როგორ იღებდნენ სექსის სცენას ფილმებსა და სერიალებში — 8 საინტერესო ისტორია
ფოტო: Netflix
გადასაღებ მოედანზე შემოქმედებითი ჯგუფი ბევრ პრობლემას შეიძლება წააწყდეს. თუმცა, როგორც ბევრი მსახიობი, პროდიუსერი თუ საქმეში ჩართული სხვა პირი ირწმუნება, ერთ-ერთი ყველაზე რთული სამუშაო სექსის სცენების გადაღებაა. ამაში თქვენც დარწმუნდებით, თუკი ეკრანზე ინტიმური კადრების აღბეჭდვასთან დაკავშირებულ ისტორიებს გაიგებთ.
1. Normal People
ფოტო: Hulu
კონელისა და მარიანის სექსის სცენის გადაღებისას შემსრულებელ მსახიობებს, პოლ მესკალსა და დეიზი ედგარ-ჯოუნსს, სპეციალური გელით დაფარვა მოუხდათ, რათა პერსონაჟებს ეკრანზე გაოფლილის ეფექტი ჰქონოდათ. პოლის თქმით, ერთმანეთთან დაშორებისას გელი ძალიან უხერხულ ხმას გამოსცემდა და ის და დეიზი სიცილით იხოცებოდნენ.
2. Fifty Shades
ფოტო: Universal Pictures
ფილმების გადაღებისას ქრისტიან გრეის როლის შემსრულებელს, ჯეიმი დორნანს, პატარა ქისის მსგავსი ამოსაცმელის ტარება მოუწია სექსის სცენების გადაღებებისას სასქესო ორგანოს დასაფარავად. თუმცა, გვიან აღმოაჩინა, რომ "სამოსი" სხვა ფილმის გადაღებებისას უკვე გამოეყენებინათ.
3. The Favourite
ფოტო: Fox Searchlight Pictures
ემა სტოუნი ოლივია კოლმანთან სექსის სცენის გადაღებაზე ძალიან ღელავდა. ოლივიას პატარა ხუმრობის შემდეგ ეს პროცესი სტოუნისთვის კიდევ უფრო სადარდებელი გახდა. გადაღების დაწყებამდე კოლმანმა ფეხებს შორის "დიდი, სითხით გაჟღენთილი ღრუბელი" მოიქცია და როცა ემამ მისი კაბის ქვეშ სისველე იგრძნო, გაოცებული დარჩა.
4. Bridgerton
ფოტო: Vox
რეგე ჟან-პეიჯისა და ფიბი დინევორის პირველი ერთობლივი სცენა გადასაღებ მოედანზე ბიბლიოთეკაში იყო — სადაც დაფნისა და საიმონს სექსი ჰქონდათ. მართალია, ამ ეპიზოდს ფიბი "ძალიან ვნებიანად" იხსენებს, თუმცა, ყველა მსგავსი სცენის რეპეტიცია კვირების განმავლობაში მიმდინარეობდა ინტიმურობის კოორდინატორის, ლიზი ტალბოტის, თანდასწრებით.
5. Mare of Easttown
ფოტო: HBO
სექსის სცენის გადაღების შემდეგ ქეით უინსლეტს მთელი ბრძოლის გადატანა მოუხდა, რომ დამონტაჟებისას მის სხეულს არ შეხებოდნენ. თავდაპირველად, რეჟისორი კრეგ ზობელი, აპირებდა, რომ მსახიობის "მუცლის გამობურცული ნაწილი" მოეჭრა, თუმცა, ქეითმა უთხრა, "არ გაბედოო". მსახიობმა სერიალის პოსტერის შეცვლაც ორჯერ მოითხოვა, რადგან, უინსლეტის თქმით, თავისი სახე "მეტისმეტად დამუშავებული" იყო.
6. Sex Education
ფოტო: Netflix
მუშაობის დაწყებამდე პროექტის ინტიმურობის კოორდინატორმა, იტა ო'ბრაიენმა, მსახიობებს "სხვადასხვა ცხოველის შეჯვარების პროცესის ამსახველი ვიდეოების" ნახვა დაავალა, გადაღებების მომდევნო დღეს კი მათ ნანახი მოძრაობების გამეორება მოუწიათ სხვადასხვა ადგილას. ემი ლუ ვუდის თქმით, მაშინ მსახიობები ერთმანეთს დიდად არ იცნობდნენ და ეს პროცესი დაახლოებაში დაეხმარა.
