სულ ახლახან, Spotify-მ ახალი ფუნქცია წარადგინა. დღეიდან მომხმარებლებს მუსიკის მოსმენასთან ერთად მათი ტექსტების ნახვაც შეეძლებათ. ახალი ფუნქცია ხუთშაბათიდან ყველასთვის, გლობალურად ხელმისაწვდომი იქნება და კომპანია მის უფასო და ფასიან ვერსიებს შემოგვთავაზებს. ჯერ ახალი ფუნქციის დატესტვა მხოლოდ ზოგ მომხმარებელს შეუძლია. თუმცა, ხუთშაბათამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი და ტექსტებით დატკბობას სულ მალე ყველა შეძლებს.

სიახლის შესახებ Spotify-მ გუშინ, ტვიტერის მეშვეობით გვაუწყა.

მას შემდეგ, რაც მეინსტრიმ კულტურა სთრიმინგ სერვისების მოხმარებაზე გადავიდა და ეს იქცა მუსიკის მოსასმენ საუკეთესო სივრცედ, Spotify ამ მხრივ მსოფლიოს დომინანტი სერვისი გახდა. თუმცა, დღემდე, იმისათვის რომ სიმღერის ტექსტი გვენახა, ჩვენ გვიწევდა Spotify-ს ჩაკეცვა და ტექსტების სხვა აპლიკაციაში ან ინტერენტში ნახვა. სპოტიფაის ახალი ფუნქცია დასაწყისისთვის ინდოეთში, ლათინურ ამერიკასა და სამხერთ-აღმოსავლეთ აზიაში იყო ხელმისაწვდომი.

ფუნქციის გლობალურად გაშვების შემდეგ მუსიკის ტექსტის ნახვა ყველას შეეძლება.

ტექსტები ხელმისაწვდომი ინება iPhone-ზე, ანდროიდზე, ვინდოუსზე, მაკზე. ასევე, ტექსტების ნახვას შევძლებთ smart TV-ების გამოყენებითაც, მათ შორის Android TV-ზე, Fire TV-ზე, Samsung-ის, Roku-სა და LG-ის ტელევიზორებზეც. ახალი ფუნქცია ხელმისაწვდომი იქნება გეიმინგ კონსოლებისთვისაც (Playstation 4, Playstation 5, Xbox One).