რასაკვირველია, პრემიერი ანტივაქსერი არ არის — ჯანდაცვის მინისტრი
ფოტო: ჯანდაცვის სამინისტრო
ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა კითხვაზე, იზიარებს თუ არა ვაქცინაციასთან დაკავშირებით პრემიერმინისტრის პოზიციას, განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ანტივაქსერი არ არის და ის ძალიან აქტიურად იყო ვაქცინაციის კამპანიაში ჩართული.
"რასაკვირველია, პრემიერი ანტივაქსერი არ არის და შეუძლებელია, რომ იყოს გამომდინარე იქიდან, რომ მას აქვს ორი ვაქცინაცია გაკეთებული. ის ძალიან აქტიურად იყო, პირიქით, ჩართული ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ყველა კამპანიაში, ასევე, იმ სამოტივაციო სისტემაში, რაც 50 წელზე ზევით ჩვენს თანამოქალაქეებზე გავაკეთეთ 200-ლარიანი დანამატი, ასევე, 100-ლარიანი ბუსტერ დოზის შემთხვევასი, აქედან გამომდინარე, იმაზე საუბარი, რომ ანტივაქსერია თუ არ არის, არასწორია", — განაცხადა აზარაშვილმა.
მისივე თქმით, პრემიერმინისტრმა იგულისხმა ის, რომ საქართველოში არსებული ვაქცინები ომიკრონის გადადების რისკს ნაკლებად აზღვევს.
"აქვე დავამატებ იმას, რაც მან თქვა და მე ამას ვისმენდი, ზუსტად გავიგე, რაც იგულისხმა, იყო ის, რომ ომიკრონის შემთხვევაში, რადგან ეს არის ისეთი შტამი და ჩვენ გვაქვს ისეთი ვაქცინები, რომელიც ამ ახალ შტამთან დაკავშირებით გადადების რისკს ნაკლებად აზღვევს, მან თქვა ის, რომ ინფიცირების შემთხვევაში ძალიან მსუბუქად გადაიტანა, რადგან ორჯერ ვაქცინირებული იყო. ომიკრონთან დაკავშირებით, როგორც იცით, ფაიზერმა შექმნა ახალი ვაქცინა და ჩვენ მარტის თვეში უკვე ეს ახალი ვაქცინა გვექნება, რომელიც კონკრეტულად ომიკრონზე მუშაობს, აქედან გამომდინარე იყო მისი კომენტარი", — ამბობს ჯანდაცვის მინისტრი.
იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ანტივაქსერული განწყობები მაღალია, ხოლო ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალი, პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ ომიკრონის შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს და ვაქცინირებულ პირს კორონავირუსი "ჩვეულებრივ" ემართება.
პრემიერმინისტრს ამ თემაზე საუბრისას არ უხსენებია ის, რასაც ეპიდემიოლოგები, მათ შორის, საკოორდინაციო საბჭოს წევრები, არაერთი თვეა იმეორებენ — რომ ბუსტერ დოზის გაკეთება აუცილებელია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები