ირაკლი ღარიბაშვილი

5 Nov. 2021, 19:11

სიმბოლურია, რომ დიპლომატის პროფესიულ დღეს დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის, სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს აღვნიშნავთ. მოგეხსენებათ კარგად, დიპლომატია ყოველთვის იყო პოლიტიკური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. მაგრამ სწორედ სულხან-საბას სახელს უკავშირდება, როგორც თანამედროვე დიპლომატიის განვითარება საქართველოში, ასევე ჩვენს საგარეო პოლიტიკაში იმ ფასეულობების, ორიენტირებისა და ამოცანების დამკვიდრება, რომლებიც დღესაც წარმართავს ჩვენს ძალისხმევას, საერთაშორისო დიპლომატიურ არენაზე.

თავის დროზე, კარგად მოგეხსენებათ, რომ დიდი სულხან-საბას ევროპაში მოგზაურობა ჩვენი ქვეყნის ისტორიულ ბედსა და ცივილიზაციურ არჩევანს — ევროპულ ერთა ოჯახში ინტეგრაციის გაღრმავებას ემსახურებოდა. ისტორიული პროცესების გამო, ამ მიზნისკენ სრულფასოვნად სვლა მხოლოდ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ განახლდა, მოგეხსენებათ. ბოლო ათწლეულში კი ჩვენ განსაკუთრებული წარმატებით გავაგრძელეთ სულხან-საბას დაწყებული ისტორიული დიპლომატიურ მისია, რამაც ჩვენი ევროპულ ოჯახში დაბრუნება უნდა უზრუნველყოს. ამ მიზნის განხორციელების ავანგარდში, რა თქმა უნდა, ქართველი დიპლომატები დგახართ. მე კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით თქვენი სამსახურისთვის.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  4. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  5. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

სექტემბერში, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა 700-მდე მეწარმემ გაიარა

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, სექტემბრის თვეში, ხუთი განსხვავებული თემატიკის შეხვედრა გაიმართა და მას 700-მდე ბიზნესის…