10 ცნობილი ქალი განმარტავს, რატომ თქვა უარი შვილების გაჩენაზე
თითქოს, ყველა კულტურასა და საზოგადოებაში თავისთავად მოიაზრება, რომ ადამიანს აუცილებლად უნდა ჰყავდეს შვილები. მსგავს სოციალურ მოთხოვნას განსაკუთრებით მკაცრად ქალებს უყენებენ ხოლმე: იმ ქალის მისამართით, რომელიც ოჯახს არ შექმნის ან შვილებს არ გააჩენს, ყოველთვის არსებობს გაუთავებელი კითხვები.
ასეთი ქალები, ზეწოლის მიუხედავად, ხანდახან ხმამაღლაც საუბრობენ თავიანთი არჩევანის შესახებ, რაც ბევრი სხვა დანარჩენისთვის სტიმულის მიმცემიც შეიძლება აღმოჩნდეს, რათა დარწმუნდნენ, რომ თავიანთი პირადი ცხოვრება მხოლოდ თავად უნდა განკარგონ.
ახლა სწორედ რამდენიმე ცნობილი სახის ამგვარ გამოცდილებაზე გიამბობთ:
1. დოლი პარტონი
დოლისთვის შვილების და შვილიშვილების ყოლა აუცილებლად იმას არ ნიშნავს, რომ თავად უნდა გახდეს ბიოლოგიური დედა. People Country-სთან ინტერვიუში მან თქვა: "დიდ ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე რვა ბავშვთან ერთად, რომლებიც ჩემზე უმცროსები იყვნენ. ჩემი რამდენიმე და-ძმა ცხოვრების ადრეულ ეტაპზე ჩემთან ერთად ცხოვრობდა. მათი შვილები ისე მიყვარდა, როგორც საკუთარი შვილიშვილები შეიძლება მყვარებოდა და ახლა უკვე შვილთაშვილებიც მყავს! ხშირად ვფიქრობ, რომ შვილების ყოლა არ მჭირდება, რადგან სხვა ყველას შვილი შეიძლება იყოს ჩემიც".
2. ჯენიფერ ენისტონი
2014 წელს ჯენიფერ ენისტონმა იმ კრიტიკას უპასუხა, რომლითაც მას კარიერაზე გადაყოლას და დედობაზე უარის თქმას საყვედურობდნენ: "არ მომწონს, თუ როგორ ცდილობენ ადამიანები ჩემზე და ზოგადად ქალებზე ზეწოლის მოხდენას — თუ შვილი არ გააჩინე, ესე იგი, ჩაფლავდი, როგორც ქალი. ეს უსამართლობაა. შესაძლოა, შენი ვაგინიდან ბავშვი არ გამოსულა, მაგრამ ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ დედობრივ მზრუნველობას არ გასცემ თუნდაც ძაღლების, მეგობრების და მეგობრების შვილების მიმართ".
3. ოპრა უინფრი
ოპრას თქმით, მას შვილები არ ჰყავს, რადგან ისინი მას "შეიძულებდნენ": "ისინი ისეთივე მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებდნენ ჩემს ცხოვრებაში, როგორც The Oprah Show-ს ეჭირა და რადგანაც რომელიმეზე ყურადღების მოკლება მომიწევდა, ალბათ, ამ საფრთხის წინაშე სწორედ შვილები დადგებოდნენ".
4. მაილი საირუსი
Elle-სთან ინტერვიუში მომღერალმა თავისი გადაწყვეტილების მიზეზად გარემოს დაცვის საკითხები დაასახელა: "დედამიწას ისევე ვექცევით, როგორც ქალებს. მისგან სულ რაღაცას ვიღებთ და კიდევ უფრო მეტის მოლოდინი გვაქვს. ამის გამო პლანეტა გამოიფიტა. აღარ შეუძლია მეტის გაცემა. საბოლოოდ, გაჩანაგებული პლანეტა შეგვრჩება და არ მინდა, სწორედ ასეთი გარემო დავახვედრო ჩემს შვილს".
5. ბეტი უაითი
მას ჰკითხეს, ნანობდა თუ არა იმას, რომ შვილები არ ჰყავს, რაზეც ასე უპასუხა: "არა, არასდროს მინანია ეს. ნებისმიერი რამის მიმართ განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა მიყვარს ხოლმე და ვიცი, ორსულად რომ ვყოფილიყავი, მთლიანად ამაზე გადავერთვებოდი. მაგრამ არ ვარჩიე შვილების გაჩენა, რადგან მინდოდა, ყურადღება კარიერისთვის დამეთმო".
6. ჩელსი ჰენდლერი
ცნობილი ამერიკელი კომიკოსი და მსახიობი ჩელსი ჰენდლერიც ღიად გამოხატავს თავის პოზიციას: "დანამდვილებით ვიცი, რომ შვილების გაჩენა არ მინდა, რადგან უბრალოდ ბავშვები არ მომწონს... არ მგონია, რომ კარგი დედა ვიქნები. სანაცვლოდ კარგი დეიდა ან დედის კარგი მეგობარი ვარ. არ მინდა შვილები ძიძამ გამიზარდოს, რადგან მე თვითონ არ მაქვს ამისთვის საკმარისი დრო".
7. სტივი ნიქსი
მუსიკის ისტორიაში ამ ერთ-ერთმა ყველაზე დიდებულმა შემსრულებელმა 2002 წელს განაცხადა: "საკითხი ასე დგას — გინდა, რომ ხელოვანი და შემოქმედი იყო, თუ ცოლი და საყვარელი? შვილებთან ერთად შენი ფოკუსი იცვლება. მე კი არ მინდა, სკოლაში მშობელთა კრებებზე მომიწიოს მისვლა".
