Facebook და Instagram პირად ინფორმაციაზე "მონადირე" რეკლამებს წაშლიან
Meta-მ, აწ უკვე Facebook-ისა და Instagram-ის მშობელმა კომპანიამ, მოულოდნელად გადაწყვიტა, რომ ნაკლებად აფათუროს ხელები თავის მომხმარებელთა პირად ინფორმაციასა და ცხოვრებაში. Meta-ს ბლოგზე დღეს ახალი პოსტი გამოჩნდა — კომპანია ბლოკავს ყველა ისეთ რეკლამას, რომელიც სამიზნის ასარჩევად მომხმარებლის ეთნიკურ ან რასობრივი მახასიათებლებს, რელიგიურ შეხედულებებს, სექსუალურ ორიენტაციასა თუ ჯანმრთელობის მდგომარეობას ითვალისწიებს. სია გაცილებით დიდია.
"ჩვენ ექსპერტებთან კონსულტაციის შემდეგ დავადგინეთ, რომ რეკლამების მსგავსი ქცევა შესაძლოა ვიღაცებისთვის შეურაცხმყოფელი ან უბრალოდ ნეგატიური იყოს", — ამბობს გრაჰამ მუდი, Meta-ს მარკეტინგისა და რეკლამის განყოფილების ვიცე პრეზიდენტი.
Meta ხაზს უსვამს, რომ აქამდე სამიზნეების დეტალურად შესწავლა ფიზიკურ მონაცემებსა და პირად არჩევანს არ მოიცავდა. მიუხედავად ამისა, ექსპერტების აზრით, ასეთი სახის თარგეთინგი მაინც დამაზიანებელია. "მონადირე" რეკლამები შეიძლება დისკრიმინაციული, რასისტული ან აგრესიული იყოს.
Meta-ს წარმომადგენლების არით, ეს რთულად მისაღები გადაწყვეტილება იყო, რადგან მათი პარტნიორების დიდი ნაწილი რეკლამირებისას ამ ფუნქციებით სარგებლობდა, რათა უფრო ზუსტ და ფართო აუდიტორიას მისწვდომოდნენ. როი ოსტინის ტვიტიდან ვიგებთ, რომ ეს ცვლილება ბიზნესების 3/4-ზე უარყოფითად აისახება.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე
კომენტარები