დღეს სავაჭრო ქსელი თბილისი მოლი ხუთი წლის გახდა, ამ დღის აღსანიშნავად დღის განმავლობაში მომხმარებლებს ბევრი საინტერესო შეთავაზება დახვდათ. მათ შორის საბავშვო სახელოსნო, ვირტუალური რეალობის თამაშები, სპეციალური გასართობი ზონა ბავშვებისთვის და დღის მთავარი მოვლენა - ღამის შოპინგი, სადაც ნებისმიერ მსურველს ღამის 22 საათიდან 12 საათამდე საშუალება ჰქონდა თბილისი მოლის ტერიტორიაზე არსებული მაღაზიებში სასურველი პროდუქცია ფასდაკლებებით შეეძინათ.

თბილისი მოლის ტერიტორიაზე 18:00 საათიდან თბილისის ბიგ ბენდი უკრავდა. ბენდთან ერთად სხვადასხვა სიმღერები შეასრულეს მარიკო ებრალიძემ, მაია ბარათაშვილმა, ალეკო ბერძენიშვილმა, გიორგი სუხიტაშვილმა და სხვა მომღერლებმა.

ზუსტად 21:00 საათზე კი თბილისი მოლში დაბადების დღის აღსანიშნავი მუსიკის ფონზე საიუბილეო ტორტი გაჭრეს.

ფოტო: On.ge

თბილისი მოლი დაბადების დღის აღნიშვნას განაგრძობს და საკუთარ მომხმარებლებს 8 აპრილსაც განსაკუთრებულ პროგრამას სთავაზობს:

  • 10:00 - 22:00 – საბავშვო სახელოსნო
  • 10:00 - 22:00 – ვირტუალური რეალობის თამაშები
  • 13:00 - 19:00 - ბავშვთა გასართობი ზონა
  • 13:00 - მუსიკალური მარში
  • 15:00 - მუსიკალური მარში
  • 17:00 - თოჯინური წარმოდგენა "დონ კიხოტი"
  • 18:00 - მუსიკალური მარში
  • 18:30 - 20:30 - საქსაფონისტის წარმოდგენა
  • 21:00 - მუსიკალური მარში

ასე, რომ თუ გსურთ უფრო მეტი, ვიდრე გართობა და შოპინგი, 8 აპრილს თქვენი დანიშნულების ადგილი მხოლოდ თბილისი მოლი უნდა იყოს.