"ასეთ პირობებში დამღუპველია ორჭოფობა" — სააკაშვილის დასავლური მანიფესტი
ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "დასავლურ მანიფესტი" გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ იმ პირობებში, როგორიც დღეს საქართველოშია, დამღუპველია ორჭოფობა და ნეიტრალიტეტი. მისი თქმით, ქართულმა ოცნებამ გამოაცხადა, რომ აღარ არის საჭირო "თავის დახრა", დასავლელი პარტნიორების მიმართ და მათ უკეთ იციან, ქვეყანაში რა ხდება და არავინ უნდა ასწავლოს ჭკუა. სააკაშვილის თქმით, ხელისუფლებას ჰგონია, რომ დასავლელი პარტნიორები არაკვალიფიციურ შენიშვნებს აძლევენ, რადგან "ოპოზიციის აგენტები არიან".
სააკაშვილის აზრით, ასე საუბრობენ იმ ქვეყნებში, რომლების ხელისუფლებებმაც გადაწყვიტეს დასავლური ორბიტიდან გავიდნენ და თავისი დიქტატორული მმართველობისთვის "კომფორტ ზონა იპოვონ რუსეთის ორბიტაზე".
"დღეს, როგორც არასდროს, ერთმანეთთან მჭიდრო და ურყევ კავშირშია შიდა და საგარეო პოლიტიკური თემები. დემოკრატიული რეფორმები, კერძოდ კანონის უზენაესობა (პირველ რიგში თავისუფალი სასამართლო), სამართლიანი არჩევნები, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, მედიის თავისუფლება, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და ყველას თანასწორობა დემოკრატიის აუცილებელი და მთავარი წინაპირობაა.
უმრავლესობის მიერ უმცირესობის უფლებების პატივისცემა და მათთვის ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობის მიცემა და არა მათ წინააღმდეგ უმრავლესობის დაგეშვა წინასაარჩევნო ქულების დასაწერად. ნებისმიერი ტიპის უმცირესობების წინააღმდეგ ბრძოლა არათუ ქართული ოცნების მიერ წახალისებულია, არამედ საკუთრივ მათი მოქმედების შედეგია და მწყობრად ჩამოყალიბებული პიარ სტრატეგია და ქვეყნის მართვის სტილია. ევროპა ვერასდროს დაიბრუნებს საკუთარ წიაღში ამგვარ საქართველოს, რომელიც სინამდვილეში სულაც არაა ამგვარი, მისგან ქმნიან ქსენოფობების ქვეყანას, რომლის ადგილიც ევროპულ ოჯახში არ უნდა იყოს", — წერს სააკაშვილი.
სააკაშვილი ასევე საუბრობს 3+3 ფორმატზე და ამბობს, რომ თურქეთის საგარეო მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს იმედს, საქართველო შეუერთდეს ამ ფორმატს, არც ერთი მკაფიო დაგმობა არ მოჰყოლია საქართველოს არც ერთი სახელისუფლებო სტრუქტურის კი არა, აქტორისგანაც კი.
სააკაშვილის თქმით, თავად არის აღმოსავლეთის პარტნიორობის იდეის ერთ-ერთი ინიციატორი და შემსრულებებლი, დღეს კი, საქართველო მოიხსნა დღის წესრიგიდან.
"საქართველო იყო ლიდერი ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის, დღეს ის საგრძნობლად ჩამორჩება ევროკავშირთან დაახლოების მოლდოვისა და უკრაინის ტემპებს. ევროკავშირის შეფასებით, ზოგი კრიტერიუმით საქართველოს უკვე სომხეთიც უსწრებს (დემოკრატიისა და არჩევნების ჩატარების ხარისხით). საქართველოს მიმართ ბრიუსელში ყველაზე ხშირად გაისმის სიტყვები "იმედგაცრუება" და "გადაღლა", რაც დიპლომატიურ ენაზე რეგრესსა და კურსიდან გადახვევას ნიშნავს. ნატოში ინტეგრაციის კუთხითაც აშკარაა ტემპისა და აქტიურობის შემცირება, ნატოს ორ ახალ წევრთან (მონტენეგროსა და ჩრდ. მაკედონიასთან) შედარებით, საქართველოს ბევრად უფრო ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდა ნატოსთან, ნატოს სამხედრო ძალებთან თანამშრომლობის განუზომლად უფრო დიდი გამოცდილებით.
საქართველო ბევრად უფრო აქტიურად იყო ჩართული ნატოს ოპერაციებში (მაგ. ავღანეთში, ვიდრე ნატოს წევრი ბევრი ქვეყანა). დღეს უკრაინის გაწევრიანების საკითხი უფრო აქტიურად არის განხილვის თემა, ვიდრე საქართველოსი. საქართველო პრაქტიკულად მოხსნილია დღის წესრიგიდან", — წერს სააკაშვილი.
როგორც სააკაშვილი ამბობს, ჩვენ სულ უფრო ნაკლები დრო გვრჩება "საქართველოს გეოპოლიტიკური კატასტროფის" შესაჩერებლად. ამასთან, როგორც ის განმარტავს, უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს ისტორიულ საფუძვლებს, საიდანაც ოდესღაც ძალით ამოგვგლიჯეს.
