როგორ გადაკეთდება ნინოწმინდის პანსიონი — მეუფე იაკობის განმარტება
17 ივნისს სახალხო დამცველსა და მეუფე იაკობს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ნინო ლომჯარია მომდევნო კვირას ნინოწმინდის პანსიონში მეუფე იაკობთან ერთად ჩავა. ლომჯარიას თქმით, ერთობლივად მისვლა ბავშვებში არსებული გარკვეული გაუცხოებას აღმოფხვრის და ვითარებას განმუხტავს. ამის შემდეგ კი პანსიონში მუშაობას სახალხო დამცველის წარმომადგენლები გააგრძელებენ.
მან, ასევე, აღნიშნა, რომ შეხვედრა კონსტრუქციულად წარიმართა და მეუფე იაკობი სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ პოზიტიურად იყო განწყობილი. ომბუდსმენი ნინოწმინდის ბავშვთა სახლში მონიტორინგის ჩატარებისთვის შეშვებას რამდენიმე თვის განმავლობაში ითხოვდა.
ამ თემაზე კომენტარები შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთდა, სადაც ცნობილი გახდა, რომ მეუფე იაკობმა და ნინო ლომჯარიამ ბავშვთა სახლების მომავალზე ისაუბრეს, იმაზე, თუ როდის და როგორ გადაკეთდება პანსიონები.
ომბუდსმენმა თქვა, რომ შეხვედრა კონსტრუქციული იყო და მეუფე იაკობი სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ პოზიტიურად იყო განწყობილი. რაც შეეხება ბავშვების გაყვანას, შეთანხმდნენ, რომ სოციალური სამსახური აგრძელებს ბავშვების საჭიროებების შეფასებას და გადაწყვეტილება თითოეული ბავშვის საჭიროებიდან გამომდინარე მიიღება.
"რაც შეეხება გადაკეთებას, ეს უკვე სამომავლო განხილვის თემაა, ტერიტორიულად სად შეიძლება იყოს, თუმცა არსებითად ახალი ტიპის საცხოვრებლებზე არის საუბარი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ავტომატურად ბავშვები, ვინც იქ არიან, ყველანი წავლენ. დარჩენილი ბავშვების საჭიროებები შეფასდება და რაც მათი ინტერესებიდან გამომდინარე იქნება საჭირო, ისე იქნება გადაწყვეტილება მიღებული", — განაცხადა ლომჯარიამ.
მეუფე იაკობის თქმით, პანსიონი მცირე ზომის დღის ცენტრად გადაკეთდება. თუმცა ჯერ უცნობია, სად განთავსდება დღის ცენტრები — მეუფე იაკობმა თქვა მხოლოდ ის, რომ ადგილი ისევ ნინოწმინდა იქნება. მან აღნიშნა, რომ პროცესში ყველა მხარე იქნება ჩართული.
"აქ იქნება დღის ცენტრი, გავაკეთებთ ყველაფერს, ჩართულები ვიყავით აქამდე სახელმწიფო, საპატრიარქო, ევროკავშირი, Unicef, ასევე, World Vision და დაემატა სახალხო დამცველი.
ყველა რეკომენდაციასა და რჩევას გავითვალისწინებთ. რადგან მე მივედი და ჩემთვის ეს საქმე არის ახალი, მაგრამ არა უცხო, ამას მივხედავთ და უმაღლესი სტანდარტებით გავაკეთებთ აბსოლუტურად", — განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ მეუფე იაკობმა.
იაკობის თქმით, ახალ საცხოვრებლებში 6 ბავშვი იქნება. სასულიერო პირი ამბობს, რომ ახალი ტიპის სახლებში საქართველოს კანონმდებლობით 10-მდე ბავშვის ყოფნა არის დასაშვები, მაგრამ ისინი მსოფლიო სტანდარტს დაიცავენ.
"ჩვენ რომ გვქონდა საუბარი Unicef-ის მისიის ხელმძღვანელთან საქართველოში, ბატონ ხასანთან, მან ბრძანა, რომ მსოფლიო სტანდარტია 6 ბავშვი. ამიტომ ჩვენ მსოფლიო სტანდარტებით გავაკეთებთ", — განაცხადა მეუფე იაკობმა.
მეუფე იაკობის განცხადებით, პანსიონში ცვლილებები თანამშრომლებსაც შეეხებათ. ამასთან, პანსიონის ახალი ხელმძღვანელის თქმით, სამსახურიდან თანამშრომლების ნაწილი იმიტომ გაათავისუფლა, რომ ყველა არ იმსახურებს ბავშვებთან მუშაობას.
