სწავლა საზღვარგარეთ — Jacobs University Bremen
ფოტო: LEAF
ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი LEAF სტუდენტებს სწავლის გაგრძელებას გერმანიაში, კერძოდ კი ბრემენში სთავაზობს. ცენტრი უნივერსიტეტთან დიდი ხანია თანამშრომლობს, რაც მომავალ სტუდენტებს საშუალებას აძლევს ზუსტი, დეტალური ინფორმაცია მიიღონ ჩაბარებასთან დაკავშირებით. ასევე ცენტრის თითოეულ სტუდენტს აქვთ საშუალება უფასოდ მიიღოს ცენტრის საკონსულტაციო მომსახურება, რომელიც მოიცავს სააპლიკაციო პროცესში სრულ დახმარებას.
Jacobs University არის კერძო უნივერსიტეტი ქალაქ ბრემენში, გერმანიაში, რომელიც 2001 წელს დაარსდა. ის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია მსოფლიოს მასშტაბით. უნივერსიტეტში 1500-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს 110-მდე ქვეყნიდან.
პატარა ჯგუფებში სწავლა ეხმარება სტუდენტებს პერსონალური ურთიერთობა ჰქონდეთ პროფესორებთან და ჰყავდეთ ისინი პირად მენტორებად. სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულები კვლევით პროექტებში პირველივე კურსიდან.
მეცნიერების ბაკალავრის კუთხით სტუდენტებს აქვთ საშუალება ისწავლონ: მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერებები, ინჟინერია, მენეჯმენტი და სხვა.
მედიცინის მიმართულებით: ბიოქიმია და მოლეკულური ბიოლოგია, ქიმია და ბიოტექნოლოგიები, ფიზიკა, გარემოს დაცვითი მეცნიერებები და სხვა.
ხელოვნებისა და მეცნიერებების ბაკალავრის ხარისხის მიმართულებით შეთავაზებული პროგრამებია: გლობალური ეკონომიკა და მენეჯმენტი, საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრაცია, მედია და პოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, ფსიქოლოგია და სხვა.
მეცნიერებათა მაგისტრატურის საფეხურზე უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს ფსიქოლოგიას, Data Science, Data Engineering, Supply Chain Management, ხოლო ხელოვნებათა მაგისტრატურის ხარისხით, საერთაშორისო ურთიერთობებს. სტუდენტებს ასევე შეუძლიათ დოქტორანტურის ხარისხის მოპოვება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მათემატიკის, ინჟინერიის, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით.
საბაკალავრო საფეხურზე სწავლის წლიური გადასახადია 20 000 ევრო, ხოლო საცხოვრებელ ხარჯებთან ერთად მთლიანი საფასური 28 650 ევროა.
მაგისტრატურის საფეხურზე პროგრამების — Data Science, Data Engineering, Supply Chain Management. წლიური საფასურია 20 000 ევრო. ფსიქოლოგიის მიმართულებით წლიური ღირებულებაა 10 000, ხოლო საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამა უფასოა, რადგანაც ეს არის გაერთიანებული პროგრამა ბრემენის უნივერსიტეტთან.
სტუდენტებს აქვთ საშუალება მიიღონ სხვადასხვა რაოდენობის დაფინანსება, საბაკალავრო დონეზე 5 000 ევრო ყოველწლიურად, ხოლო სამაგისტრო საფეხურზე 3 000 ევრო. მათ ასევე შეუძლიათ ისარგებლონ სტუდენტური სესხით და დამატებითი თანხის გამოსამუშავებლად დასაქმდნენ კამპუსზე სხვადასხვა პოზიციაზე.
ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრ LEAF-ის პარტნიორი უნივერსიტეტის სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ მათ ვებ-გვერდს.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები