კონსტიტუცია დაირღვა არაერთგზის და ჩვენ გვინდა, ეს ტენდენცია შევაჩეროთ — კობახიძე ზურაბიშვილზე
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის მხრიდან "კონსტიტუცია არაერთგზის დაირღვა" და სურს, ეს ტენდენცია შეაჩერეო. მან ისაუბრა საზღვარგარეთ ვიზიტზე, ელჩების დანიშვნასა და პარლამენტში ზურაბიშვილის უკრაინის წარმომადგენელთან ერთად შესვლაზე.
"ჩვენ დროზე გვჭირდებოდა რეაგირება ამ ყველაფერზე, იმისათვის, რომ ამ ყველაფერს უფრო ღრმა ტენდენციის სახე არ შეეძინა. რა დგას ამის უკან მე არ ვიცი, იმედია, რომ არ დგას არაფერი განსაკუთრებით ნეგატიური, მაგრამ ფაქტია, რომ კონსტიტუცია დაირღვა არაერთგზის და ჩვენ გვინდა რომ ეს ტენდენცია შევაჩეროთ", — თქვა მან იმედის ეთერში.
ვიზიტებზე საუბრისას კობახიძემ თქვა, რომ ეს ვერ იქნებოდა კერძო ვიზიტები, რადგან ზურაბიშვილი ხვდებოდა მაღალი თანამდებობის პირებს და მათთან დროშის ფონზე იღებდა სურათებს. როგორც მან განმარტა, მისთვის პრინციპულია, რომ კონსტიტუცია და წესები იყოს დაცული.
"ჩვენ ამ კუთხით ვნახეთ ძალიან ნეგატიური ტენდენცია და გვინდა, რომ ტენდენცია იმთავითვე შევაჩეროთ. ეს ტენდენცია უკავშირდებოდა იგივე ვიზიტებს, თქვენ იცით, რომ საქართველოში არის ჩამოყალიბებული საპარლამენტო მმართველობის სისტემა. სადაც პრეზიდენტს აქვს მინიჭებული ცერემონიული, სიმბოლური უფლებამოსილებები. საშინაო და საგარეო პოლიტიკას ამ სისტემაში მხოლოდ მთავრობა ახორციელებს. ეს არის მკაფიო ჩანაწერები, რომელიც გვაქვს კონსტიტუციაში. როცა პრეზიდენტს აქვს გარკვეული სურვილი, რომ ჩაერთოს საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში ამისთვის მას სჭირდება მთავრობის თანხმობა.
ამის მიუხედავად პრაქტიკულად, აღიარა თავად პრეზიდენტმაც, რომ მან დაარღვია კონსტიტუცია და შეფუთა რაღაც ვიზიტი, რომელიც საერთოდ ღიმილის მომგვრელია, თქვა, რომ ეს იყო კერძო ვიზიტი. როდესაც შენ სტუმრობ პრეზიდენტებს და მაღალი თანამდებობის პირებს, დროშის ფონზე იღებ ფოტოებს და გამოდიხარ საქართველოს სახელით, ამას უწოდო კერძო ვიზიტი ეს ცალკე, აბსოლუტურად არასერიოზულია", —ამბობს ის.
ნეგატიური ტენდენციად აფასებს კობახიძე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებებს ელჩებთან დაკავშირებით. მისი თქმით, პრეზიდენტი სიმბოლურად უნდა აფორმებდეს მთავრობის დანიშნულ ელჩებს, ის კი ამაზე უარს ამბობს.
"იგივე ეხებოდა ელჩის მოვალეობის შემსრულებლის დარბაზში შემოყვანას. არის კონკრეტული პროტოკოლი პარლამენტში —მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარეს შეუძლია გადაწყვეტილების მიღება იმასთან დაკავშირებით თუ ვინ უნდა ესწრებოდეს პარლამენტის სხდომას. არც კი გააფრთხილა პარლამენტის თავმჯდომარე", — თქვა მან.
მმართველმა გუნდმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და პრეზიდენტის მხრიდან "კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება" მოითხოვა. ამას წინ უძღოდა პარლამენტში პრეზიდენტის კრიტიკულ გამოსვლა, რასაც მმართველმა გუნდმა კრიტიკული ფეისბუქპოსტით უპასუხა.
პარტიის პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გასული თვეების განმავლობაში შედგა არაერთი შეხვედრა მთავრობის წარმომადგენლებსა და ზურაბიშვილს შორის, სადაც მას არაერთგზის განემარტა კონსტიტუციის შინაარსი, თუმცა, მათი თქმით, უშედეგოდ.
ქართულმა ოცნებამ პრეზიდენტს მოუწოდა, ყურადღებით გაეცნოს საქართველოს კონსტიტუციას და კარგად გაიაზროს საპარლამენტო რესპუბლიკის არსი. მათი თქმით, ასეთ შემთხვევაში, ის მომავალში მაინც იქნება დაზღვეული "შეცდომებისა და გადაცდომებისგან".
ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ქართული ოცნების მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის მიზანია გააკეთოს განმარტება კომპეტენციების გამიჯვნის შესახებ და დაადგინოს ფაქტი, რომ პრეზიდენტს ჰქონდა მცდელობა, პროცესებზე იმაზე მეტი გავლენა მოეხდინა, ვიდრე კონსტიტუციითაა განსაზღვრული.
