სააკაშვილის ადვოკატები 10 ნოემბერს პროცესის სასამართლო დარბაზში ჩატარებას ითხოვენ
ფოტო: www.dw.com
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები 10 ნოემბერს გასამართ პროცესის სასამართლო დარბაზში ჩატარებასა და სასამართლოს მედიით სრულყოფილად გაშუქების უფლებას ითხოვენ. ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, პროცესი ციხიდანაც თუ არ გაშუქდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას სააკაშვილის საზოგადოების წინაშე გამოჩენის ეშინია.
"ნავალნის პროცესიც კი პუტინის რუსეთში მედიის გაშუქების ფონზე ტარდება. ღარიბაშვილის სურვილი რომ მიხეილ სააკაშვილის პროცესი ჩაატაროს ისე რომ მედიამ ვერ გააშუქოს, ეს არის შეშინებული ხელისუფლების პანიკა. ეს ნიშნავს, რომ მოშიმშილე ადამიანის სასამართლო პროცესზე გამოჩენის ეშინიათ. ციხიდანაც თუ არ გაშუქდა, ეს ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის საზოგადოების წინაშე გამოჩენის ეშინიათ. მსგავსი პრაქტიკა დიქტატორულ რეჟიმებშიც კი არ არის. ჩვენ ვითხოვთ, რომ 10 ნოემბრის პროცესი ჩატარდეს სასამართლო დარბაზში. პროცესის სრულყოფილად გაშუქების შესაძლებლობა მიეცეს მედიას", — განაცხადა ბექა ბასილაშვილმა.
სააკაშვილი უკვე 39-ე დღეა შიმშილობს. 6 ნოემბერს, ექსპრეზიდენტის მხარდამჭერი აქციის დაწყებამდე, პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა კადრები, სადაც, მათი მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილი "საკვებს იღებს". უწყებამ ვიდეოს გამოქვეყნება "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით" ახსნა. ექიმები და ომბუდსმენი კი განმარტავენ, რომ ეს არ არის საკვები და არის დანამატი, რაც საერთაშორისო პროტოკოლით არის განსაზღვრული და შიმშილობის დარღვევად არ მიიჩნევა.
ეს ინფორმაცია მანამდე, 5 ნოემბერს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გაავრცელა, როცა თქვა, რომ სააკაშვილი გარკვეული დროის შემდეგ ფაფებისა და ნატურალური წვენების მიღებას დათანხმდა. 6 ნოემბერს ამ თემაზე სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ სააკაშვილის პატიმრობის პირობებისა და ჯანმრთელობის შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების გაცემისა და საჯაროდ გამოქვეყნების საკითხს შეისწავლიდა. მანვე აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტი 30 ოქტომბრიდან წვენებსა და მინერალური შემცველობის პიურეებს სამედიცინო დანიშნულებით, მცირე ოდენობით იღებდა. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ომბუდსმენი აცხადებდა, რომ სააკაშვილი პირველი ოქტომბრის შემდეგ უწყვეტად შიმშილობს და საკვებს არ იღებს.
აღსანიშნავია, რომ 5 ნოემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმაც გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ მნიშვნელოვანია დაცული იყოს მოშიმშილე თავისუფლებააღკვეთილი პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, მისი პერსონალური, განსაკუთრებით კი, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემები. მეორე დღეს, კადრების გავრცელების შემდეგ კი უწყებამ განაცხადა, რომ მათი მოპოვებისა და გავრცელების კანონიერებას შეისწავლის და კიდევ ერთხელ ისაუბრა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის მნიშვნელობაზე.
თავად სააკაშვილი კადრების გამოქვეყნებას სამარცხვინოს და დანაშაულებრივს უწოდებს. თუმცა, მისივე თქმით, ვიდეოს გავრცელებით მას ვერაფერი დააკლეს, ხალხი დარწმუნდა, რომ შიმშილობს და "საუკეთესო ფორმაში არ იმყოფება". ის განმარტავს, რომ კადრებში ჩანს, როგორ იღებს დანამატებს სასიცოცხლო მაჩვენებლების დასარეგულირებლად, რაც მანამდეც იყო ცნობილი.
-
ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა
გადახედვა
-
მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი? მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი?
გადახედვა
-
მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
გადახედვა
-
იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი
-
ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი
გადახედვა
-
ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს? ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს?
-
25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ! 25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ!
-
ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია
გადახედვა
-
"ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე "ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს
გადახედვა
-
Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება
გადახედვა
-
Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება
გადახედვა
-
ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი
გადახედვა
-
ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს
გადახედვა
-
"მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს "მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს
გადახედვა
-
ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი
გადახედვა
-
კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
-
სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები