ევროპა გზაჯვარედინზე: საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები
ფოტო: ამერიკის ხმა
23 აპრილს საფრანგეთში პრეზიდენტს აირჩევენ. არჩევნები საფრანგეთის მომავალთან ერთად, ევროპის მომავალს გადაწყვეტს. ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების და ამერიკაში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, ევროპაში შიშობენ, რომ პოპულისტურმა ძალებმა შესაძლოა საფრანგეთშიც გაიმარჯვონ.
ამ დრომდე, გამოკითხვებით ოთხი კანდიდატი, ულტრა მემარჯვენე და პოპულისტი მარინ ლე პენი, ცენტრისტი და ახალი პარტია ონ მარშის ლიდერი, ემაუელ მაკრონი, რესპუბლიკელი ფრანსუა ფიონი, და კომუნისტი, ჟან ლუკ მელანშონი, ლიდერობენ. ამ უკანასკნელის პოპულარობის ზრდამ, ბევრი შეაშფოთა. მელანშონი ამომრჩეველს საფრანგეთის უდიდესი ბანკების ნაციონალიზაციას და ევროკავშირთან და NATO-სთან ქვეყნის ურთიერთობების გადახედვას ჰპირდება.
არჩევნებს, სავარაუდოდ, მეორე ტური გადაწყვეტს, კანდიდატების რაოდენობიდან გამომდინარე, ხმების 50 პროცენტზე მეტის მოპოვებას პირველ რაუნდში ვერცერთი კანდიდატი შეძლებს.
საარჩევნო პერიოდი მოულოდნელობებით იყო სავსე. ფრანსუა ფიონი, რომელიც საარჩევნო კამპანიის დასაწყისში გამოკითხვების მიხედვით უკან იტოვებდა კონკურენტებს, ზეწოლის ქვეშაა. ამის მიზეზი სკანდალი გახდა, რომელშიც ფიონი საკუთარი ცოლის ცრუ დასაქმების გამო გაეხვა.
დიდი პოპულარობით სარგებლობს ახალი პარტიის, ონ მარშის ლიდერი ემანუელ მაკრონი, რომელსაც ფრანსუა ოლანდის კაბინეტში ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა ეკავა. მაკრონს მიმომხილველთა ნაწილი აფასებს, როგორც პასუხს დონალდ ტრამპის პოპულისტურ პოლიტიკაზე. 39 წლის მაკრონი, ახალგაზრდა პოლიტიკოსია, რომლის ცენტრისტული პარტიაც ცდილობს ამომრჩეველს აჩვენოს, რომ ის პოლიტიკურად ახალ ძალას წარმოადგენს. მაკრონი ემხრობა ევროპულ პროექტს და მის ახალ პარტიას ეკონომიკურად ცენტრისტული პლატფორმა უჭირავს.
ვაშინგტონში მკვლევართა შეფასებით საფრანგეთის არჩევნები საერთაშორისო ჭრილში უნდა განვიხილოთ.
“გამომდინარე იმ ცვლილებებიდან რაც ამერიკაში ვიხილეთ ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, არა მარტო საფრანგეთისთვის არამედ ევროპისთვის და დასავლეთისთვის. მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რაც ევროპაში ხდება საიმიგრაციო კრიზისიდან დაკავშირებით და ევროპულ პოლიტიკაში რუსეთის ჩარევის კუთხით. მე ვფიქრობ ეს საერთაშორისო არჩევნებია და ცდება საფრანგეთის საზღვრებს,” - ამბობს ჯოსეფ ბაუ, კარნეგის ფონდიდან.
ამერიკის არჩევნებში ჩარევის შემდეგ, მიმომხილველები ფიქრობენ, რომ რუსეთი საფრანგეთის არჩევნებში ჩარევასაც ცდილობს. მოსკოვის ფავორიტი ეროვნული ფრონტის ლიდერი, მარინ ლე პენია.
მარინ ლე პენმა 2014 წელს რუსეთისგან 11 მილიონი ევროს ოდენობის სესხი მიიღო. ის ცოტა ხნის წინა კრემლში ვლადიმერ პუტინს შეხვდა და მან კიდევ ერთხელ მიმართა რუსეთს სესხის თხოვნით. მოსკოვი ინტერნეტ ტროლების და სხვა კიბერ-მეთოდებით, ლე პენის კონკურენტის, ემაუელ მაკრონის წინააღმდეგ კამპანიის აწარმოებს.
მოქმედმა პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა უსაფრთხოების სამსახურებს სთხოვა სპეციალური ზომები მიეღოთ რათა ამერიკის არჩევნების შემდეგ თავიდან აეცილებინათ რუსეთის კიბერ-თავდასხმები და საგარეო ძალის მიერ არჩევნებზე გავლენის მოხდენა. არჩევნებში მონაწილე პარტიები ლე პენის ეროვნული ფრონტის გამოკლებით, ამ კუთხით, საფრანგეთის უსაფრთხოების სამსახურებთან თანამშრომლობენ.
არჩევნების მეორე ტურში, სავარაუდოდ, ერთმანეთს ემანუელ მაკრონი და მარინ ლე პენი დაუპირისპირდებიან. ამ ორ კანდიდატს, საგარეო პოლიტიკის და ევროკავშირის მიმართ მკვეთრად განსხვავებული პოზიცია აქვთ. ლე პენის გამარჯვების შემთხვევაში, ის აპირებს რეფერენდუმის ჩატარებას, ქვეყნის მიერ ევროკავშირის წევრობის გადახედვის მიზნით. დაძაბული საარჩევნო კამპანიიდან გამომდინარე, შიშობენ რომ შესაძლოა კომუნისტი მელანშონის და პოპულისტი ლე პენის დაპირისპირება ვიხილოთ, რაც ევროპული იდეას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს.
"როდესაც ფიონი და ლეპენი ამბობენ რომ ისინი ემხრობიან ყირიმის ანექსიას და სურთ ვლადიმერ პუტინთან თანამშრომლობა სირიაში. მაკრონი ერთ-ერთია, რომელსაც სურს შეინარჩუნოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. გამომდინარე იქიდან, რომ ევროპა მისი საგარეო ხედვის ცენტრია, ის ერთადერთია, რომელსაც რუსეთისადმი მკაცრი მიდგომა სურს”, - ამბობს ბენჟამინ ჰადადი, ჰადსონის ინსტიტუტიდან.
საქართველოსთვის და აღმოსავლეთ ევროპისთვის, პრო-ევროპული კანდიდატის გამარჯვება ყველაზე მომგებიანია - ამბობს პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის პროფესორი, და საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში თორნიკე გორდაძე.
„რა თქმა უნდა, ამ არჩევნებზე საქართველოს საკითხი არ დგას, განსხვავებით 2008 და 2012 წლისა, როდესაც საქართველოს თემა რამდენჯერმე იხსნა ნახსენები ხუთდღიან [აგვისტოს] ომთან დაკავშირებით. [ამ არჩევნებზე] დგას ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის თემა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან დაკავშირებით. ამ საკითხთან შედარებით ლიბერალური მიდგომა აქვს ემანუელ მაკრონს და ბევრად უფრო კონსერვატიული მიდგომა აქვს ფრანსუა ფიონს, რომელიც გავლენის სფეროებზე პირდაპირ საუბრობს. აღარ ვლაპარაკობ უკვე მარინ ლე პენზე, რომელსაც მიაჩნია, რომ ყოფილ საბჭოთა სივრცეში ერთადერთი დომინანტი უნდა იყოს რუსეთი და სუვერენიტეტი მხოლოდ რუსეთს უნდა ქონდეს," - ამბობს გორდაძე.
საფრანგეთის არჩევნების შედეგები, ევროკავშირის და ევროპის მომავლისთვის კრიტიკულია. დასავლეთში ამერიკის არჩევნების და ბრექსიტის შედეგების შემდეგ პროგნოზების გაკეთებას ერიდებიან.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები