შალვა პაპუაშვილი

25 Feb. 2022, 10:39

რაც შეეხება ჩვენი ხელისუფლების თანადგომას უკრაინის მიმართ, იცით, რომ მე გუშინ შევხვდი უკრაინის ელჩს საქართველოში და მან კიდევ ერთხელ გადმოგვცა უკრაინის ხელისუფლების მადლობა თანადგომისთვის, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება იჩენს უკრაინის მიმართ. მე შეგახსენებთ ყველას, პირველი, საქართველოს პარლამენტი იყო მსოფლიოში მეორე, რომელმაც უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, და რომელსაც, სხვათა შორის, ოპოზიციის ნაწილმა ხმა არ მისცა. მეორე, საქართველო იყენებს ყველა საერთაშორისო ფორმას, გაეროს, ეუთოს, ევროსაბჭოს, ევროკავშირის სხვადასხვა ფორმატებს, იმისთვის, რომ მხარდაჭერა გამოხატოს უკრაინის მიმართ.

ის, დეზინფორმაციული კამპანია, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი მართავს, მათ შორის, სწორედ ამ რეზოლუციის წინააღმდეგ და ცდილობს დააკნინოს რეზოლუცია, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია, რომელსაც ხმა არ მისცეს, რომლის გამოც ჩვენ უკრაინა მადლობას გვიხდის. ანუ, უკრაინა არის კმაყოფილი ამ რეზოლუციით და ოპოზიციის ნაწილი არ არის კმაყოფილი ამ რეზოლუციით, რაც არის აბსურდი და ერთადერთ რამეს ადასტურებს, რომ ისინი ცდილობენ უკრაინის საკითხი გამოიყენონ შიდაპოლიტიკური დღის წესრიგისთვის.

რაც შეეხება რიგგარეშე სხდომას, იცით, რომ ქართული ოცნების ფრაქციამ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომ ფრაქცია არ დაესწრება ამ სხდომას და სწორედ ეს მიზეზები ახსნა. ჩვენ ვხედავთ და ბოლო დღეებში ვართ ამის მოწმე, რომ სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილი ცდილობს, რომ უკრაინის საკითხი გახადოს საკუთარი შინაპოლიტიკური დღის წესრიგის საკითხად. გვესმის მთელი ტალღა დეზინფორმაციისა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც მოდის ოპოზიციის ნაწილის მხრიდან უკრაინასთან დაკავშირებით. რეზოლუციის საკითხიც ადასტურებს, რომ ცდილობენ უკრაინის საკითხის გამოყენებას შიდაპოლიტიკური დღის წესრიგისთვის. ეს იქნება სწორედაც რომ არასოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ, რომ უკრაინის თემა შიდაპოლიტიკური დღის წესრიგისთვის იქნას გამოყენებული.

[...] უკრაინის საკითხი, ეს არის საქართველოს უსაფრთხოების საკითხიც, მაგრამ ეს არ არის შიდაპოლიტიკური საკითხი იმ გაგებით, რასაც ცდილობენ გარკვეული პოლიტიკური ძალები.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "არათუ ქვეყანა, "ქართული ოცნებაც" არ იმსახურებს ასეთ პრემიერს" — რის გამო დაიწყო ჩხუბი პარლამენტში?
  2. ვიქტორ ყიფიანი: თავს უფლებას მივცემ გითხრათ, გთხოვოთ, მოგიწოდოთ — "ჯერ საქართველოს" პარტიად დაფუძნების გადაწყვეტილება თქვენი ხელმოწერით გაამყაროთ
  3. EU-ში ბლოკის არაწევრი ქვეყნებიდან გამოწერილ ამანათებზე ნივთზე "3 ევროიანი" მოსაკრებელი წესდება
  4. ამოქმედდა ვებგვერდი www.ekalata.gov.ge, სადაც ფასდაკლებული პროდუქტები იქნება წარმოდგენილი
  5. რუსეთმა პერსონალური სანქციები დაუწესა 17 წლის ბრიტანელ სკოლის მოსწავლეს, რომელმაც ქართული კრიპტო პლატფორმების ქსელი გაშიფრა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

10 ფეხბურთელი წლევანდელი ჩემპიონატიდან, რომლებზეც წამებში დაიქრაშები

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ ტარდება, სპორტში ყველაზე ხმაურიანი ტურნირია. თითოეული მატჩი კი…