Microsoft ამერიკის არმიისთვის განსაკუთრებულ ჩიპებს შექმნის
US National Security Technology Accelerator-მა (NSTXL) ხუთშაბათს განაცხადა, რომ მათთვის განსაკუთრებულ სამხედრო ჩიპებს Microsoft დაამზადებს.
"ისტორიულად, უსაფრთხოების იმ მოთხოვნების დაკმაყოფილება და ინოვაციების აღმოჩენა, რომლებიც მიკროელექტრონული მოწყობილობების შექმნას ახლავს თან, ამერიკის უსაფრთხოების დეპარტამენტს (DoD) ყოველთვის უჭირდა. DoD-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში Rapid Assured Microelectronics Prototypes (RAMP) კომერციული სექტორის უახლეს მიღწევებს გამოიყენებს. ჩვენ ვქმნით თანამედროვე, უსაფრთხო და რაც მთავარია, არმიის მოთხოვნებზე მორგებულ ჩიპებს", — ამბობს Microsoft Azure-ის ვიცე პრეზიდენტი, ტომ კინი.
ეს Microsoft-ისა და DoD-ის თანამშრომლობის პირველი შემთხვევა არაა. ორი გიგანტი 40-წლიანი ისტორიის განმავლობაში ერთმანეთთან ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებზე არაერთხელ გადაკვეთილა.
DoD-ის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მაიქროსოფტმა კომპანიების კოალიციაც კი შექმნა. ეს DoD-ის ინიციატივის პირველი ნაბიჯები იყო.
პროექტის მეორე ფაზაში ამერიკის უსაფრთხოების დეპარტამენტი ახალ, სპეციალურ პროცესორებსა და ჩიპსეტებს მიიღებს, რომლებსაც "ნაკლები ენერგიის მოხმარება, უკეთესი წარმადობა, შემცირებული ფიზიკური ზომა და DoD-ის სისტემებთან გაუმჯოებესებული თავსებადობა" ექნება.
პროექტის ფარგლებში მაიქროსოფთი ითანამშრომლებს Ansys-თან, Applied Materials Inc.-თან, BAE Systems-თან, Battelle Memorial Institute-თან, Cadence Design Systems-თან, Cliosoft Inc.-თან, Flex Logix-თან, GlobalFoundries-თან, Intel Federal-თან, Raytheon Intelligence and Space-თან, Siemens EDA-სსთან, Synopsys-თან, Tortuga Logic-თან და Zero ASIC Corporation-თან.
როგორც ხედავთ პროექტზე მომუშავე კომპანიათა რიცხვი ძალიან დიდია, თუმცა Microsoft მათ სათავეში მოექცევა და განვითარების პროცესს სწორედ ის წარმართავს.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.
კომენტარები