წალკის 15 სკოლა გარემოს დასაცავად გაერთიანდა — CENN-ისა და ევროკავშირის საგრანტო კონკურსის შედეგები
წალკის მუნიციპალიტეტი კულტურული თუ სოციალური კუთხით საქართველოში ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილს იკავებს. სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონს დიდი პოტენციალი აქვს. ამ შესაძლებლობების აღმოჩენასა და გამოყენებაში კი ადგილობრივ მოსახლეობას უკვე წლებია ორგანიზაცია CENN სხვადასხვა პროექტის მეშვეობით ეხმარება. ამ ეტაპზე ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის "ეს წალკაა" ფარგლებში, წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან (LAG) ერთად CENN-მა გამოაცხადა საგრანტო კონკურსი, სადაც მონაწილეობა მიიღეს წალკის სკოლებმა. კონკურსის მიზანს წარმოადგენდა გარემოსდაცვითი დღეების პოპულარიზაცია და აღნიშვნა, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია, მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობა და ზოგადად, ახალგაზრდების გააქტიურება. პროექტში მონაწილეობა არაერთმა ადგილობრივმა სკოლამ მიიღო, აღნიშნული ინიციატივების გადახედვის შემდეგ კი შეირჩა 15 სკოლა, რომლებსაც გადაეცათ გრანტის მაქსიმალური თანხა — 1 000 ევროს ექვივალენტი ლარში.
საგრანტო კონკურსში გამარჯვებულმა სკოლებმა ძალისხმევა არ დაიშურეს და მაქსიმალურად წარმოაჩინეს თავიანთი შესაძლებლობები. შეუძლებელია ყველა აქტივობის დეტალურად აღწერა, თუმცა აუცილებელია, რამდენიმე წინადადებით მოგიყვეთ მათი ძირითადი საქმიანობების შესახებ.
სოფელ ბარეთის საჯარო სკოლა
სოფელ ბარეთის საჯარო სკოლამ პროექტის მსვლელობისას აქტივობებში რამდენიმე ათეული ადამიანი ჩართო, მათ შორის ეთნიკური უმცირესობისა და მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლები. მონიტორინგს ახორციელებდა ჯგუფი, რომელიც მოიცავდა მასწავლებელს, მოსწავლეს, მშობელსა და თემის წარმომადგენელს. პროექტის ფარგლებში სკოლაში მოეწყო მწვანე კუთხე, დამზადდა საინფორმაციო ბროშურები ორ: ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე, დასუფთავდა სკოლის მიმდებარე ტერიტორიები, გამწვანდა სკოლის ეზო. დამატებით, სკოლამ შეთანხმება მიაღწია მერიასთან — თვეში მინიმუმ ერთხელ სოფლიდან სპეციალური მანქანა გაიტანს ნარჩენებს.
სოფელ ახალშენის საჯარო სკოლა
სკოლამ განსაკუთრებული აქცენტი საგანმანათლებლო აქტივობებზე გააკეთა. დედამიწის დღესთან დაკავშირებით ახალშენის სკოლამ მოაწყო ღია კარის დღეები სახელწოდებით "დედამიწის დღე". კვირის ფარგლებში მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ დასწრებოდნენ პრეზენტაციებს დედამიწის შესახებ, მოეწყოთ დისკუსიები. ასევე, ბავშვებს ჩაუტარდათ მასტერკლასი მცენარეთა მყნობისა და გამრავლების შესახებ. დასკვნით ღონისძიებაზე კი სკოლის ეზოში ნაკვეთები კლასების მიხედვით დანაწილდა, დაირგო ყვავილები და თითოეულ ნაკვეთს მიეჩინა პასუხისმგებელი პირი. სკოლამ ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღეს სტუმრად მოიწვია მეგობარი სკოლების თანატოლები, მათ ერთმანეთს გაუზიარეს რჩევები და ისტორიები, რაც მოსწავლეთა სოციალიზაციის ერთ-ერთ გამორჩეულ პრაქტიკად შეგვიძლია მივიჩნიოთ. დამატებით, სკოლამ ჩაატარა ონლაინ შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც წარმატებულმა ქალებმა ისაუბრეს სოფლად ცხოვრების სირთულეებსა და წარმატების მიღწევის გზებზე.
