარმოადგენენ, თუმცა, თუ მათ ნამოქმედარს გავითვალისწინებთ, განსაკუთრებით, ჰოგვორტში სწავლის ბოლო წლებში და შემდგომ, მივხვდებით, რომ ისტორიის საკვანძო მომენტებში მათ დიდი როლი ითამაშეს. ამის მიუხედავად, ნაწარმოებში უისლების შესახებ ისეთი დეტალებიცაა მოცემული, რომლებიც შეიძლება არ გახსოვდეთ.
სტატია შეიცავს სპოილერების ჰარი პოტერის წიგნებიდან და ფილმებიდან.
1. ტყუპებს სახელები, სავარაუდოდ, ბიძების პატივსაცემად დაარქვეს
ფოტო: Warner Bros.
ჯადოქრების სამყაროს პირველ ომში მოლი უისლის (პრიუეტის) ორი ძმა მონაწილეობდა, რომელთაც ფაბიენი და გიდეონი ერქვათ. წიგნებში მათ არ შევხვედრილვართ, თუმცა, ვიცით, რომ ორივე მათგანი ვოლდემორის აღზევებას შეეწირა. ამასთან, ძმები პრიუეტები ფენიქსის ორდენის თავდაპირველ შემადგენლობაში შედიოდნენ და ალასტორ მუდის თუ დავუჯერებთ, ნამდვილი გმირებივით იბრძოდნენ. მოლი ძმებს ხშირად არ ახსენებდა, მაგრამ აშკარაა, რომ მისთვის ისინი დიდი დანაკლისია; მან ფაბიენის საათი ჰარის დაბადების დღეზეც კი აჩუქა. ამიტომ, დიდად სავარაუდოა, რომ ფრედისა და ჯორჯის სახელების ინიციალები (F და G) შემთხვევითი არაა.
2. მათ სახელები ისტორიული ალუზიაცაა
ფოტო: Warner Bros.
ფრედი და ჯორჯი მხოლოდ წინაპრების პატივსაცემად როდი მონათლეს. სარწმუნო პარალელების გავლება შეიძლება ისტორიულ ფიგურებთანაც; მე-18 საუკუნის მიწურულსა და მე-19 საუკუნის დასაწყისში ბრიტანეთს მეფე ჯორჯ III მართავდა. ტახტი ჯორჯს იმიტომ ერგო, რომ მისი ძმა, უელსის პრინცი ფრედრიკი, გამეფებამდე დაიღუპა. ეს მართლაც შეიძლება დამთხვევად ჩაგვეთვალა, მაგრამ საინტერესოა, რომ მეფე ჯორჯს ერთი ყურით არ ესმოდა — ჯორჯ უისლიმ კი ასევე დაკარგა სმენა ცალ ყურში "შვიდი პოტერის" ბრძოლის დროს.
3. ტყუპებმა თავიანთი წარმოებული პროდუქტი პირველად დადლიზე გამოსცადეს
ფოტო: Warner Bros.
ფენიქსის ორდენში უისლებმა სამომავლო გეგმის — ოინების მაღაზიის შექმნის — განხორციელება დაიწყეს. სანამ მაღაზიას საბოლოოდ გახსნიდნენ, სამი ჯადოქრის ტურნირში ჰარის მოგებული თანხის დახმარებით ახალი პროდუქტების შექმნა და მათი გამოცდა დაიწყეს. თუმცა, რეალურად, ყველაფერი უფრო ადრე დაიწყო — ცეცხლოვანი თასის ფილმის ამოჭრილ სცენაში, სადაც ჰარის უისლები ქვიდიჩის მსოფლიო თასზე წასაყვანად პრივიტ დრაივზე სტუმრობენ, ფრედი "შემთხვევით" აგდებს ენის გამადიდებელ ტოფის, რომელსაც დადლი იღებს და ჭამს. მისი ენა კი, რა თქმა უნდა, მაშინვე იწყებს ზრდას.
