ბავშვების დასახმარებლად ელვისის საქველმოქმედო კამპანიაში ჩართვა შენც შეგიძლია — გახდი სანტა
ახალი წელი ყველაზე ჯადოსნური დროა, როცა პატარებსაც და დიდებსაც სჯერათ, რომ ოცნებები ხდება. ამ დღის დღესასწაულად ქცევა ყველა ბავშვისთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც ახალ წელს ბავშვთა სახლში ხვდება.
სწორედ მათთვის, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება, ელვისმა საქველმოქმედო კამპანია წამოიწყო და გადაწყვიტა ბავშვთა სახლის ბენეფიციარებს — 6-დან 18 წლამდე გოგოებსა და ბიჭებს — საკვებითა და ტკბილეულით სავსე ყუთები გაუგზავნოს.
ამ ინიციატივაში მომხმარებლებსაც შეუძლიათ ჩაერთონ და სურვილის მიხედვით, ელვისის სასაჩუქრე ყუთები ტანსაცმელებითა და სათამაშოებით შეავსონ.
"ჩვენი მიზანია ბავშვების დახმარება და, ასევე, სურვილის შემთხვევაში, ჩვენი მომხმარებლების ჩართვაც მათ გახარებაში. ჩვენ ბავშვთა სახლის ბენეფიციარებს სასაჩუქრე ყუთებს ვუგზავნით ტკბილეულით, მომხმარებლებს კი შესაძლებლობა ექნებათ, ბენეფიციარები აირჩიონ, ამ ყუთებს ტანსაცმელი და სათამაშოები დაამატონ და ნამდვილ სანტებად იქცნენ,", — ამბობენ ელვისში და აღნიშნავენ, რომ, საჩუქრებთან ერთად, "სანტებს" ბავშვებისთვის პერსონალური წერილების მიწერაც შეეძლებათ, რითაც ახალ წელს მათ სითბოსა და ემოციებს გაუზიარებენ.
17-28 დეკემბრის ჩათვლით და წერილების გაგზავნაში მომხმარებლებს ელვისის კურიერები დაეხმარებიან, საჩუქრებს კი ბავშვები 31 დეკემბერს მიიღებენ.
თუ თქვენც გსურთ, გახდეთ საქველმოქმედო კამპანიის ნაწილი და შეავსოთ სასაჩუქრე ყუთები ელვისთან ერთად:
- ელვისის ახალ ფუნქციაში "აჩუქე", რომელიც აპლიკაციის გახსნისთანავე შეგხვდებათ, შესვლასა და საქველმოქმედო კამპანიაში მონაწილეობის მიღებას 17 დეკემბრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით შეძლებთ;
- კურიერი გამოძახების დღეს თქვენთან მოვა და თქვენს საჩუქრებს სპეციალური დალუქული ჩანთით წამოიღებს;
- ჩანთის რაოდენობის არჩევა თქვენი სურვილის შესაბამისად შეგიძლიათ.
1 ჩანთის ზომა 40*35*10 სმ-ზეა და მასში დაახლოებით ეტევა: 5 მაისური, ან 3 შარვალი, ან 2 პიჯაკი, ან 2-3 სათამაშო.
თქვენ მიერ გაგზავნილ საჩქრებს ელვისი ბავშვთა სახლში 31 დეკემბერს მიიტანს.
კამპანიაში ჩართულ მომხმარებლებს ელვისი აჩუქებს 1000 ელვას, რომლის გამოყენებასაც ისინი 2022 წელს შეძლებენ.
ცნობისთვის, ელვისი ქმნის ლოიალობის სისტემას, სადაც დახარჯული თანხა ტრანსლირდება "ელვა" ქულებში. მომხმარებლები, რომლებიც შეაგროვებენ ელვებს, მიიღებენ განსაკუთრებულ სტატუსს და ისარგებლებენ ბენეფიტებით.
რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ, რომ საჩუქრის გაგზავნის გარდა თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, პერსონალური წერილი დაუწეროთ ადრესატს. ამისათვის ბარათს კურიერი თავად მოგიტანთ.
გახდით სანტა და ელვისთან ერთად გაუზიარეთ ემოციები მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ.
კომენტარები