ფრანგულ რესტორანს მუქარა შეუთვალეს, რადგან ეგონათ, რომ პუტინის სალათს სახელი რუსეთის პრეზიდენტის პატივსაცემად ერქვა
ფოტო: Getty Images
მას შემდეგ, რაც ფრანგულ რესტორანს მენიუში შეტანილი კერძის სახელის გამო მუქარები შეუთვალეს, კვების ობიექტს თავის მართლება მოუწია.
საქმე ისაა, რომ მომხმარებლების ნაწილს პუტინის (Poutine) სალათის სახელი რუსეთის პრეზიდენტის პატივსაცემად დარქმეული ეგონა. მით უმეტეს, რომ რესტორანს, არც მეტი, არც ნაკლები, პუტინის სახლი (La Maison de la Poutine) ჰქვია.
კვების ობიექტი ტვიტერზე წერს, რომ მთავარი კერძის სახელის გამო მათ "შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი" წერილები მიიღეს.
"ამდენად, როგორც ჩანს, საჭიროა, შეგახსენოთ, რომ La Maison de la Poutine-ს არანაირი კავშირი არ აქვს რუსეთის რეჟიმთან და მის ლიდერთან", — წერია ტვიტში, რომელსაც რესტორნის ლოგო, გულის ემოჯი და უკრაინის დროშა ერთვის.
"ჩვენი კერძი კვებეკში შეიქმნა 1950-იან წლებში. მის წარმომავლობასთან დაკავშირებული არაერთი ისტორია არსებობს, თუმცა, ერთი რამ ზუსტად ვიცით: პუტინის სალათი საკუთარ საქმეზე შეყვარებულმა მზარეულებმა შექმნეს, რათა მომხმარებლებისთვის სიამოვნება მიენიჭებინათ", — წერს პარიზული რესტორანი.
კვების ობიექტი ასევე მხარდაჭერას უცხადებს "უკრაინელ ხალხს, რომელიც შეუპოვრად იბრძვის საკუთარი თავისუფლებისთვის და რუსეთის ტირანული რეჟიმის წინააღმდეგ".
თუმცა, პუტინის სალათმა გაუგებრობა მხოლოდ საფრანგეთში როდი გამოიწვია. წინა კვირას, რუსეთის უკრაინაში შეჭრის პასუხად, კვებეკში მდებარე ერთ-ერთმა რესტორანმა კერძის დასახელება ამოიღო მენიუდან. ამასთან, კერძის შემქმნელად მიჩნეული ობიექტი ფეისბუქპოსტში, რომელიც ამ დროისთვის აღარ იძებნება, აცხადებდა, რომ სალათს დროებით "წვნიან შემწვარ კარტოფილად და ყველად" მოიხსენებდნენ.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა კერძის დასახელების შეცვლის საფუძველი პოლიტიკური სიტუაცია გახდა. 2003 წელს, ერაყის ომში საფრანგეთის პოზიციის გამო, რამდენიმე რესტორანი ფრანგულ ფრის "თავისუფლების ფრიდ" მოიხსენებდა.
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
კომენტარები