ურსულა ფონ დერ ლაიენი

23 Mar. 2022, 21:14

ყოველდღე ჩვენ ვუყურებთ სურათებს ალყაში მოქცეული უკრაინის ქალაქებიდან, მარიუპოლის, ხარკოვის და კიევის გარეუბნების განადგურებას. მაგრამ ნება მომეცით ერთი წუთით გადაგიყვანოთ ფრონტის ხაზის მიღმა, ოკუპირებულ უკრაინაში — ალყისა და დაბომბვის შემდეგ ოკუპაციის რეალობა ისეთივე შემზარავია. ახალი საკვები ფუფუნება გახდა, საავადმყოფოებსა და აფთიაქებში მედიკამენტების მარაგი იწურება, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ასობით ადამიანი დააკავეს. და მაინც, ყოველ დღე ათასობით უკრაინელი გამოდის გარეთ და აპროტესტებს რუსეთის შეჭრას.

ხერსონში, ბერდიანსკში, მელიტოპოლში ოკუპანტი ჯარისკაცების წინ თავის ლურჯ და ყვითელ დროშებს აფრიალებენ. ისინი არ გაჩერებულან, მას შემდეგაც, რაც რუსმა ჯარისკაცებმა სცემეს და ესროლეს რამდენიმე მათგანს. პატივცემულო წევრებო, თუ თავისუფლებას სახელი აქვს, მისი სახელია უკრაინა. და უკრაინის დროშა დღეს თავისუფლების დროშაა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  3. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  4. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად
  5. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ქართველი ქალების იტალიაში კონტრაბანდულად შეყვანისა და მომვლელებად დასაქმების საქმეზე 101 პირს ბრალი წარუდგინეს და 29 დააკავეს

ჩრდილოეთ იტალიაში იტალიის ფინანსურმა პოლიციამ 101 პირს ბრალი წარუდგინა და 29 დააკავა. იტალიური მედიის ცნობით, გამოძიება…