ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია იქნება
ფოტო: კობა ნაყოფია / FB
ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ კობა ნაყოფია იქნება. გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გამოაცხადა. მისი თქმით, რაც არ უნდა ორგანიზებული პოლიტიკური ძალა არსებობდეს, გარკვეული დროის შემდეგ, განახლება და გადანაცვლება მნიშვნელოვანია.
"რა თქმა უნდა, ცვლილებების აუცილებლობა განპირობებული არის იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომლის წინაშე დგას პარტია ენმ და ყველაზე მთავარი, რომლის წინაშეც ვდგავართ თითოეული ჩვენგანი, ქვეყანა და სახელმწიფო", — განაცხადა მელიამ.
ამასთან, როგორც მელიამ აღნიშნა, პეტრე ცისკარიშვილი პარტიის გენერალური მდივანი იქნება, ხოლო თავად თბილისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობას შეითავსებს. მისი თქმით, რეფორმების გატარებას პარტიის შიგნით შარშან აპირებდა, მაგრამ შესაძლებლობა არ მიეცა და პროცესი გაიწელა. მისივე განცხადებით, ახლა "გარდაუვალ აუცილებლობად" მიიჩნევს, რომ პარტიამ მნიშვნელოვნად შეცვალოს დღის წესრიგი და შიგთავსი.
"ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ასევე უნდა გადაწყდეს ამ ცვლილებების შედეგად არის რა? ერთხელ და სამუდამოდ პოლიტიკური მართლმსაჯულება დასრულდეს და არავის არ ჰქონდეს, ვიქნებით ოპოზიციაში, ვიქნებით ხელისუფლებაში, იმის განცდა, რომ ვიღაცა დაისაჯა ან დაკავებულ იქნა არასამართლიანად. დღეს არცერთი სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ არ არსებობს არანაირი ტიპის ნდობა საზოგადოებაში და ეს არის მთავარი პრობლემა", — განაცხადა მან.
გაურკვევლობა გამოიწვია პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტმა. მელიამ ბრიფინგზე განაცხადა:
"მე ამ წუთის მდგომარეობით ვიყავი პარტიის თავმჯდომარე და ამავე დროს ვიყავი პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე და სამწუხაროდ, პარტიის გაძლიერებას არ ემსახურებოდა სტრუქტურულად გაუმართავი მდგომარეობა, რომელშიც ჩვენ ვიყავით დღეის მდგომარეობით".
თუმცა მოგვიანებით თავადვე თქვა, რომ პარტიას პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე არ ჰყავდა და ცვლილებები დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი.
"პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე პარტიას არ ჰყავდა დღემდე, გესმით. მე როგორ ვიყავი, მე ვიყავი პარტიის თავმჯდომარე, რომელიც პოლიტიკური საბჭოს არარსებობას მტკივნეულად განიცდიდა და სულ ტურბულენტურ პროცესში ვიყავით, დიდი ხანია გვქონდა ეს გადაწყვეტილება ჩვენ მიღებული, მაგრამ განვითარებული პროცესების კვალდაკვალ დღემდე ვერ მოხერხდა", — განაცხადა მელიამ.
გაიგეთ მეტი:
-
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტი გაგუდული იპოვეს — დააკავეს 25 წლის კაცი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტი გაგუდული იპოვეს — დააკავეს 25 წლის კაცი
გადახედვა
-
კახეთში 20 წლის კაცს 25 წლის შშმ გოგოს გაუპატიურებას ედავებიან კახეთში 20 წლის კაცს 25 წლის შშმ გოგოს გაუპატიურებას ედავებიან
გადახედვა
-
BMG: ალექსანდრე თამაზაშვილმა კომპანია "ვაინ კახეთის" 22.5%-იანი წილი ₾3 მლნ-ად გაყიდა BMG: ალექსანდრე თამაზაშვილმა კომპანია "ვაინ კახეთის" 22.5%-იანი წილი ₾3 მლნ-ად გაყიდა
გადახედვა
-
AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა
გადახედვა
-
YouTube, TikTok, Meta და X ფილმ მასკის რეკლამის განთავსებაზე უარს ამბობენ YouTube, TikTok, Meta და X ფილმ მასკის რეკლამის განთავსებაზე უარს ამბობენ
გადახედვა
-
ლევან მაჭავარიანი: "სიმჩატე" არ გვახასიათებს და უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს აშშ-დან ლევან მაჭავარიანი: "სიმჩატე" არ გვახასიათებს და უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს აშშ-დან
გადახედვა
-
შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის გამკაცრების ინიციატივა ჩავარდა — რაზე ჩატარდა რეფერენდუმი? შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის გამკაცრების ინიციატივა ჩავარდა — რაზე ჩატარდა რეფერენდუმი?
გადახედვა
-
MTV დაჯილდოების ცერემონია მადონას ტრიუმფით დასრულდა — ნახეთ გამარჯვებულთა სია MTV დაჯილდოების ცერემონია მადონას ტრიუმფით დასრულდა — ნახეთ გამარჯვებულთა სია
გადახედვა
-
რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები
გადახედვა
-
დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ
გადახედვა
-
უნდა გაირკვეს, ვინ არის TI-ის დამფინანსებელი — შალვა პაპუაშვილი TI-ს მიერ სააკაშვილის პოლიტპატიმრად აღიარებაზე უნდა გაირკვეს, ვინ არის TI-ის დამფინანსებელი — შალვა პაპუაშვილი TI-ს მიერ სააკაშვილის პოლიტპატიმრად აღიარებაზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან ირაკლი კობახიძე: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან
გადახედვა
-
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა
გადახედვა
-
კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოს შესახებ კოლოქვიუმი გაიმართა საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოს შესახებ კოლოქვიუმი გაიმართა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად მიხეილ სააკაშვილი: "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
კომენტარები