ეს 15 კადრი დაგარწმუნებთ, რომ Blade Runner 2049 ყველაზე ესთეტიკური ფილმია
სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრი ხშირად გვაოცებს მასშტაბური ბრძოლის სცენებით, საინტერესო და მოულოდნელობებით აღსავსე სიუჟეტითა და მომავლის საშიში წინასწარმეტყველებებით. ამასთან ერთად, სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრს ხშირად მაშინაც ვაკითხავთ, როდესაც შთამბეჭდავი კადრებითა და ფერებით ვიზუალური სიამოვნების მიღება გვინდა.
ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ფილმი დენი ვილნევის Blade Runner 2049-ია. ფილმი რიდლი სკოტის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევრის, 1982 წელს გამოსული Blade Runner-ის გაგრძელებაა. ვილნევი საოცარი ვიზუალებით ე.წ. რეპლიკანტის, სახელად K-ს შესახებ გვიყვება, რომელიც პოლიციისთვის სხვა, ურჩ რეპლიკანტებს ეძებს.
მიუხედავად იმისა, რომ ფილმმა რიდლი სკოტის Blade Runner-ის გულშემატკივრებს შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, მან უამრავი ნომინაცია და გამარჯვება მოიპოვა. საუკეთესო კინემატოგრაფიისთვის ოსკარი როჯერ დიკინსს ნამდვილად დამსახურებულად გადაეცა. ფილმმა მეორე ოსკარი საუკეთესო ვიზუალური ეფექტებისთვისაც მოიპოვა.
მაშ ასე, გთავაზობთ 15 შთამბეჭდავ კადრს, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ Blade Runner 2049 ერთ-ერთი ყველაზე ესთეტიური ფილმია:
1. ეს ნამდვილად ვილნევის ერთ-ერთი საყვარელი ფერია
2. ფილმში მთავარ გმირს რაიან გოსლინგი განასახიერებს
3. ეს Blade Runner 2049-ის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი სცენაა
4. ...რომელიც მაყურებლის აღფრთოვანებას ნებისმიერი რაკურსიდან ახერხებს
5. ფილმის სცენებს სიმეტრიული კადრები კიდევ უფრო დაუვიწყარს ხდის
6. თითოეული კადრი ფილმის ვრცელი სამყაროს უკეთ შეცნობაში გვეხმარება
7. აქ თითოეული ჩრდილიც კი დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს
8. რაიან გოსლინგის პერსონაჟი ფილმში ძველი საიდუმლოს ამოხსნას ცდილობს
9. ...და საკუთარი წარსულის აჩრდილებსაც დასდევს
10. მას ანა დე არმასის გმირი, სახელად ჯოი ეხმარება
11. მათი ურთიერთობა ფილმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია
12. სახურავზე K-სა და ჯოის კოცნა კი — ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი კადრი
13. ფილმში შექმნილ ატმოსფეროში დენი ვილნევის ხელწერის ამოცნობა მარტივია
14. აქ ყველაზე უმნიშვნელო დეტალსაც კი განსაკუთრებული ყურადღება ექცევა
15. მთავარი გმირის მოგზაურობის დასასრული დასაწყისივით შთამბეჭდავია
ამავე თემაზე:
კომენტარები