ყველაზე დიდი NFT მარკეტის, OpenSea-ს თქმით, NFT ბაზრის 80% პლაგიატი და სპამია
OpenSea, ერთ-ერთი ყველაზე დიდი NFT მარკეტი აცხადებს, რომ მათი უფასო ხელსაწყოს დახმარებით შექმნილი და გაყიდული NFT-ების 80% სკამი, პლაგიატი ან სპამია.
რამდენიმე დღის წინ OpenSea-მ მომხმარებლებს განუცხადა, რომ NFT-ების შექმნა მათი ხელსაწყოს დახმარებით სრულად უფასო აღარ იქნებოდა და მის გამოყენებას მხოლოდ 50-ჯერ შევძლებდით, თუმცა კომპანიამ გაითვალისწინა მომხმარებელთა წუხილი და გადაწყვეტილებაა შეცვალა.
"ჩვენ ვიჩქარეთ გადაწყვეტილების მიღება. თითოეული გადაწყვეტილების მიღებისას ჩვენ აუცილებლად ვითვალისწინებთ ხელოვან ადამიანებს. თავდაპირველად, ჩვენ შევქმენით უფასო ხელსაწყო, თუმცა მისი ბოროტად გამოყენების ფაქტები ექსპონენტურად იზრდება. პლატფორმაზე განთავსებული პროდუქტის 80% პლაგიატი ან ფეიქ კოლექციებია", — ამბობს OpenSea.
ტვიტის კომენტარებში უხვად გამოჩნდნენ NFT ხელოვანები, რომელთა ნამუშევარიც მოიპარეს და გაყიდეს.
"ვიღაცამ OpenSea-ზე ჩემი ცრუ პროფილი შექმნა და ყველაფერი ჩემი ტვიტერის ანგარიშიდან გადმოიტანა. ახლა ისინი ჩემ ნამუშევრებს NFT-ებად ყიდიან. ეს მე ვარ! თუ დახმარება შეგიძლიათ, დაარეპორტეთ ეს ანგარიში", — წერს ერთ-ერთი მომხმარებელი, Holley ტვიტერზე
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.
კომენტარები