4. ოინების მაღაზიის მისამართიც ერთგვარი შიფრია
ფოტო: Getty Images
უისლებისა არ იყოს, დაშიფრული მინიშნებები როულინგსაც ძალიან უყვარს. ამის ერთ-ერთი მაგალითი უისლების ოინების მაღაზიის მისამართია — ის მრუდე ქუჩის 93-ში მდებარეობს. 9 და 3, ცალ-ცალკე აღებული, ჯამში 12-ს ქმნის — რიცხვს, რომელსაც პოტერიადაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს; ფენიქსის ორდენის საიდუმლო მისამართი გრიმოს მოედანი 12-ია, დამბლდორმა დრაკონის სისხლის გამოყენების 12 გზა აღმოაჩინა, ჰოგვორტსის საბჭო 12 პროფესორს მოიცავს, სირიუსმა აზკაბანში 12 წელი გაატარა...
5. დეიდა მიურიელმა ისინი თავისი ანდერძიდან ამოწერა
ფოტო: Warner Bros.
ალბათ გახსოვთ მდიდარი დეიდა მიურიელი, რომელმაც ქორწილისთვის ფლერს თავისი დიადემაც ათხოვა, მაგრამ მერე მთელი დრო მხოლოდ წუწუნს უნდებოდა. წინათ კი, ფრედმა და ჯორჯმა, როგორც ჩანს, ისე გაანაწყენეს თავიანთი ნათესავი, რომ მან ისინი ანდერძიდანაც კი ამოწერა. მიზეზი ისაა, რომ უისლების ოჯახში ერთ-ერთ შობას სტუმრობისას ტყუპებმა მიურიელის სკამის ქვეშ ნეხვბომბი შეაგდეს. დეიდა მიურიელი უისლებთან აღარასდროს დაბრუნებულა, თუმცა, ამას დიდად არც არავინ განიცდიდა. ის კი არა, ფრედის და ჯორჯის ეს ოინი შეიძლება მისის უისლის წახალისებულიც კი ყოფილიყო.
6. რონს რომ არაქნოფობია აქვს, ეს სწორედ ტყუპების დამსახურებაა
ფოტო: Getty Images
ობობებისადმი რონის შიში პერსონაჟის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მახასიათებელია. თუმცა, მას ყოველთვის როდი ჰქონდა არაქნოფობია. საიდუმლო ოთახში იგი მოკლედ იხსენებს, ბავშვობაში როგორ გადაუქციეს მასზე გაბრაზებულმა ფრედმა და ჯორჯმა სათამაშო დათუნია უზარმაზარ ობობად. პატარა რონზე, რომელმაც თავისი საყვარელი სათამაშო რვაფეხიან და უზარმაზართვალებიან არსებად გადაქცეული ნახა, ამან იმხელა გავლენა მოახდინა, რომ ობობების შიში მთელი ცხოვრება გაჰყვა. საინტერესო აქ ერთი დეტალია — ტყუპები ამ დროს იმდენად პატარები იყვნენ, რომ ჯერ ჰოგვორტსშიც კი არ სწავლობდნენ, თუმცა, ტრანსფიგურაციის რთული ოპერაცია მაინც წარმატებით ჩაატარეს. ეს დეტალი ან როულინგს გამორჩა, ან (უფრო სავარაუდოდ) იმის მისანიშნებლად დატოვა, თუ რამდენად ნიჭიერები იყვნენ ფრედი და ჯორჯი.
7. ტყუპები სულაც არ ყოფილან ოროსნები
ფოტო: Warner Bros.
აკი ვახსენეთ კიდეც, რომ ფრედს და ჯორჯს ნიჭიერება არ აკლდათ. თუმცა, ჰოგვორტსში სწავლით მაინცდამაინც არ გამოირჩეოდნენ. იმის მიუხედავად, რომ ბუა-ს გამოცდებიც ძლივს ჩააბარეს და შემდეგ სკოლიდან გაირიცხნენ, ტყუპები მაინც იმდენად ნიჭიერები გამოდგნენ, რომ საკუთარი შელოცვებიც კი გამოიგონეს. ამასთან შექმნეს ისეთი პროდუქტები, მათ შორის, სიყვარულის ელექსირი, რომ მათით ჰერმიონიც კი აღფრთოვანდა.
