ჯეფ ბეზოსი მთაში 152 მეტრიან გიგანტურ საათს აშენებს
ჯერ კიდევ 2018 წელს Amazon-ის მფლობელმა, ჯეფ ბეზოსმა, გვამცნო რომ ის დაასვლეთ ტეხასის ერთ-ერთ მთაში 10 000 წლიან მექანიკურ საათს აშენებდა. დასრულებული საათი სიმაღლეში 152 მეტრი იქნება და ის დედამიწის თერმულ ციკლზე იმუშავებს.
საათი უკვე დიდი ხანია შენდება. საათის სახელი "Clock of the Long" იქნება. მისი აშენება რეალურად კომპიუტერული მეცნიერისა და ანტრეპრენერის, დენი ჰილის იდეა იყო. ეს მან ჯერ კიდევ 1968 წელს მოიფიქრა.
და მაინც, რა შეეძლება ამ საათს? — ბევრი არაფერი. საათი მხოლოდ იმისთვის იქმნება, რომ წელიწადში ერთხელ დაიწიკწიკოს, ხოლო ათასწლეულში ერთხელ ზარების რეკვა დაიწყოს.
ეს ერთი შეხედვით დიდი ვერაფერია თუ საათის მშენებლობის სირთულესა და დროს გავითვალისწინებთ, მაგრამ ამ საათს უფრო საკრალური დანიშნულება ექნება.
"რატომ უნდა ააშენოს ვინმემ საათი მთაში, რომელიც 10 000 წლის განმავლობაში იმუშავებს?" — გვეკითხება საათის ოფიციალური ვებსაიტი.
ამ კითხვაზე ნაწილობრივ პასუხს თვითონ საიტივე გვაძლევს — "ადამიანები ამ კითხვას აუცილებლად დასვამენ. საათი მოესწრება თაობებსა და ათასწლეულებს. თუ საათი შეძლებს ათი ათასწლეული განმავლობაში გვამცნოს დრო, ვერ უნდა შეძლოს იგივე ადამიანმა?"
მთის შიგნით, იქ სადაც საათი განთავსდება, ხუთი მოზრდილი ოთახის ზომის სივრცე მომზადდება, 1 წლის, 10 წლის, 100 წლის,1 000 წლისა და 10 000 წლის იუბილეებისთვის. 1 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ოთახში პლანეტებისა და მთვარის მაკეტი იქნება გაკეთებული, დანარჩენ სივრცეებს კი მომავალი თაობები შეავსებენ.
კომენტარები