სოფელ ბეშთაშენის საჯარო სკოლა
გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე ბეშთაშენის საჯარო სკოლამ პარტნიორ სკოლასთან ერთად აღნიშნა. შეხვედრისას ბავშვებმა ისაუბრეს საცხოვრებელი გარემოს პრობლემებზე, გაცვალეს იდეები და მოიფიქრეს გამოწვევების გადაჭრის გზები. მოგვიანებით, მსოფლიოს დასუფთავების დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებმა დაამზადეს პოსტერები, ფლაერები და თავად თარგმნეს ტექსტი ეთნიკური უმცირესობებისთვის. სკოლა აქტივობებში მხოლოდ მოსწავლეთა ჩართვით არ შემოიფარგლა. ტყეების საერთაშორისო დღეს ორგანიზება გაეწია ნარგავების დარგვის პროცესს, რომელშიც ბავშვებთან ერთად მშობლები და თემი ჩაერთო.
სოფელ განთიადის საჯარო სკოლა
პროექტის მსვლელობისას მონაწილეებმა აქცენტი არამხოლოდ სკოლის, სოფლის ტერიტორიისა და მდინარის ნაპირების დასუფთავებაზე გააკეთეს, არამედ დაასუფთავეს წლობით დაკეტილი სოფლის ბიბლიოთეკა და დარბაზი. მეგობარ სკოლის მოსწავლეებთან ერთად მათ მოხატეს სოფელში არსებული ნაგვის ურნები და ადგილები, რომლებიც ყველაზე მეტად ბინძურდება. გარდა ამისა, ბავშვებმა განაახლეს სოფლის ცენტრში არსებული შენობის კედელი, მოხატეს და განათავსეს გარემოს დაცვასთან დაკავშირებული ისეთი ფრაზები, როგორებიცაა: "სამყარო ჩემი სახლია", "ნუ დაყრით ნაგავს" და სხვა.
სოფელ გუმბათის საჯარო სკოლა
კონკურსის მსვლელობისას გუმბათის სკოლის მოსწავლეებმა აქტივობები მეგობარ სკოლებთან ერთად განახორციელეს. ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღეს ისინი ესტუმრნენ აშკალის საჯარო სკოლას, გააცნეს მათი საქმიანობები, გაუზიარეს სამომავლო გეგმები და განიხილეს ერთობლივად განსახორციელებელი საქმიანობები. სკოლამ მიზნად დაისახა აქტივობებში ჩაერთო აშკალის საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომელთა დიდი ნაწილი ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენს. სკოლას ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების მოწყობაში, გამწვანებაში, დასუფთავებასა და მრავალი სხვა მიზნის შესრულებაში განსაკუთრებულად დაეხმარა ეკოკლუბის არსებობა. უნდა ითქვას, რომ ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში დაფუძნებული ეკოკლუბები მრავალ გარემოსდაცვით და სოციალურ აქტივობას ახორციელებენ. თავად მოსწავლეებიც აღნიშნავენ, რომ CENN-ის ეს ინიციატივა მეტია ვიდრე ეკოკლუბების კონკურსი. ეს პიროვნული ზრდისა და საერთო მიზნის ქვეშ გაერთიანებული ახალგაზრდების დიდი გუნდია, რომელიც კრეატიული გზებით ცდილობს ეკოლოგიურ პრობლემებს ებრძოლოს.
სოფელ დაშბაშის საჯარო სკოლა
დაშბაშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტის მსვლელობისას წალკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად ქ. წალკის სკვერი გაამწვანეს. ყვავილების დარგვის შემდეგ კი სკვერში გართობის მიზნით სკეიტბორდებით ისრიალეს. დაშბაშის სკოლის მოსწავლეებისთვის ეს სოციალიზაციის ერთადერთი გზა არ ყოფილა. სკოლამ ასევე მოაწყო ლაშქრობა ტყის, ფრინველებისა და პეიზაჟის ფოტოკონკურსისთვის. ბუნებაში გადაღებული ფოტოები მოგვიანებით სკოლაში კედელზე გამოიფინა. მსოფლიო დასუფთავების დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებმა სკოლისა და დაშბაშის კანიონის მიმდებარე ტერიტორიები დაასუფთავეს, გარდა ამისა მოამზადეს ბუკლეტები და ვიდეორგოლები, რომლებიც ძირითადად ბუნებასა და გარემოს ეხებოდა.
