მტკიცებულებები მიუთითებს, რომ NFT გაყიდვების დიდი ნაწილი ყალბია
NFT-ები სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. ეს ტენდენცია ბევრს უკვირს, მაგრამ ციფრები მსგავსი პროდუქტის პოპულარობაზე მეტყველებს.
თუმცა, როგორც ჩანს, გაყიდვების დიდი ნაწილი ყალბია. ირკვევა, რომ ადამიანები საკუთარ NFT-იებს თავად ყიდულობენ, რათა ამით პროდუქტის ფასი ხელოვნურად გაზარდონ. მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ბევრი ყველაზე ძვირადღირებული NFT "შესყიდვა" მსგავსი პროცესების შედეგია.
ასევე: ყველაზე დიდი NFT მარკეტის, OpenSea-ს თქმით, NFT ბაზრის 80% პლაგიატი და სპამია
მაგალითად, იანვარში 27 ყველაზე ძვირადღირებული NFT გაყიდვები 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების იყო. თუმცა, გაყიდვები მხოლოდ ორი კრიპტო საფულედანაა, ეს კი საეჭვოდ გამოიყურება, იუწყება Reuters. ამასთან, გაყიდვების ტოპ 100-იც, მხოლოდ 16 საფულეზე მოდის.
ასევე: შემდეგი პოდკასტი: NFT — ციფრული ხელოვნების მომავალი?!
"ბევრი აქტივობა ხდება საფულეებს შორის. ვთქვათ, საფულე ერთი პროდუქტს საფულე მეორეზე ყიდის. ამის შემდეგ კი, მეორე საფულე პროდუქტის გადაყიდვას ახდენს. სავსებით სავარაუდოა, რომ ეს გაყიდვები რეალურ მოთხოვნას არ ასახავს და ის ფასების სპეციალურად გასაზრდელად ხდება", — უთხრა მოდესტა მასოიტმა, ბლოკჩეინის ბაზრის მონაცემთა ტრეკერის DappRadar-ის ფინანსური და კვლევის დირექტორმა Reuters-ს.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად არ არსებობს წესები ამ ტიპის ქცევის წინააღმდეგ. მარეგულირებელებს ჯერ არ მიუღწევიათ NFT სამყარომდე. ამიტომ მიუხედავად მტკიცებულებებისა, მსგავსი ფაქტების დამტკიცება რთულია.
კომენტარები