მთვრალ მძღოლს, რომელმაც ორი ადამიანი იმსხვერპლა, 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
ფოტო: Shutterstock / On.ge
მთვრალ მდგომარეობაში ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევასა და შედეგად ორი ადამიანის გარდაცვალებაში ბრალდებული გოგიტა ჩქოფოია, გორის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ სცნო.
ბრალდებულს დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ბრალდების მიხედვით, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებაჩამორთმეული გოგიტა ჩქოფოია, 2016 წლის 18 მაისს, თბილისიდან კასპის მიმართულებით გადაჭარბებული სიჩქარით მართავდა ავტომობილს.
პროკურატურის ცნობით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 47-ე კმ-ზე, სოფელ ოკამთან მოძრაობისას, გოგიტა ჩქოფოიას მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და ბეტონის ზღუდეს შეეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომანქანაში მყოფი ორი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ორმა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო.
სამართალდამცველებმა ბრალდებული, სასამართლო განჩინების საფუძველზე, 20 ივლისს თბილისში დააკავეს.
მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 381-მუხლის პირველი ნაწილით (ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა) და 276-ე მუხლის მე-2, მე-4 და მე-8 ნაწილებით (მთვრალ მდგომარეობაში ჩადენილი ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოებისა ან ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანება, ასევე ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა.
პროკურატურის განცხადებით, ბრალდებული არ აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს, განმარტავდა, რომ საჭესთან ის არ მჯდარა და ავტომანქანას ავარიის შედეგად გარდაცვლილი პირი მართავდა.
-
ნიკოლ კიდმანის თქმით, ტომ კრუზთან ქორწინების გამო მზად იყო, კარიერა მიეტოვებინა ნიკოლ კიდმანის თქმით, ტომ კრუზთან ქორწინების გამო მზად იყო, კარიერა მიეტოვებინა
გადახედვა
-
სირიაში სასამართლომ ბაშარ ასადის ბიძაშვილს სიკვდილი მიუსაჯა სირიაში სასამართლომ ბაშარ ასადის ბიძაშვილს სიკვდილი მიუსაჯა
გადახედვა
-
ბრალდებებისთვის მზად ვართ, მთავარია ეს ბრალდებები არ იყოს რეალური — მამუკა მდინარაძე ღარიბაშვილის ბრალდებაზე ბრალდებებისთვის მზად ვართ, მთავარია ეს ბრალდებები არ იყოს რეალური — მამუკა მდინარაძე ღარიბაშვილის ბრალდებაზე
გადახედვა
-
შაქრიანი სასმელები კუჭის კიბოს პირველად დაუკავშირეს — კვლევა შაქრიანი სასმელები კუჭის კიბოს პირველად დაუკავშირეს — კვლევა
გადახედვა
-
შიო III-მ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა შიო III-მ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
გადახედვა
-
საქსტატი: 2026 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 0.5%-ით შემცირდა და 13.8% შეადგინა საქსტატი: 2026 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 0.5%-ით შემცირდა და 13.8% შეადგინა
გადახედვა
-
მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისას აღმოჩენილი არტეფაქტების შესახებ განცხადებას ავრცელებს მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისას აღმოჩენილი არტეფაქტების შესახებ განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
შაკირა მიწისძვრის შემდეგ კოლუმბიას ეწვია და დაზარალებულთა დასახმარებლად $1 მილიონზე მეტი შეაგროვა შაკირა მიწისძვრის შემდეგ კოლუმბიას ეწვია და დაზარალებულთა დასახმარებლად $1 მილიონზე მეტი შეაგროვა
გადახედვა
-
naec.ge: ერთიანი ეროვნული გამოცდებზე 118 907 ნაშრომიდან 3 095 გასაჩივრდა, აქედან ქულა მოემატა — 921-ს naec.ge: ერთიანი ეროვნული გამოცდებზე 118 907 ნაშრომიდან 3 095 გასაჩივრდა, აქედან ქულა მოემატა — 921-ს
გადახედვა
-
ჩვენმა მკითხველებმა დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი გამოავლინეს ჩვენმა მკითხველებმა დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი გამოავლინეს
გადახედვა
-
Bm.ge: ქართული მხარე ქართველებს ენგურის ხიდზე 20 ლიტრამდე საწვავის გადატანის უფლებას აძლევს Bm.ge: ქართული მხარე ქართველებს ენგურის ხიდზე 20 ლიტრამდე საწვავის გადატანის უფლებას აძლევს
გადახედვა
-
დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის იანვარ-აგვისტოს საქმიანობა დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის იანვარ-აგვისტოს საქმიანობა
-
სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობისთვის მარნეულში ორი პირი დააკავეს სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობისთვის მარნეულში ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — გაიცანით ზაკო მუშკუდიანი, მედალოსანი პარალიმპიელი ჩემპიონი რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — გაიცანით ზაკო მუშკუდიანი, მედალოსანი პარალიმპიელი ჩემპიონი
-
არჩილ გორდულაძე: ღარიბაშვილი გადასულია თვითდაზიანების რეჟიმში, ამას რატომ აკეთებს, არ ვიცი. კორუფციაში მხილებული ადამიანი როგორ შეიძლება პოლიტიკაში დაბრუნდეს, ეს წარმოუდგენელია არჩილ გორდულაძე: ღარიბაშვილი გადასულია თვითდაზიანების რეჟიმში, ამას რატომ აკეთებს, არ ვიცი. კორუფციაში მხილებული ადამიანი როგორ შეიძლება პოლიტიკაში დაბრუნდეს, ეს წარმოუდგენელია
გადახედვა
-
დაიწყეთ კონსულტაციები არქეოლოგიური ფენების შესასწავლად — "მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის" კულტურის სამინისტროს მიმართავს დაიწყეთ კონსულტაციები არქეოლოგიური ფენების შესასწავლად — "მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის" კულტურის სამინისტროს მიმართავს
გადახედვა
-
გურჯაანში, საბავშვო გასართობ სივრცეში ცხედარი იპოვეს — გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო გურჯაანში, საბავშვო გასართობ სივრცეში ცხედარი იპოვეს — გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო
გადახედვა
-
აშშ ICC-ის პრეზიდენტსა და პროკურორს სანქციებს უწესებს აშშ ICC-ის პრეზიდენტსა და პროკურორს სანქციებს უწესებს
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო თბილისის ნაწილს წყალი 24 საათით შეუწყდება რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო თბილისის ნაწილს წყალი 24 საათით შეუწყდება
გადახედვა
-
დმანისთან 3.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა დმანისთან 3.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის ფეისბუქში ოსურ დიალექტზე დაწერილი სტატუსი გამოჩნდა — Арцыд растаг 12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის ფეისბუქში ოსურ დიალექტზე დაწერილი სტატუსი გამოჩნდა — Арцыд растаг
გადახედვა
კომენტარები