8. უჩინმაჩინის კარადის აღმოჩენაში მალფოის შემთხვევით ფრედი და ჯორჯი დაეხმარნენ
ფოტო: Wizarding World
უჩინმაჩინის კარადა პოტერიადის დასკვნით ნაწილებში საკვანძო როლს ასრულებს, თუმცა, როულინგის მიერ ზედმიწევნით დაგეგმილ საგაში ეს ჯადოსნური ავეჯი პირველად ნახევარპრინცში არ უხსენებიათ. საიდუმლო ოთახში ჰარი ბორგინ ენ ბერკინსის მაღაზიის უჩინმაჩინის კარადაში იმალება. ფენიქსის ორდენში კი ტყუპმა უისლებმა სლიზერინელი მონტეგიუ ჰოგვორტსში მდგარ სწორედ ასეთივე კარადაში ჩაკეტეს. თუმცა, ვერ მიხვდნენ, ამით რა შეცდომა დაუშვეს — მონტეგიუმ გაქცევა აპარაციით სცადა, მაგრამ გააცნობიერა, რომ ორ ადგილს შორის იყო გამომწყვდეული. მოგვიანებით, ამბავს დრაკო მალფოისაც მოუყვა, ამ უკანასკნელმა კი დაასკვნა, რომ ძველმანების მაღაზიასა და ჰოგვორტსში მდებარე კარადები ერთმანეთთან იყო დაკავშირებული. შემდგომში, მალფოიმ ეს სკოლაში სიკვდილის მხვრელების შემოსაყვანად გამოიყენა.
-
3 წლის ბიჭის მეტასტაზური სიმსივნე ექსპერიმენტული თერაპიის ორმა დოზამ გააქრო — რა ვიცით 3 წლის ბიჭის მეტასტაზური სიმსივნე ექსპერიმენტული თერაპიის ორმა დოზამ გააქრო — რა ვიცით
გადახედვა
-
CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს
გადახედვა
-
"გვინდა, ფუნდამენტურ ცვლილებებს მივაღწიოთ კულტურის სფეროში" — კობახიძემ მაია ბითაძე თანამშრომლებს წარუდგინა "გვინდა, ფუნდამენტურ ცვლილებებს მივაღწიოთ კულტურის სფეროში" — კობახიძემ მაია ბითაძე თანამშრომლებს წარუდგინა
გადახედვა
-
რუსთავის სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს 16 წლის ბიჭი, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ რუსთავის სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს 16 წლის ბიჭი, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ
გადახედვა
-
რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა
გადახედვა
-
საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა — ეკონომისტის განმარტება საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა — ეკონომისტის განმარტება
გადახედვა
-
მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ
გადახედვა
-
ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს
გადახედვა
-
რიმა ბერაძე: მთავრობის გუნდმა კოლოსალური სამუშაო გასწია, რათა სახელმძღვანელოები ბავშვების საჭიროებებს მორგებოდა რიმა ბერაძე: მთავრობის გუნდმა კოლოსალური სამუშაო გასწია, რათა სახელმძღვანელოები ბავშვების საჭიროებებს მორგებოდა
გადახედვა
-
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია
გადახედვა
-
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
-
პალესტინის გათავისუფლების მოთხოვნის გამო Macklemore ედ შირანის ტურნედან მოხსნეს პალესტინის გათავისუფლების მოთხოვნის გამო Macklemore ედ შირანის ტურნედან მოხსნეს
გადახედვა
-
რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას? რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას?
გადახედვა
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026-ის ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026-ის ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო
გადახედვა
-
POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა
გადახედვა
-
რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას
გადახედვა
-
ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს
გადახედვა
-
პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო
გადახედვა
-
განათლების მხარდაჭერა უკეთესი გარემოს შექმნას ნიშნავს | Forbes Under 30-ის 2024 წლის გამარჯვებული, მარიამ მაღლაკელიძე განათლების მხარდაჭერა უკეთესი გარემოს შექმნას ნიშნავს | Forbes Under 30-ის 2024 წლის გამარჯვებული, მარიამ მაღლაკელიძე
-
ტესტი: გამოიცანი, რომელი რეგიონი უფრო დიდია და გეტყვი, მოგატყუა თუ არა რუკამ ტესტი: გამოიცანი, რომელი რეგიონი უფრო დიდია და გეტყვი, მოგატყუა თუ არა რუკამ
კომენტარები