-
ქვიზი: როგორ იცი მსოფლიოს ისტორია? (რთული ვერსია) ქვიზი: როგორ იცი მსოფლიოს ისტორია? (რთული ვერსია)
-
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკში კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკში
-
ხორცის ჭამა არსებითად არასწორია — ბილი აილიში ხორცის ჭამა არსებითად არასწორია — ბილი აილიში
გადახედვა
-
შეისწავლეს ჩაძირული პრეისტორიული კუნძული, რომელიც სტოუნჰენჯზე ძველია შეისწავლეს ჩაძირული პრეისტორიული კუნძული, რომელიც სტოუნჰენჯზე ძველია
გადახედვა
-
კრიპტო უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკშია — დაიწყე ინვესტირება მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკით კრიპტო უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკშია — დაიწყე ინვესტირება მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკით
-
მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში
-
ქვიზი: რამდენად კარგად გახსოვს სერიალი Game of Thrones? ქვიზი: რამდენად კარგად გახსოვს სერიალი Game of Thrones?
-
მამუკა მდინარაძე: "ვთხოვ სუს-ს გამოაქვეყნოს ვიდეო, სადაც იქნება აღწერილი როგორ იღებს გიორგი უძილაური დირექტივებს" მამუკა მდინარაძე: "ვთხოვ სუს-ს გამოაქვეყნოს ვიდეო, სადაც იქნება აღწერილი როგორ იღებს გიორგი უძილაური დირექტივებს"
გადახედვა
-
ლუკაშენკო, გუნბა, გაგლოევი — რომელი ქვეყნის ლიდერებს ელდებიან წითელ მოედანზე 9 მაისს? ლუკაშენკო, გუნბა, გაგლოევი — რომელი ქვეყნის ლიდერებს ელდებიან წითელ მოედანზე 9 მაისს?
გადახედვა
-
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს — ღონისძიების მხარდამჭერია SOLO დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს — ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
-
ლევან ხაბეიშვილი:"ჩემზე ფიზიკური ძალადობა მინიმუმ 27 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. მაქვს ინფორმაცია, რომ ვიდეოს კობახიძეს უგზავნიდნენ" ლევან ხაბეიშვილი:"ჩემზე ფიზიკური ძალადობა მინიმუმ 27 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. მაქვს ინფორმაცია, რომ ვიდეოს კობახიძეს უგზავნიდნენ"
გადახედვა
-
"მაიმუნების პლანეტის" ახალ ფილმს "ფანტასტიკური ოთხეულის" რეჟისორი გადაიღებს "მაიმუნების პლანეტის" ახალ ფილმს "ფანტასტიკური ოთხეულის" რეჟისორი გადაიღებს
გადახედვა
-
ლურჯი წერტილების ციებ-ცხელება — რატომ აუქმებენ მუსიკოსები ტურნეებს? ლურჯი წერტილების ციებ-ცხელება — რატომ აუქმებენ მუსიკოსები ტურნეებს?
გადახედვა
-
გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
-
ირაკლი კობახიძე: "როდესაც ვხედავთ სამართალდარღვევას, რა თქმა უნდა, იქ აუცილებელია სახელმწიფოს რეაგირება" ირაკლი კობახიძე: "როდესაც ვხედავთ სამართალდარღვევას, რა თქმა უნდა, იქ აუცილებელია სახელმწიფოს რეაგირება"
გადახედვა
-
გელა ხასიამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა გელა ხასიამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა
გადახედვა
-
ჰანტავირუსს საკრუიზო გემზე 3 ადამიანი ემსხვერპლა — რა ვიცით ახალ ვირუსზე? ჰანტავირუსს საკრუიზო გემზე 3 ადამიანი ემსხვერპლა — რა ვიცით ახალ ვირუსზე?
გადახედვა
-
ერევანში ზელენსკისთვის ტრიბუნის დათმობის შემდეგ, სომხეთის ელჩი რუსეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს ერევანში ზელენსკისთვის ტრიბუნის დათმობის შემდეგ, სომხეთის ელჩი რუსეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს
გადახედვა
-
IOC-მა ბელარუსის სპორტსმენებს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის უფლება მისცა IOC-მა ბელარუსის სპორტსმენებს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის უფლება მისცა
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: იყო პრობლემა ამოცნობის, იყო პრობლემა მტკიცებულებების. ...არავინ არავისთვის ხელის დაფარებას არ აპირებს შალვა პაპუაშვილი: იყო პრობლემა ამოცნობის, იყო პრობლემა მტკიცებულებების. ...არავინ არავისთვის ხელის დაფარებას არ აპირებს
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, მეხსიერების ფორმირება "ცარიელი ფურცლიდან" არ იწყება ახალი კვლევის თანახმად, მეხსიერების ფორმირება "ცარიელი ფურცლიდან" არ იწყება
გადახედვა
კომენტარები