8. ვაინონა რაიდერი
ვაინონასთვისაც დედობა აუცილებლად შვილების გაჩენას არ ნიშნავს. 2014 წლის ინტერვიუში მან შემდეგი რამ თქვა: "ეს საკმაოდ პირადი საკითხია, მაგრამ უკვე 42 წლის ვარ და... გასულ წელს მამაჩემს რომ ვესაუბრებოდი, ვუთხარი: 'რა იქნება, თუ შვილის გაჩენას ვეღარ შევძლებ?' მან კი მიპასუხა: 'შენს ცხოვრებაში ბავშვების ყოლის სხვა გზებიც არსებობს'. და ეს მართალია, რადგან ამ ემოციას ჩემი ძმის შვილებისგან ვიღებ. თუმცა მაინც უნდა შევწყვიტო სხვების აზრების მოსმენა. ქალებს ხანდახან სიგიჟეების თქმა შეუძლიათ ამაზე".
9. ჯენიფერ ლოურენსი
ჯენიფერ ლოურენსის შემთხვევაში ასაკმა ითამაშა დიდი როლი:
"როცა 21-22 წლის ვიყავი, ერთი სული მქონდა, დედა გავმხდარიყავი. მაგრამ ახლა... უფრო და უფრო ნაკლებად საინტერესო მეჩვენება ეს იდეა, რაც ცოტათი მაღელვებს კიდეც, რადგან არ ვიცი, როგორ უნდა შევხვდე ამ ამბავს", — თქვა მან 2017 წელს.
2022 წლის თებერვალში კი, 31 წლის ასაკში ჯენიფერ ლოურენსს პირველი შვილი შეეძინა.
10. ჰელენ მირენი
ჰელენ მირენის პოზიცია, ალბათ, ბევრს გამოადგება, ვისაც უაზრო შეკითხვებით გული გაუწყალეს: "ეს უბრალოდ ჩემი ბედი არ იყო. რაღაც პერიოდი ამაზე ვფიქრობდი, ველოდი კიდეც, მაგრამ არ მომხდარა და სულ არ მადარდებს, სხვები ამაზე რას ფიქრობენ... მხოლოდ მოსაწყენი მოხუცი კაცები თუ მეკითხებიან: "რა? შვილები არ გყავს? უნდა გააგრძელო მცდელობა!" მე კი ვეუბნები: "არა! თავიდან მომწყდი!".
-
გადახედვაშარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით შარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით
-
გადახედვადავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით დავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით
-
გადახედვასარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება სარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება
-
გადახედვასლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს
-
გადახედვაირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა ირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა
-
გადახედვაპარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია პარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
-
გადახედვასარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა სარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა
-
გადახედვაკვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის კვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის
-
გადახედვა125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს 125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს
-
გადახედვარა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ რა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ
-
გადახედვააჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან აჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან
-
-
გადახედვაჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი ჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი
-
გადახედვაო'ბრაიენი ივანიშვილის სანქცირებაზე: როდესაც ადამიანებს სანქციებს ვუწესებთ, ამას ვაკეთებთ მკაფიო მტკიცებულებებით ო'ბრაიენი ივანიშვილის სანქცირებაზე: როდესაც ადამიანებს სანქციებს ვუწესებთ, ამას ვაკეთებთ მკაფიო მტკიცებულებებით
-
გადახედვა"ადამიანები იმიტომ კი არ ვართ, რომ IQ გვაქვს, ადამიანებად ჩვენ გვხდის ემპათია" — გია დვალი "ადამიანები იმიტომ კი არ ვართ, რომ IQ გვაქვს, ადამიანებად ჩვენ გვხდის ემპათია" — გია დვალი
-
გადახედვაგანათლების ხარისხის ცენტრის განცხადება პროტესტის გამო, სასწავლო პროცესის შეჩერების ფაქტებთან დაკავშირებით განათლების ხარისხის ცენტრის განცხადება პროტესტის გამო, სასწავლო პროცესის შეჩერების ფაქტებთან დაკავშირებით
-
გადახედვაროგორი იყო უმუშევრობის დონე და დასაქმების მაჩვენებელი 2023 წელს — საქსტატის მიხედვით როგორი იყო უმუშევრობის დონე და დასაქმების მაჩვენებელი 2023 წელს — საქსტატის მიხედვით
-
გადახედვა"შევხვდით დაკავებულ 16 პირს, სამი პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე მიუთითებს, მათ შორის ლაზარე გრიგორიადისიც" — სახალხო დამცველის აპარატი "შევხვდით დაკავებულ 16 პირს, სამი პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე მიუთითებს, მათ შორის ლაზარე გრიგორიადისიც" — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვასაიდან იგებს Google Maps, რომ გზა გადაკეტილია? საიდან იგებს Google Maps, რომ გზა გადაკეტილია?
-
გადახედვა"შავი დღეა ქართული დემოკრატიისთვის" — განცხადებაში 11 ამერიკელი სენატორი სანქციების კონკრეტულ ზომებზე საუბრობს "შავი დღეა ქართული დემოკრატიისთვის" — განცხადებაში 11 ამერიკელი სენატორი სანქციების კონკრეტულ ზომებზე საუბრობს
-
გადახედვა4 წელი გულით ვცდილობდი, დამემტკიცებინა ხალხისთვის, რომ პარლამენტში ხელფასის ასაღებად არ ვიყავი, მაგრამ ახლა ვუერთდებით ბოიკოტს — ელისაშვილი 4 წელი გულით ვცდილობდი, დამემტკიცებინა ხალხისთვის, რომ პარლამენტში ხელფასის ასაღებად არ ვიყავი, მაგრამ ახლა ვუერთდებით ბოიკოტს — ელისაშვილი
კომენტარები