"თუ ვინმეზე ერთ ბავშვს მაინც ჰქონდა ნათქვამი რაღაცა, არ ვარკვევთ მართალია თუ მტყუანი ის ბავშვი, ის თანამშრომლები აღარ დაიშვებიან ჩვენთან, არ იქნებიან. ვაკეთებთ ცვლილებებს და დარჩებიან მხოლოდ ისინი, ვისთანაც პრეტენზიები არ არის. ზოგთან იყო პრეტენზიები. ასეთი დიდი დაწესებულებები სადაც არის, ეს არის ძალიან მოძველებული ფორმა. ასეთები რომ იყოს, არ შეიძლება, იმიტომ მიდის ეს ცვლილებები", — განაცხადა მეუფე იაკობმა.
ნინოწმინდის პანსიონში არსებულ პრობლემებზე სახალხო დამცველი წლებია საუბრობს, მათ შორის, ძალადობაზე და დასჯის შემთხვევებზე. 15 აპრილს სახალხო დამცველის წარმომადგენელი საპატრიარქოს ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში არ შეუშვეს. ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, რომ ამის მიზეზად, დაწესებულების წარმომადგენელმა სხალთის მთავარეპისკოპოსის, მეუფე სპირიდონის მითითება დაასახელა. განმარტება გააკეთა თავად სპირიდონმაც და ჰომოფობიური მიზეზი დაასახელა, რომელიც, ამავდროულად, სიცრუეა — მისი თქმით, პანსიონში ომბუდსმენის წარმომადგენლებს იმიტომ არ უშვებს, რომ "ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ითხოვენ და ასეთებს თავის ბავშვებს საჯიჯგნად ვერ მისცემს".
ის, რომ სავარაუდო ძალადობაზე საპატრიარქოს და შესაბამის უწყებებს ინფორმაცია ჰქონდათ, შსს-ს განცხადებითაც დასტურდება. კერძოდ, უწყება ამბობს, რომ 2016 წლიდან დღემდე პანსიონში განვითარებულ მოვლენებზე 5 საქმე აღიძრა — 4 ძალადობაზე და 1 სავარაუდო გაუპატიურებაზე.
1 საქმე მედიაში ბენეფიციარის მიერ ძალადობაზე ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ აღიძრა, თუმცა მანამდე მიმდინარე 4 გამოძიების შედეგი ჯერ დამდგარი არ არის. შსს მიზეზად მტკიცებულებების ნაკლებობას ასახელებს.
ომბუდსმენი ამბობს, რომ პანსიონში ბავშვების მიმართ სასტიკი მოპყრობაც ფიქსირდება, რასაც ყოფილი თუ ამჟამინდელი აღსაზრდელები ადასტურებენ. საპატრიარქოში პანსიონის მიმართ ბრალდებებს უარყოფენ და აღნიშნავენ, რომ თუ გადაცდომები იყო, მედიაში ის უტრირებულად გაშუქდა.
ორგანიზაციამ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და მთავრობისგან ნინოწმინდის პანსიონში ყველა შესაბამისი უწყების მიერ მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა მოითხოვა. სასამართლოს ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, თუმცა დააკმაყოფილა გაერომ და შესაბამისად, მთავრობა ვალდებულია, უზრუნველყოს მონიტორინგი.
მიუხედავად ამისა, სახალხო დამცველს პანსიონში შესვლის საშუალება არ მისცეს. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში კი 4 ივნისს განაცხადეს, რომ მას შემდეგ, რაც ბავშვთა ზრუნვის სამსახურს შესაძლებლობა მიეცა შესულიყო პანსიონში და თავისი საქმიანობა განეხორციელებინა, 6-მა ბავშვმა დაწესებულება დატოვა, ხოლო ათთან მუშაობა მიმდინარეობს. ამას მოჰყვა პანსიონის დირექტორის, მეუფე სპირიდონის ფსიქოლოგიური ძალადობა იმ ბავშვებზე, რომლებმაც წასვლის სურვილი გამოთქვეს. სასულიერო პირმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ბავშვებს ეკითხება, ნამდვილად უნდათ თუ არა წასვლა პანსიონიდან და პარალელურად, ესაუბრება მათ მშობლებს. ვიდეოში ჩანს ბავშვის ტირილი, რამდენიმე მოზარდის სახე, ასევე, სპირიდონი ამბობს მათ სახელებს. ამ ყველაფერს ესწრებიან, სავარაუდოდ, სოციალური მუშაკები, რომლებსაც, ვიდეოს მიხედვით, ფაქტზე რეაგირება არ აქვთ.
პანსიონში არ უშვებენ მედიასაც, თუმცა გამონაკლისი აღმოჩნდა პრორუსული Alt-info და TV ობიექტივი, რომელთა სიუჟეტები ეკლესიის დადებითად წარმოჩენას ისახავს მიზნად და ჟურნალისტი პანსიონში "იდეალური პირობების" არსებობას ამტკიცებს.
5 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების გამოყვანის გადაწყვეტილება მიიღო. ანა არგანაშვილის განმარტებით, კანონის მიხედვით მათი ორგანიზაცია არის სპეციალური მოსარჩელე შშმ ბავშვებისთვის და სწორედ ამიტომ, გადაწყვეტილება მათთან დაკავშირებით იქნა მიღებული. თუმცა, მისივე თქმით, მთელი გადაწყვეტილება ეხება იმას, რომ იქ საფრთხე ყველა ბავშვისთვისაა, ყველა ბავშვის სიცოცხლე შეიძლება იყოს საფრთხეში და ეს ტექნიკური დეტალი მხოლოდ სამართლებრივი ტექნიკაა.
პანსიონიდან ბავშვების გაყვანის პროცესი უკვე დაწყებულია. ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის დაწესებულებაში 22 ბავშვი რჩება.
13 ივნისს საპატრიარქოში გაიმართა შეხვედრა, სადაც სასულიერო პირები ევროკავშირის ელჩთან და ბავშთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებთან ერთად ნინოწმინდის პანსიონზე მსჯელობდნენ. შეხვედრის შემდეგ ყველა მხარემ განაცხადა, რომ მთავარია ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე ზრუნვა და ამაზე თანხმდებიან.
შეხვედრიდან ერთ დღეში ცნობილი გახდა, რომ მეუფე სპირიდონი პანსიონის ხელმძღვანელი აღარ იქნება და ის ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა შეცვალა. იაკობმა სახალხო დამცველთან შეხვედრა მალევე დააანონსა და სწორედ ეს შეხვედრა გაიმართა დღეს, თბილისში.
-
გადახედვაშარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით შარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით
-
გადახედვაჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე ჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე
-
გადახედვადავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით დავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით
-
გადახედვაპარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია პარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
-
გადახედვასარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა სარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა
-
გადახედვაკვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის კვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის
-
გადახედვა125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს 125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს
-
გადახედვარა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ რა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ
-
გადახედვააჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან აჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან
-
-
გადახედვაჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი ჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი
-
გადახედვაო'ბრაიენი ივანიშვილის სანქცირებაზე: როდესაც ადამიანებს სანქციებს ვუწესებთ, ამას ვაკეთებთ მკაფიო მტკიცებულებებით ო'ბრაიენი ივანიშვილის სანქცირებაზე: როდესაც ადამიანებს სანქციებს ვუწესებთ, ამას ვაკეთებთ მკაფიო მტკიცებულებებით
-
გადახედვა"ადამიანები იმიტომ კი არ ვართ, რომ IQ გვაქვს, ადამიანებად ჩვენ გვხდის ემპათია" — გია დვალი "ადამიანები იმიტომ კი არ ვართ, რომ IQ გვაქვს, ადამიანებად ჩვენ გვხდის ემპათია" — გია დვალი
-
გადახედვაროგორი იყო უმუშევრობის დონე და დასაქმების მაჩვენებელი 2023 წელს — საქსტატის მიხედვით როგორი იყო უმუშევრობის დონე და დასაქმების მაჩვენებელი 2023 წელს — საქსტატის მიხედვით
-
-
გადახედვაკანონი მიუსაფარ ცხოველებს დახმარების გარეშე დატოვებს — ცხოველთა უფლებადამცველები კანონი მიუსაფარ ცხოველებს დახმარების გარეშე დატოვებს — ცხოველთა უფლებადამცველები
-
გადახედვა"შევხვდით დაკავებულ 16 პირს, სამი პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე მიუთითებს, მათ შორის ლაზარე გრიგორიადისიც" — სახალხო დამცველის აპარატი "შევხვდით დაკავებულ 16 პირს, სამი პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე მიუთითებს, მათ შორის ლაზარე გრიგორიადისიც" — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვასაიდან იგებს Google Maps, რომ გზა გადაკეტილია? საიდან იგებს Google Maps, რომ გზა გადაკეტილია?
-
გადახედვა"შავი დღეა ქართული დემოკრატიისთვის" — განცხადებაში 11 ამერიკელი სენატორი სანქციების კონკრეტულ ზომებზე საუბრობს "შავი დღეა ქართული დემოკრატიისთვის" — განცხადებაში 11 ამერიკელი სენატორი სანქციების კონკრეტულ ზომებზე საუბრობს
-
გადახედვა4 წელი გულით ვცდილობდი, დამემტკიცებინა ხალხისთვის, რომ პარლამენტში ხელფასის ასაღებად არ ვიყავი, მაგრამ ახლა ვუერთდებით ბოიკოტს — ელისაშვილი 4 წელი გულით ვცდილობდი, დამემტკიცებინა ხალხისთვის, რომ პარლამენტში ხელფასის ასაღებად არ ვიყავი, მაგრამ ახლა ვუერთდებით ბოიკოტს — ელისაშვილი
-
გადახედვადაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს დაზიანებები აქვს სახისა და თავის არეში — ადვოკატი დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს დაზიანებები აქვს სახისა და თავის არეში — ადვოკატი
კომენტარები