თრიალეთისა და ბედიანის საჯარო სკოლები
ეთნიკური და არაეთნიკური ჯგუფებით დაკომპლექტებული ორი სკოლის პედაგოგთა მთავარ მიზანს წარმოადგენდა ბავშვების გაერთიანება, მათი ცნობიერების ამაღლება, ბუნებისადმი სიყვარულის გაღვივება. სკოლების წარმომადგენლებს სჯერათ, რომ საზოგადოების აქტიური ჩართულობით შესაძლებელია გარემოს დაბინძურების შემცირება. სკოლამ განსაკუთრებული აქცენტი ქალთა გაძლიერებაზე გააკეთა, კერძოდ, მათ გამოხატეს ინიციატივა აღენიშნათ სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე, რომლის ფარგლებშიც ჩაატარეს ტრენინგები თრიალეთსა და ბედიანში მცხოვრები ქალბატონებისთვის, სოფლის მეურნეობის განვითარებასა და მეცხოველეობის სფეროში. თრიალეთის საჯარო სკოლას აქტივობების განხორციელებაში დაეხმარა ბედიანის საჯარო სკოლის წარმომადგენლობა.
სოფელ სამების საჯარო სკოლა
ინიციატივის ფარგლებში სოფელ სამების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დარაქოვის სკოლის მოსწავლეებთან ერთად მოამზადეს პრეზენტაციები ეკოლოგიური პრობლემების შესახებ. გარდა ამისა, ცნობიერების ამაღლების მიზნით ბავშვებმა დაამზადეს ბუკლეტები და დაარიგეს სოფელ სამებასა და დარაქოვის თემში. სკოლამ მოაწყო კონკურსი ეზოს გამწვანებასთან დაკავშირებით, შეიძინა ნერგები, რომელთა ნაწილი სოფელ დარაქოვის საჯარო სკოლას გადასცა. ასევე მოსწავლეებმა დაასუფთავეს ტბის მიმდებარე ტერიტორია და ცენტრალურ ქუჩაზე მოაწყვეს ფლეშმობი, რითაც ადამიანებს შეახსენეს, რომ ბუნებას გაფრთხილება სჭირდება.
სოფელ ოზნის საჯარო სკოლა
სკოლამ ინიციატივა შემდეგნაირად დაასათაურა — "დედამიწა ჩვენი სახლია". პროექტის ფარგლებში გარემოს დაცვის მიმართულებით ჩატარდა ლექცია ქართულ და სომხურ ენებზე. ასევე შეიქმნა კომიქსები თემაზე "ვიცხოვროთ სუფთა გარემოში", რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეებში ტექნოლოგიური უნარების განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას. მოსწავლეებმა დაასუფთავეს სოფლის შემოგარენი, შეაგროვეს და ტერიტორიიდან გაიტანეს ნარჩენები, მოაწყვეს რეკრეაციული ზონები, განახორციელეს აქტივობები ავტომობილით გადაადგილების წინააღმდეგ, ყურადღება გაამახვილეს სოფლად მცხოვრები ქალების მდგომარეობაზე, შექმნეს თემატური ნახატები და მოაწყვეს გამოფენა.
სოფელ არწივანის საჯარო სკოლა
პროექტის მსვლელობისას მოსწავლეებმა არაერთი პრობლემა გამოკვეთეს, მათ შორის პოლიეთილენის პარკების გამოყენება. სოფლის ტერიტორიის დალაგება-დასუფთავების შემდეგ მოსწავლეებმა მოაწყვეს აქცია სახელწოდებით "ჩვენ გვიყვარს ჩვენი პლანეტა", "არა პოლიეთილენის პარკებს". ბავშვები ესტუმრნენ სოფლის მარკეტს და მოსახლეობას პროდუქტების შეძენისას დაურიგეს ქაღალდის პარკები.
ცნობიერების ამაღლების მიზნით, სკოლამ სოფლის შესასვლელთან ბანერი განათავსა, წარწერით "აქ ჩვენ ვიცავთ გარემოს". ამით უცხო პირებსა და სოფლის მოსახლეობას მოუწოდეს, რომ მოვალენი არიან გაუფრთხილდნენ და დაიცვან ბუნება. გარდა ამისა, ბავშვებმა იზრუნეს მიუსაფარ ძაღლებზე, ესტუმრნენ პარტნიორ სოფლებში მოსწავლეებს და გაუზიარეს ინფორმაცია ოთხფეხა მეგობრების შესახებ.