7. Game of Thrones
ფოტო: HBO
გადასაღებ მოედანზე, როცა ხალ დროგოსა და დეინერისს სექსი უნდა ჰქონოდათ, ჯეისონ მომოამ სასქესო ორგანოზე "ფუმფულა ვარდისფერი წინდა" მოირგო, ამიტომ ემილია კლარკი ეპიზოდზე მუშაობისას მხოლოდ სიცილის შეკავებას ცდილობდა.
8. Twilight
კრისტენ სტიუარტი და რობერტ პატინსონი ბინდის საგის ფილმში.
ფოტო: Summit Entertainment
სექსის სცენის გადაღებასთან მაინცდამაინც სასიამოვნო გამოცდილება არც კრისტენ სტიუარტსა და რობერტ პატინსონს აკავშირებთ. ბინდის საგის მეოთხე ფილმში ბელასა და ედვარდის სულ რამდენიმეწამიან ინტიმურ სცენაზე საათების განმავლობაში მუშაობდნენ, რადგან ბევრი ახლო კადრი იყო გადასაღები. 2015 წელს კრისტენმა გაიხსენა, რომ ის და რობი იაზრებდნენ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს სცენა ფილმში და საქმეს სრული სერიოზულობით უდგებოდნენ.
-
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტი გაგუდული იპოვეს — დააკავეს 25 წლის კაცი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტი გაგუდული იპოვეს — დააკავეს 25 წლის კაცი
გადახედვა
-
კახეთში 20 წლის კაცს 25 წლის შშმ გოგოს გაუპატიურებას ედავებიან კახეთში 20 წლის კაცს 25 წლის შშმ გოგოს გაუპატიურებას ედავებიან
გადახედვა
-
BMG: ალექსანდრე თამაზაშვილმა კომპანია "ვაინ კახეთის" 22.5%-იანი წილი ₾3 მლნ-ად გაყიდა BMG: ალექსანდრე თამაზაშვილმა კომპანია "ვაინ კახეთის" 22.5%-იანი წილი ₾3 მლნ-ად გაყიდა
გადახედვა
-
AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა
გადახედვა
-
შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის გამკაცრების ინიციატივა ჩავარდა — რაზე ჩატარდა რეფერენდუმი? შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის გამკაცრების ინიციატივა ჩავარდა — რაზე ჩატარდა რეფერენდუმი?
გადახედვა
-
MTV დაჯილდოების ცერემონია მადონას ტრიუმფით დასრულდა — ნახეთ გამარჯვებულთა სია MTV დაჯილდოების ცერემონია მადონას ტრიუმფით დასრულდა — ნახეთ გამარჯვებულთა სია
გადახედვა
-
რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები
გადახედვა
-
რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები
გადახედვა
-
დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ
გადახედვა
-
ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში ამ დროისთვის 100 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში ამ დროისთვის 100 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული
გადახედვა
-
დააკავეს ბებია, რომელმაც მარნეულში არასრულწლოვანი შვილიშვილი თანასოფლელ კაცზე იძულებით გაათხოვა დააკავეს ბებია, რომელმაც მარნეულში არასრულწლოვანი შვილიშვილი თანასოფლელ კაცზე იძულებით გაათხოვა
გადახედვა
-
უნდა გაირკვეს, ვინ არის TI-ის დამფინანსებელი — შალვა პაპუაშვილი TI-ს მიერ სააკაშვილის პოლიტპატიმრად აღიარებაზე უნდა გაირკვეს, ვინ არის TI-ის დამფინანსებელი — შალვა პაპუაშვილი TI-ს მიერ სააკაშვილის პოლიტპატიმრად აღიარებაზე
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" რუსთავის ციხეში დაბრუნდა ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" რუსთავის ციხეში დაბრუნდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან ირაკლი კობახიძე: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან
გადახედვა
-
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა
გადახედვა
-
კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოს შესახებ კოლოქვიუმი გაიმართა საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოს შესახებ კოლოქვიუმი გაიმართა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად მიხეილ სააკაშვილი: "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად
გადახედვა
კომენტარები