მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტს სიარული უჭირს. ამაზე ალასანიამ გორის ჰოსპიტალში სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ის ფსიქოლოგიური ტრავმა, რაც მას მიაყენეს, ძალიან თვალშისაცემია. ადამიანს უჭირს სიარული, წარმოიდგინეთ, მაგის ნორმალური სიარული მე არ ვიცი, დაფრინავდა, ახლა უცებ ვხედავ, რომ ვეღარ დადის, საშინელი საყურებელია", — თქვა მან ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ.

მისივე თქმით, ექსპრეზიდენტი 21-ში დაანონსებულ აქციაზე დიდ იმედებს ამყარებს და ფიქრობს, რომ ძალის ჩვენება მისი სიცოცხლის გადარჩენის აუცილებელი საშუალებაა.

ექსპრეზიდენტი რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გორის სამხედრო კლინიკაში 19 ნოემბერს, 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გადაიყვანეს.