იმისთვის რომ რეკონსილიაციის პროცესი დაჩქარდეს, 21 დეკემბერს ბევრი უნდა ვიყოთ — სააკაშვილი
ფოტო: მიხეილ სააკაშვილი / FB
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, იმისთვის რომ შერიგების პროცესი დაჩქარდეს, 21 დეკემბერს მის მხარდამჭერ აქციაზე ბევრი ადამიანი უნდა იყოს. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მიესალმება დიალოგის შეთავაზებას, თუმცა მნიშვნელოვანია, დავინახოთ შედეგები.
"მე მინდა ვუთხრა ყველას, ვინც მიესალმება დიალოგის შეთავაზებას, რომ მეც თქვენს რიგებში ვარ. მაგრამ, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ მნიშვნელოვანია დავინახოთ შედეგი, და თან, დავინახოთ რაც შეიძლება სწრაფად. ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ვითარება ვერ აიტანს დაყოვნებას.
ამიტომაც, იმისათვის, რომ რეკონსილიაციის პროცესი დაჩქარდეს და რეალური კონტურები შეიძინოს, დაუყოვნებლივ მივაღწიოთ პოლიტიკური რეპრესიების შეწყვეტას და ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელ პოლიტიკურ ცვლილებებს, 21 დეკემბერს ბევრნი უნდა ვიყოთ", — აცხადებს ის.
სააკაშვილმა მიმართა მომხრეებს, რომ მისი ციხიდან გამოსვლისთვის ჯერ ხალხი უნდა გამოვიდეს ქუჩაში და რაც შეიძლება მძლავრი მშვიდობიანი პროტესტი დაანახონ ხელისუფლებას. მისივე თქმით, ეს დააჩქარებს კრიზისის დაძლევასაც და დიალოგსაც.
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, 21 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე აქცია გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია Facebook-ში ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიამ გაავრცელა. აქცია 18:00 საათზე დაიწყება.
16 დეკემბერს, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სპეციალურ საახალწლო მიღებაზე, რომელზეც როგორც ხელისუფლება, ისე საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები მიიწვია, ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციაზე ისაუბრა და მისი გადაჭრის გზად სწორედ ერთიანი ძალისხმევა დაასახელა. ზურაბიშვილის განცხადებით, შერიგება ვერ იქნება წინაპირობა, რადგან ის არის შედეგი. მისივე თქმით, პროცესი უნდა დაიწყოს მოსმენით, აზრების გაცვლით, გაგრძელდეს სიმართლის გაგებითა და შემდეგ შეიძლება, საბოლოო მიზანს მიაღწიო.
მანამდე, 10 დეკემბერს, აშშ-ში, დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ დაიწყებს ინკლუზიურ პროცესს და ეროვნული მასშტაბის საუბარს, რომელშიც მთელი საზოგადოება იქნება ჩართული. ზურაბიშვილის თქმით, ამით მივაღწევთ უახლესი ისტორიის "საერთო აღქმას" და წავალთ წინ.
მოქმედ პრეზიდენტის გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და მას ასევე ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის იდეის შესრულება შესთავაზა. საუბარია სამივე პრეზიდენტის შეხვედრაზე. სააკაშვილმა ზურაბიშვილი და მარგველაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში შესახვედრად მიიწვია.
იდეას გამოეხმაურა მარგველაშვილიც, რომელმაც განაცხადა, რომ სამი პრეზიდენტის შეხვედრა სწორად დანახული დინამიკაა.
France 24-თან ინტერვიუში კი ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ აიღო ვალდებულება, შერიგების პროცესის დაწყების.
-
ბოლო 14 წელიწადში სურსათის ფასები 122%-ით გაიზარდა — ინფლაცია 90-იანი წლებიდან დღემდე ბოლო 14 წელიწადში სურსათის ფასები 122%-ით გაიზარდა — ინფლაცია 90-იანი წლებიდან დღემდე
გადახედვა
-
თბილისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მერიის სარეაბილიტაციო სამუშაო ნებართვას მთავრობის ნაცვლად საკრებულო გასცემს — ახალი კანონპროექტი თბილისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მერიის სარეაბილიტაციო სამუშაო ნებართვას მთავრობის ნაცვლად საკრებულო გასცემს — ახალი კანონპროექტი
გადახედვა
-
Samsung-ის ჭკვიანი საათი გონების დაკარგვას 5 წუთით ადრე იწინასწარმეტყველებს Samsung-ის ჭკვიანი საათი გონების დაკარგვას 5 წუთით ადრე იწინასწარმეტყველებს
გადახედვა
-
"ვიდეოში მკვლელობის მოტივის ოფიციალურ ვერსიას ვციტირებთ" — "ფედერალისტები" იზა ომაძის განცახდებაზე "ვიდეოში მკვლელობის მოტივის ოფიციალურ ვერსიას ვციტირებთ" — "ფედერალისტები" იზა ომაძის განცახდებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის — მიიღეთ ქეშბექი საყვარელ ობიექტებში საქართველოს ბანკის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის — მიიღეთ ქეშბექი საყვარელ ობიექტებში
-
კროსვორდი: გამოიცანი ქართველი მომღერალი ჰიტით კროსვორდი: გამოიცანი ქართველი მომღერალი ჰიტით
გადახედვა
-
საირმეს რეკრეაციული ფერმა — გამორჩეული ადგილი ველური ბუნების ფოტოგრაფიისთვის საირმეს რეკრეაციული ფერმა — გამორჩეული ადგილი ველური ბუნების ფოტოგრაფიისთვის
-
საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის
-
ეშმაკს აცვია პრადა, პაპს აცვია ნაიკი — ნახეთ ლეო XIV კედებში ეშმაკს აცვია პრადა, პაპს აცვია ნაიკი — ნახეთ ლეო XIV კედებში
გადახედვა
-
როცა გაქვს მიზანი და შენი საქმეც გიყვარს, ეს არ გაჩერებს — თამრი ხურცილავა, სუხიშვილების მოცეკვავე როცა გაქვს მიზანი და შენი საქმეც გიყვარს, ეს არ გაჩერებს — თამრი ხურცილავა, სუხიშვილების მოცეკვავე
-
შესაძლოა, ადამიანებს რეგენერაციის დაფარული უნარები გვქონდეს შესაძლოა, ადამიანებს რეგენერაციის დაფარული უნარები გვქონდეს
გადახედვა
-
გაიარე მეტი Bridgestone-თან ერთად — თბილისში თეგეტა მოტორსის მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა გაიარე მეტი Bridgestone-თან ერთად — თბილისში თეგეტა მოტორსის მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
-
კვლევის თანახმად, თუთიყუშები სახელებს პრაქტიკული დანიშნულებისთვის იყენებენ კვლევის თანახმად, თუთიყუშები სახელებს პრაქტიკული დანიშნულებისთვის იყენებენ
გადახედვა
-
Game of Thrones-ის ფანმა AI-ის დახმარებით სცენარი შეცვალა Game of Thrones-ის ფანმა AI-ის დახმარებით სცენარი შეცვალა
გადახედვა
-
როგორ იზრდება ახალი თაობა ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში როგორ იზრდება ახალი თაობა ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში
-
Google-ის განცხადებით, ჰაკერებმა პროგრამული ხარვეზის აღმოსაჩენად AI გამოიყენეს Google-ის განცხადებით, ჰაკერებმა პროგრამული ხარვეზის აღმოსაჩენად AI გამოიყენეს
გადახედვა
-
თურქეთმა სომხეთთან ორმხრივი ვაჭრობის შეზღუდვები მოხსნა თურქეთმა სომხეთთან ორმხრივი ვაჭრობის შეზღუდვები მოხსნა
გადახედვა
-
მთავრობის წევრების მოადგილეები სახელფასო დანამატების მიღებას შეძლებენ — ახალი კანონპროექტი მთავრობის წევრების მოადგილეები სახელფასო დანამატების მიღებას შეძლებენ — ახალი კანონპროექტი
გადახედვა
-
10 ცნობილი მსახიობი, რომლებმაც ფილმი გადაღებების პროცესში დატოვეს 10 ცნობილი მსახიობი, რომლებმაც ფილმი გადაღებების პროცესში დატოვეს
გადახედვა
-
კანიე ვესტმა ჩანაწერის უნებართვოდ გამოყენების გამო სასამართლო პროცესი წააგო კანიე ვესტმა ჩანაწერის უნებართვოდ გამოყენების გამო სასამართლო პროცესი წააგო
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, ურანისა და ნეპტუნის ატმოსფეროები შეიძლება ქვებით იყოს სავსე კვლევის თანახმად, ურანისა და ნეპტუნის ატმოსფეროები შეიძლება ქვებით იყოს სავსე
გადახედვა
კომენტარები