-
"ლელო" რუსთავის სკოლებში I-IV კლასელებისთვის უფასო კვების პროგრამის ამოქმედებას ითხოვს "ლელო" რუსთავის სკოლებში I-IV კლასელებისთვის უფასო კვების პროგრამის ამოქმედებას ითხოვს
გადახედვა
-
რუსი პროპაგანდისტი და "რიბარის" დამფუძნებელი მიხაილ ზვინჩუკი მონტენეგროში დააკავეს რუსი პროპაგანდისტი და "რიბარის" დამფუძნებელი მიხაილ ზვინჩუკი მონტენეგროში დააკავეს
გადახედვა
-
სააქციო საზოგადოება ნეო ქართული ბანკის განცხადება სააქციო საზოგადოება ნეო ქართული ბანკის განცხადება
-
დეპუტატების ხელფასის ზრდა ბიუჯეტში გათვალისწინებული არაა, თუმცა კანონი ითხოვს — გიორგი კაკაურიძე დეპუტატების ხელფასის ზრდა ბიუჯეტში გათვალისწინებული არაა, თუმცა კანონი ითხოვს — გიორგი კაკაურიძე
გადახედვა
-
რაზე საუბრობს ნანა ყეინიშვილი ფარულ ჩანაწერში, რომელიც "ტვ იმედმა" გაავრცელა? რაზე საუბრობს ნანა ყეინიშვილი ფარულ ჩანაწერში, რომელიც "ტვ იმედმა" გაავრცელა?
გადახედვა
-
აიღეთ ციფრული Amex ბარათი და ისარგებლეთ სპეციალური პირობებით აიღეთ ციფრული Amex ბარათი და ისარგებლეთ სპეციალური პირობებით
-
12 ოქტომბერს, EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე საქართველოს საკითხის განხილვაც იგეგმება 12 ოქტომბერს, EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე საქართველოს საკითხის განხილვაც იგეგმება
გადახედვა
-
კალაძის თქმით, მალე ცნობილი გახდება, რამდენად მიზანშეწონილია ლილოს ნაგავსაყრელის სხვაგან გადატანა კალაძის თქმით, მალე ცნობილი გახდება, რამდენად მიზანშეწონილია ლილოს ნაგავსაყრელის სხვაგან გადატანა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბურჭულაძემ დაგვიანონსა საკუთარი ბრალის აღიარება ირაკლი კობახიძე: ბურჭულაძემ დაგვიანონსა საკუთარი ბრალის აღიარება
გადახედვა
-
ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული რკინიგზის — ე.წ. კუკუშკის ამოქმედება დეკემბრიდან იგეგმება ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული რკინიგზის — ე.წ. კუკუშკის ამოქმედება დეკემბრიდან იგეგმება
გადახედვა
-
რას ველოდებით Apple-ის ახალი ღონისძიებიდან, რომელზეც კომპანია ჭკვიანი სახლის მოწყობილობებს წარადგენს რას ველოდებით Apple-ის ახალი ღონისძიებიდან, რომელზეც კომპანია ჭკვიანი სახლის მოწყობილობებს წარადგენს
გადახედვა
-
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
-
"ეს საგამოძიებო უწყებების საქმეა" — ირაკლი კობახიძის პასუხი "საქართველოს ფოსტაში" შესულ გამოძიებაზე "ეს საგამოძიებო უწყებების საქმეა" — ირაკლი კობახიძის პასუხი "საქართველოს ფოსტაში" შესულ გამოძიებაზე
გადახედვა
-
"რეპრესია", "უკანონო პატიმრობა" — რა სიტყვებსა და ფრაზებს უკრძალავს კომუნიკაციების კომისია კრიტიკულ მაუწყებლებს? "რეპრესია", "უკანონო პატიმრობა" — რა სიტყვებსა და ფრაზებს უკრძალავს კომუნიკაციების კომისია კრიტიკულ მაუწყებლებს?
გადახედვა
-
Miraculous-ის ისტორიაზე სერიალს გადაიღებენ Miraculous-ის ისტორიაზე სერიალს გადაიღებენ
გადახედვა
-
გასულ წელს საშუალო ხელფასი 2 165.2 ლარამდე გაიზარდა, მედიანური კი 1 531 ლარამდე — რა სხვაობაა? გასულ წელს საშუალო ხელფასი 2 165.2 ლარამდე გაიზარდა, მედიანური კი 1 531 ლარამდე — რა სხვაობაა?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: სანქციები არაფერს ნიშნავს არც ბიძინა ივანიშვილისთვის და არც ჩვენთვის ირაკლი კობახიძე: სანქციები არაფერს ნიშნავს არც ბიძინა ივანიშვილისთვის და არც ჩვენთვის
გადახედვა
-
უკრაინის დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა უკრაინის დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებულთა ხელფასი 20%-ით გაიზრდება ირაკლი კობახიძე: 2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებულთა ხელფასი 20%-ით გაიზრდება
გადახედვა
-
აშშ-მა სანქციების სიიდან 125 პირი და სუბიექტი ამოიღო — ივანიშვილი სიაში რჩება აშშ-მა სანქციების სიიდან 125 პირი და სუბიექტი ამოიღო — ივანიშვილი სიაში რჩება
გადახედვა
-
ფუტკრებს ყვავილების სუნის აღქმა უჭირთ — ეს ჰაერის დაბინძურებას უკავშირდება ფუტკრებს ყვავილების სუნის აღქმა უჭირთ — ეს ჰაერის დაბინძურებას უკავშირდება
გადახედვა
კომენტარები