სოფელ ხანდოს საჯარო სკოლა
სკოლის მოსწავლეებმა წალკაში არსებული ბუნების პოპულარიზაციის მიზნით მოაწყვეს ლაშქრობა ხანდოს მიმდებარე მთებში. ხანდოს ჩანჩქერისა და კანიონის გაცნობის შემდეგ ბავშვებმა გადაიღეს ფოტოები, რომლებიც პოსტერის სახით დაბეჭდეს და სკოლაში გამოფინეს. პროექტის მსვლელობისას მოსწავლეებმა საზოგადოებაში ინფორმაცია გაავრცელეს დედამიწის საათის შესახებ. მათ გადაიღეს ფოტოები და სოციალურ ქსელში გაავრცელეს სათაურით: "დედამიწასაც სჭირდება დასვენება". დედამიწის დღეს კი ხანდოს სკოლის საზოგადოების წევრებმა დაასუფთავეს სოფელი. ბავშვებმა გადამფრენ ფრინველთა დღეს სოფელ გუმბათის სკოლის ეკო კლუბთან ერთად მოაწყვეს ექსკურსია მადათაფის ტბაზე. საბოლოო ჯამში, პროექტში მონაწილეობა ორმოცდაათამდე ადამიანმა შეძლო.
წალკის N1 საჯარო სკოლა
პროექტის მსვლელობისას მონაწილეებმა თავიანთი ინიციატივა შემდეგნაირად გამოხატეს - "ჩემი გარემო — ჩემი საზრუნავი". ინიციატივის ფარგლებში მათ არაერთხელ მოაწყვეს დასუფთავების აქცია. გარდა ამისა, 22 ოქტომბერს ქალაქის ცენტრში მოაწყვეს მსვლელობა ველოსიპედებით. აქციაში მონაწილეობა მიიღეს მოსწავლეებმა და პედაგოგებმა. დღის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ველოსიპედის, როგორც ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის პოპულარიზაცია და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა. ამავე მიზნით სკოლის ეზოში ველოსადგომიც მოეწყო. პროექტის ფარგლებში სკოლაში მოეწყო შეხვედრები, რომლებიც ეხებოდა შემდეგ თემებს: პესტიციდების გამოყენება, კლიმატის ცვლილება, ცხოველთა დაცვა, ტყეების მოვლა-შენარჩუნება და სხვა.
წალკის N2 საჯარო სკოლა
საგრანტო კონკურსში ჩართვის შემდეგ წალკის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქალაქის სკვერში დარგეს ნერგები, დაამზადეს და გაავრცელეს საინფორმაციო ბუკლეტები, მოიწვიეს პარტნიორი სკოლები, შეაგროვეს მაკულატურა და გადაცვალეს მხატვრულ ლიტერატურაში. წალკის N2 საჯარო სკოლის ინიციატივას "მინდა ვუყურო მწვანე სამყაროს" შეუერთდა სოფელ განთიადის, დაშბაშისა და ხარების საჯარო სკოლები. მოსწავლეებმა საერთო ძალისხმევით შეძლეს სხვადასხვა აქტივობის განხორციელება, მათ შორის მოაწყვეს დასუფთავების აქციები და ჩაატარეს ტრენინგები, რაც მიზნად ისახავდა გარემოსთან დაკავშირებულ თემებზე ცნობიერების ამაღლებას.
ზემოხსენებული ისტორიები ნათლად აჩვენებს მოსწავლეთა ინტერესსა და მოტივაციას გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებით. არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა, სკოლებს შორის მჭიდრო კავშირების არსებობა და მოსწავლეთა სოციალიზაცია განსაკუთრებულად მნიშნველოვანია ისეთ რეგიონში, როგორიცაა წალკა. მრავალეთნიკურ მუნიციპალიტეტში გარემოსდაცვითი მიმართულებით სკოლათა გააქტიურება დადებითად აისახება ეკოლოგიასა და ახალგაზრდების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ამის ნათელ მაგალითად კი შეგვიძლია მივიჩნიოთ ის შედეგები, რომლებსაც სკოლები სხვადასხვა პროექტის ფარგლებში აღწევენ. ერთი რამ ცხადზე ცხადია, წალკა ხდება სოციალიზაციისა და ეკოლოგიაზე ზრუნვის ცოცხალი მაგალითი.
