რომან გოცირიძე

16 Dec. 2021, 18:56

ეს არ არის არავითარი ოფიციალური, ასე ვთქვათ, საქმიანი მიღება. ეს არის პატარა დისკოთეკა, თუ შეიძლება ასე ითქვას. წვეულება, რომელსაც ატარებს პრეზიდენტი ახალ წელს, საშობაოდ, სააღდგომოდ და კიდევ რაღაც დღესასწაულებთან დაკავშირებით. თანაც იმ შენობაში, რომელსაც ულამაზესი ბოქლომი ადევს და მილიონობით ფული იხარჯება. იხარჯება მის შენახვაზე, მის დაცვაზე, გათბობაზე და ა.შ. შენობა, რომელიც დაიცალა ბიძინა ივანიშვილის ახირების გამო, წელიწადში ერთხელ, აი, ასეთი ალაფურშეტი იმართება. საქმიანი შეხვედრა პრეზიდენტთან როდესაც იქნება, ნაციონალური მოძრაობა დაჯდება მასთან და მოლაპარაკების მაგიდაზე სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად. ჯერ რეალური, საქმიანი ფორმატი და შემდეგ, ასე ვთქვათ, საახალწლო მიღება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მერიამ რუსთაველის გამზირის სამუშაოების შემსრულებელი კომპანია — "სმარტ სოლუშენსი" 24/7-ზე მუშაობის პირობის დარღვევის გამო დააჯარიმა
  2. ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი
  3. ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში გარდაცვლილი 3 პენსიონერი და დაკრძალეს
  4. მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
  5. ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