-
გადახედვათსუ-ში მყოფ სტუდენტებს დაცვის თანამშრომლები და ერთი უცნობი პირი დაუპირისპირდნენ თსუ-ში მყოფ სტუდენტებს დაცვის თანამშრომლები და ერთი უცნობი პირი დაუპირისპირდნენ
-
გადახედვაპიტერ ფიშერის თქმით, არსებულ ვითარებაში, საქართველოსთვის EU-ში გაწევრიანების შანსი არ არსებობს პიტერ ფიშერის თქმით, არსებულ ვითარებაში, საქართველოსთვის EU-ში გაწევრიანების შანსი არ არსებობს
-
გადახედვა"ჩემი ხმა" 25 ნოემბერს, დილის 9 საათზე, პარლამენტის უკან აქციას აანონსებს "ჩემი ხმა" 25 ნოემბერს, დილის 9 საათზე, პარლამენტის უკან აქციას აანონსებს
-
გადახედვამერია: კოსტავას ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება მერია: კოსტავას ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
-
გადახედვაილიაუნის "ა" კორპუსის წინ ხვალ 7 ლექცია ჩატარდება — ლექციების განრიგი ილიაუნის "ა" კორპუსის წინ ხვალ 7 ლექცია ჩატარდება — ლექციების განრიგი
-
გადახედვა22 ნოემბერს თბილისის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება 22 ნოემბერს თბილისის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება
-
გადახედვაგიორგი ვაშაძე: შაბათს გვექნება დიდი აქცია გიორგი ვაშაძე: შაბათს გვექნება დიდი აქცია
-
გადახედვაპუტინის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილების საპასუხოდ, უკრაინაში ახალი ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს პუტინის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილების საპასუხოდ, უკრაინაში ახალი ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს
-
გადახედვაეუთო/ოდირი: ოდირი შეშფოთებულია საქართველოში გადაჭარბებული საპოლიციო ძალის გამოყენების შესახებ ცნობებით ეუთო/ოდირი: ოდირი შეშფოთებულია საქართველოში გადაჭარბებული საპოლიციო ძალის გამოყენების შესახებ ცნობებით
-
გადახედვაპროკურატურა ბრალდებას დაუმძიმებს პირს, რომელმაც საგარეჯოში მეუღლეს სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა — ქალი კლინიკაში გარდაიცვალა პროკურატურა ბრალდებას დაუმძიმებს პირს, რომელმაც საგარეჯოში მეუღლეს სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა — ქალი კლინიკაში გარდაიცვალა
-
გადახედვააშშ-მა რუსულ "გაზპრომბანკს" სანქციები დაუწესა აშშ-მა რუსულ "გაზპრომბანკს" სანქციები დაუწესა
-
გადახედვალიზი თირქია: საგამოძიებოში მითხრეს, რომ გაურკვევლობა მოხდა ლიზი თირქია: საგამოძიებოში მითხრეს, რომ გაურკვევლობა მოხდა
-
გადახედვაგიორგი გახარია: "ოცნებას" მალე წამოვაძახებ რაღაცებს, პირველ რიგში ბოდიშს გავახსენებ გიორგი გახარია: "ოცნებას" მალე წამოვაძახებ რაღაცებს, პირველ რიგში ბოდიშს გავახსენებ
-
გადახედვა1 იანვრიდან "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის ხელფასი 16 250 ლარი იქნება 1 იანვრიდან "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის ხელფასი 16 250 ლარი იქნება
-
გადახედვადამკვირვებლები აცხადებენ, რომ ქართულ დიასპორას ხმის მიცემის უფლება შეეზღუდა დამკვირვებლები აცხადებენ, რომ ქართულ დიასპორას ხმის მიცემის უფლება შეეზღუდა
-
გადახედვაგიორგი კალანდარიშვილს 6-საათიანი გამოკითხვის შემდეგ, კომენტარი არ გაუკეთებია გიორგი კალანდარიშვილს 6-საათიანი გამოკითხვის შემდეგ, კომენტარი არ გაუკეთებია
-
გადახედვააზერბაიჯანელ აქტივისტ ვაფა ნაგს COP29-ის პროტესტისთვის სამთავრობო მედია ესხმის თავს აზერბაიჯანელ აქტივისტ ვაფა ნაგს COP29-ის პროტესტისთვის სამთავრობო მედია ესხმის თავს
-
გადახედვაარსებობს სიტყვა, რომელიც მრავალ ენაში უნივერსალურია არსებობს სიტყვა, რომელიც მრავალ ენაში უნივერსალურია
-
გადახედვადღეს 20 საათზე მელიქიშვილზე საპროტესტო აქცია — "მათეს თავისუფლებისთვის" გაიმართება დღეს 20 საათზე მელიქიშვილზე საპროტესტო აქცია — "მათეს თავისუფლებისთვის" გაიმართება
-
გადახედვაეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
-
გადახედვა24 ნოემბერს, თავისუფლების მოედანზე ქალთა მარში გაიმართება 24 ნოემბერს, თავისუფლების მოედანზე ქალთა მარში გაიმართება
კომენტარები